ალბერ კამიუ

   ალბერ კამიუ – Albert Camus (1913-1960)

 ალბერ კამიუ – ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

ალბერ კამიუ დაიბადა მონდოვში (ალჟირი),ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. დედა წარმოშობით ესპანელი იყო.მამა,ლუსიენი 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს დაეღუპა მარნის ბრძოლაში.ბავშვობა ალჟირის ერთ-ერთ ღარიბ უბანში აქვს გატარებული.

1923 წელს კამიუ ჩაირიცხა ლიცეუმში და შემდეგ ალჟირის უნივერსიტეტში.

1930 წელს ალბერ კამიუ დაავადდა ტუბერკულოზით,რის გამოც მოუწია უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდიდან წასვლა და საღამოს განყოფილებაზე გადასვლა.

1935 წელს იღებს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს.

1936 წელს კი იცავს სამაგისტრო თეზისს პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე.

1934 წელს კამიუ საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შედის.

1934 წელს ალბერ კამიუ ცოლად ირთავს ცნობილ ნარკომან სიმონ ჰის.თუმცა მათი ქორწინება მალევე მთავრდება.მიზეზი სიმონის ღალატია.

1935 წელს კამიუ აფუძნებს “მშრომელთა თეატრს”,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 1939 წლამდე იარსებებს.ამ დროს კამიუ იწყებს მუშაობას და სოციალისტურ გაზეთებში პუბლიკაციებს წერს.

1936 წელს ჩამოყალიბდა ალჟირის კომუნისტური პარტია , რომლის მიზანი ალჟირის საფრანგეთისგან განთავისუფლება იყო. კამიუ უერთდება ალჟირის სახალხო პარტიას რის გამოც მას კომუნისტ ამხანაგებთან უთანხმოება მოსდის შედეგად, მას “ტროცკისტად” აცხადებენ.

1940 წელს ალბერ კამიუ მეორეჯერ ირთავს ცოლს ამჯერად პიანისტ და მათემატიკოს ქალს ფრანსის ფორს.რომლსიგანაც 1945 წლის 5 სექტემბერს შეეძინება ტყუპები -კათერინა და ჟანი.ამავე წელს კამიუ იწყებს მუშაობას ჟურნალში Paris- Soir (საღამოს პარიზი).

1941 წლის 15 დეკემბერს ალბერ კამიუ გაბრიელ პერის დახვრეტის მომსწრე ხდება.ეს ყველაფერი აძლევს მას დასაბამს გერმანელთა წინააღმდეგ ამხედრებას. 1942 წელს ალბერ კამიუ ასრულებს თავის პირველ ორ წიგნს. “უცხო”-ს და “სიზიფერ მითი”-ს და ცოტახნით ორანში(ალჟირი) ბრუნდება.

1943 წელს კამიუ გაზეთის რედაქტორი ხდება და ბოლო ბრძოლის გაშუქებას იწყებს.

1947 წელს ის კომბატიდან მიდის ვინაიდან გაზეთი უბრალო კომერციულ გამოცემად გადაიქცა.სწორედ ამ პერიოდში ხვდება ალბერ კამიუ ჟან-პოლ სარტრის. ომი დამთავრდა. ალბერ კამიუ სარტრის ანურაჟის წევრი და პარიზის სენჟერმენის ბულვარზე კაფე დე ფლორის ხშირი სტუმარი ხდება.ამავე პერიოდში ის აშშშიც მოგზაურობს ფრანგულ ეგზისტენციალიზმზე ლექციების წასაკითხად.მიუხედავად პოლიტიკური მემარცხენეობისა მის მიერ კომუნისტური დოქტრინის მძაფრი კრიტიკა კომუნისტური პარტიებიდან უარყოფით გამოძახილს იწვევს და სარტრსაც ანაწყენებს.

1949 წელს კამიუს ტუბერკულოზი ურთულდება და ორ წელს განკერძოებულ სანატორიუმში ატარებს.

1951 წელს ის აქვეყნებსამბოხს“, ფილოსოფიურ ანალიზს ამბოხსა და რევოლუციაზე, რომელშიც ხაზგასმით უარჰყოფს კომუნიზმს. წიგნმა მრავალი მისი კოლეგა და თანამედროვე გაანაწყენა საფრანგეთში და სარტრთან მისი საბოლოო განხეთქილების საბაბი გახდა. მწვავე კრიტიკამ ის დეპრესიაში ჩააგდო და პოლიტიკისგან თავის ასარიდებლად პიესების თარგმნას იწყებს. კამიუს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფილოსოფიაში იყო მისი იდეა აბსურდზესამყაროს არსში ჩაწვდომის სურვილსა და ამის განხორციელების შეუძლებლობას შორის არსებული განხეთქილების შედეგი, რაც მანსიზიფეს მითშიაღწერა და შემდგომში მრავალ სხვა ნამუშევარში განავითარა. ამის გამო მრავალი კრიტიკოსი მას ახასიათებს არა როგორც ეგზისტენციალისტს, არამედაბსურდისტს.(თავად კამიუ ორივე განსაზღვრებას ურყოფდა)

1950-იან წლებში კამიუ ადამიანთა უფლებების საკითხებიტ ინტერესდება.

1952 წელს ის ტოვებს სამსახურს იუნესკოში, გაეროს მიერ ფრანკოს ესპანეთის წევრად ცნობის გამო.

1953 წელს ის ერთერთი იმ მცირე მემარცხენეთაგანი იყო, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა აღმოსავლეთ ბერლინში მუშათა გაფიცვის ჩახშობის საბჭოთა მეთოდი. 1956 წელს მან იგივე მეთოდები გააპროტესტა უნგრეთში. სიცოცხლის განმავლობაში კამიუ პაციფიზმის ერთგული და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი დარჩა. ამ მხრივ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი იყო კიოსტლერთან ერთად დაწერილი ესსე მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილის დასჯის გაუქმების მორალური ვალდებულების თაობაზე.

1955-56 წლებში კამიუ ექსპრესისთვის მუშაობს.

1957 წელს მას ნობელის პრემიას ანიჭებენ ლიტარატურაში, ოფიციალურად არა მისი რომანისთვისვარდნა”  არამედ სიკვდილის დასჯის პრაქტიკის წინააღმდეგ დაწერილი ესსესთვისშეხედულებანი გილიოტინაზესტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლექციით გამოსვლისას სტუდენტებთან საუბარში ის ალჟირის საკითხში უმოქმედებას ალჟირში მცხოვრები დედის გამო ხსნის. ეს კიდევ უფრო რადიკალურ გამიჯვნას იწვევს მისდამი ფრანგ მემარცხენე ინტელექტუალებში.

♠   

1960 წლის 4 იანვარს ,დღის ორ საათზე,პარიზის გზაზე,დაბა ვილებლევენთან,მსუბუქი მანქანა საშინელი სისწრაფით შეასკდა ხეს და დაიმსხვრა.ოთხი მგზავირდან ერთი ადგილზევე დაიღუპა.დაღუპულს ჯიბეში უპოვეს მატარებლის გამოუყენებელი ბილეთი პარიზამდე,ხოლო პირადობის მოწმობაში ამოიკითხეს: ალბერ კამიუ,მწერალი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s