თეოდორ დოსტოევსკი

July 11, 2011 § 1 Comment

თეოდორ დოსტოევსკი – Fyodor Dostoyevsky (1821 –  1881)

თეოდორ დოსტოევსკი დაიბადა ექიმის ოჯახში.  1843 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი. მსახურობდა საინჟინრო დეპარტამენტის სამხაზველოში. მალე თავი დაანება სამსახურს. პირველივე ნაწარმოებმა „საბრალო ადამიანები“,რომელიც გამოქვეყნდა 1846 წელს გაუთქვა სახელი და მოწინავე რუს მწერალთა რიგში ჩააყენა. შემდგომ ზედიზედ გამოვიდა მოთხრობები “ორეული” 1846 წელს, „დიასახლისი“1847 წელს, „თეთრი ღამეები“1848 წელს, „ნეტოჩკა ნეზვანოვა“1849 წელს.

ამ პერიოდში დოსტოევსკის მსოფლმხედველობა ვითარდებოდა ბელინსკისა და დასავლეთ ევროპის სოციალისტ-უტოპისტთა, განსაკუთრებით, შ. ფურიეს იდეების ზეგავლენით.

1847 წელს დოსტოევსკი შევიდა პეტრაშეველთა რევოლუციურ წრეში, ერთ-ერთ სხდომაზე წაიკითხა ბელინსკის წერილი გოგოლისადმი.

1849 წელს სხვა პეტრაშეველებთან ერთად დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რაც განაჩენის აღსრულებამდე უკანასკნელ წუთს ციმბირის კატორღით შეუცვალეს. კატორღის შემდეგ დოსტოევსკი სალდათად გაამწესეს და მხოლოდ 1859 წელს დართეს ცენტრალურ რუსეთში დაბრუნების ნება.

ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი თხზულებანი „ბიძის სიზმარი“ (1859 წელი), „სოფელი სტეპანჩიკოვი და მისი მცხოვრებნი“ (1859 წელი), რომანი „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ (1861 წელი). კატორღის ცხოვრებას ასახავს იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „ბარათები მკვდარი სახლიდან“ (1861-1862 წელი). ციმბირში ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ათმა წელმა ვერ გატეხა დოსტოევსკი, ვერ ჩაუკლა რწმენა ადამიანისადმი, პირიქით, გაუმძაფრა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი. ამავე წლებმა განაპირობა მისი ტრაგიკული მსოფლმხედველობითი წინააღმდეგობანი: რევოლუციური სიტუაციის პირობებში დოსტოევსკი გამოდიოდა რევოლუციურ-დემოკრატიული პროგრამის წინააღმდეგ, იგი უარყოფდა „წმინდა ხელოვნების“ თეორიას, მაგრამ ილაშქრებდა ესთეტიკური უტილიტარიზმის წინააღმდეგ, ეკამათებოდა დობროლიუბოვს, რომელსაც მისი აზრით, ეს უტილიტარიზმი ახასიათებდა.

დოსტოევსკი მძაფრად აკრიტიკებდა ბატონყმური რუსეთის წესწყობილებას, ასახავდა თავადაზნაურთა კლასის გახრწნას, ექსპლუატაციას, ახალი კაპიტალისტური ფორმების ზრდას. იგი ამტკიცებდა, რომ განვირების „განსაკუთრებული“ გზა რუსეთს საშუალებას მისცემს აიცდინოს რევოლუციური ამბოხებანი, რამაც ევროპაში კაპიტალიზმის სასტიკი კანონები დაამკვიდრა. რუსეთის საგანგებო როლი საყოველთაო ბედნიერების დამკვიდრებაში, მისი აზრით, უნდა აღსრულებულიყო მხოლოდ ნიადაგს მოწყვეტილი თავადაზნაურობის ხალხთან დაახლოების, მონარქიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობით, ყველა წოდების გაერთიანების გზით. დოსტოევსკის მიხედვით, ეთიკური ნორმების გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ რელიგიის საფუძვლებზე ინდივიდის ზნეობრივი სრულყოფით.

ეს შეხედულებანი მის მრავალ ნაწარმოებში აისახა. დოსტოევსკის მთავარი რომანებია „დანაშაული და სასჯელი“ (1866 წელი), „იდიოტი“ (1868), „ეშმაკნი“ (1871-1872 წლები), „ყმაწვილი“ (1875 წელი), „ძმები კარამაზოვები“ (1879-1880 წლები).

დოსტოევსკი ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ძმასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალებს „ვრემია“ (1861-1863), „ეპოხა“ (1864-1865). რედაქტორობდა რეაქციულ გაზეთ-ჟურნალს „გრაჟდანინ“ (1873-1874 წლებში), მეჭდავდა „მწერლის დღიურს“, რომელშიც პუბლიცისტურ წერილებთან ერთად აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსაც.

დოსტოევსკის შემოქმედების ფსიქოლოგიური, ზნეობრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური პრობლემები ორგანულ ურთიერთკავშირშია და არეკლავს სინამდვილისა და საზოგადოებრივ აზრის წინააღმდეგობას რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში სოციალური ურთიერთობათა ნგრევისა და მწვავე ცვლის პერიოდში. ადამიანის ტანჯვის ასახვა დოსტოევსკის შემოქმედებაში გამსჭვალულია ჭეშმარიტი ჰუმანიზმითა და ანტიბურჟუაზიული პათოსით. ტრაგედია პიროვნებისა, რომლის ადამიქნური ღირსება შებღალულია უსამართლო საზოგადოების მკაცრი კანონებით, სიმბოლურ განზოგადებას აღწევს ცხოვრებისაგან გათელილი მარმელადოვის აღსარებაში („დანაშაული და სასჯელი“), ანასტასია ფილიპოვნას ყიდვა-გაყიდვის სცენაში („იდიოტი“), ყმაწვილი დოლგორუკოვის მისწრაფებაში — გახდეს „თანამედროვე როტშილდი“ („ყმაწვილი“).

დოსტოევსკიმ შექმნა მაღალმხატვრულ პერსონაჟთა გალერეა, კარიერისტებით დაწყებული და მაღალი „იდეოლოგებით“ დამთავრებული.

About these ads

§ One Response to თეოდორ დოსტოევსკი

  • Kejeradze says:

    ფიოდორი <3 გამორჩეული მწერალი არა მხოლოდ რუსულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading თეოდორ დოსტოევსკი at Deathhour.

meta

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 38 other followers

%d bloggers like this: