სილვია პლათი

სილვია პლათი – Sylvia Plath (1932-1963)

სილვია პლათი  ამერიკულ პოეზიაში,ემილი დიკინსონის შემდეგ,უდიდეს პოეტ ქალად ითვლებოდა.პლათმა,რომლის სახელიც თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში ხელოვანი ქალის ცხოვრებასთან კონფლიქტის სიმბოლოდ იქცა – 1962 წელს,30 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ფემინისტი მკვლევარები პლათის დეპრესიას უშუალოდ უკავშირებდნენ ბრიტანელი პოეტის,ტედ ჰიუზის სახელს,რომელთანაც პლათმა 1956 წელს იქორწინა და რომელმაც იგი, თვითმკვლელობამდე სამი თვით ადრე,სხვა ქალის გამო მიატოვა.ამ დორს პლათი ლონდონში ორ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და გამომცემლობის მიერ შეკვეთილი ავტობიოგრაფიული რომანის პარალელურად, “არიელის” ლექსებს წერდა.სწორედ ამ ლექსებით,რომლებიც პლათის თვითვმკვლელობის შემდეგ გამოაქვეყნა ტედ ჰიუზმა,ათეული წლით გვიან აღიარეს სილვია დიდებულ პოეტად – არა უბრალო თანამედროვეობის ტრაგიკულ გმირად,არამედ-პოეტად,რომელსაც მისივე სიტყვებიტ,რომ ვთქვათ,”შეუძლია მართოს გამოცდილება,თუნდაც ყველაზე საშინელი.

თვითმკვლელობამდე,პლათმა საკუთარი სახელით მხოლოდ ერთი პოეტური კრებული გამოსცა,ხოლო მისი ავტოიოგრაფიული რომანი ” ზარხუფი” ლონდონში,ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით პოეტის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე დაიბეჭდა.სწორედ ამ წიგნით,რომელიც რამდენიმე წელიწადში სხვა ევროპულ ენებზეც თარგმნეს, აღმოაჩინეს ფემინისტებმა სილვია პლათი,როგორც ბრწყინვალე სიმბოლო მეამბოხე ქალისა,მაშინ,როცა პლათის ლექსები 80-იან წლებამდე ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა.

“ზარხუფი” პლათის დღიურების ნაწილადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.თუმცა,პლათის დღიურებმაც კი,რომელთა სრული კრებულიც 2000 წელს გამოიცა ლონდონში და მკითხველს უამრავი და სასოწარკვეთით სავსე ცხოვრების შესახებ,ვერაფრით ვერ გაამარტივა ის  ის ლეგენდა,რომელიც პოეტმა თავისი შემოქმედებითა და ბიოგრაფიით შეთხზა.პლათის დღიურები მათი ავტორის მომენტალური ემოციებისა და ფაქტებზე უშუალო რეაქციების წყვეტილი ნარღვევებია – შინაგანი იმპულსების,როგორც რაიმე სახის ნაღმების სასწრაფოდ გარეთ გამოტანისა და ქაღალდზე მათი გაუვნებელყოფის აქტები.”ზარხუფი” კ ი ბოლომდე გააზრებული,საშინელებამდე გულწრფელი,მაგრამ მწყობრი,რეტროსპეკტიული ნაწერია.შეიძლება წარსულში ასეთი თანმიმდევრული,მიზანმიმართული ჩაბრუნებაც კი გახდა ავტორის ” ზარხუფის ქვეშ” ხელახლა მოხვედრის მიზანი.ამჯერად – მტელი სასუნთქი ჰაერის დახარჯვით,სასიკვდილოდ.

80-იან წლებში პლათის დღიურები ნაწილობრივ გამოქვეყნდა.ტედ ჰიუზმა მათგან ამოიღო არა მხოლოდ ინტიმური სურათები,არამედ უმცირესი დეტალებიც კი,რომლებსაც შეეძლო ფემინისტებისათვის მისი კრიტიკის საბაბი მიეცა,ხოლო 1956-60 წლების დღიურები საერთოდ გაქრა.ჰიუზი წერდა,რომ არ სურდა ეს ნაწერები შვილებს ნიკოლასსა და ფრიდას წაეკითხათ,სწორედ მათ,რომლებიც 2000 წელს პლათის დღიურების სრული კრებულის გამოცემას დათანხმდნენ.

სილვია 10 წლი იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, რამაც ძალიან იმოქმედა  და მის ლექსებშიც ჩანს, როგორ ”ადანაშაულებს” მამას და განაწყენებული იყო მასზე დედისა და ოჯახის მიტოვების გამო. ლექსების წერა ადგილობრივ ჟურნალებში 11 წლისამ დაიწყო,მისი ასაკისთვის განსხვავებული აზროვნებისა და მიდრეკილებების გამო ყოველთვის უცნაურ ბავშვად აღიქვამდნენ – არც ამას მოუტანია სიმსუბუქე მისი ცხოვრებისთვის. სკოლის დასრულებას მოჰყვა კოლეჯი, აქ კი იყო ღრმა დეპრესია და 1953 წელს თვითმკვლელობის პირველი მცდელობა.მოგვიანებით ინგლისში გაემგზავრა და კემბრიჯში განაგრძო სწავლა, იქვე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე , ასევე პოეტი ტედ ჰიუზი.

სილვია ლონდონში გადასახლდა, ორი შვილით, უტელეფონოდ, უფულოდ, უცხო ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი თავისა და ლექსების მოიმედედ დარჩენილი სამუშაო მაგიდასთან მხოლოდ გვიან ღამით ჯდებოდა და გათენებამდე წერდა. მისი დეპრესია საუკუნის უმკაცრესი ზამთრის პარალელურად ღრმავდებოდა, გამუდმებით ენატრებოდა ტედი და მის გარეშე ცხოვრება სილვიასთვის წარმოუდგენელი და გაუსაძლისი იყო, სიყვარულის შემოტევებს დაერთო მრავალი პრობლემაც, რომელთაც მარტო ვეღარ მოერია და ასე ცხოვრებას მშვიდი სიკვდილი არჩია.

1963 წლის 11 თებერვალს სილვიამ მძინარე შვილების ოთახის კარს სველი პირსახოცები და ტანსაცმელი დაუფინა, შემდეგ შევიდა სამზარეულოში, მოუშვა გაზის ღუმელში აირი და მშვიდად დაელოდა სიკვდილს. მანამდე კი მეზობელს წერილი დაუტოვა, დაერეკა ექიმისთვის, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო ალტერნატიული ვერსიას – თითქოს და სილვია სიკვდილს არც აპირებდა და იმედი ჰქონდა, მეზობელი დროულად მოუსწრებდა.

ტედ ჰიუზი,რომელმაც თავისი პოეზიითა და თარგმანებით მალე მოიპოვა საყოველთაო აღიარება,ბრიტანეთის”პოეტი-ლაურეატი” გახდა და გასული საუკუნის ინგლისურენოვან პოეზიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა,პლათის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედიის შუაგულში აღმოჩნდა.ასია უევილმა,პლათისა და ჰიუზის საერთო ნაცნობმა,რომლის გამოც ჰიუზმა ცოლი მიატოვა,პლათის ხსოვნის ჩრდილქვეშ,ჰიუზის ახალი სასიყვარულო რომანებისა და სიბერის შიშით გამოწვეული დეპრესიის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,მანამდე კი თავისი და ტედის საერთო ქალიშვილი შურა მოკლა.

1981 წელს კი ტედ ჰიუზის მიერ რედაქტირეულმა ”პოემების ნაკრებმა” პულიცერის პრიზიც მოიპოვა. აქტუალობა სილვიას ნაწარმოებებს არ დაუკარგავს, თანამედროვე პრობლემებს ჯერაც ეხმიანება და კონფლიქტების, დანგრეული ოჯახების, ქალის მძიმე როლის, გაჭირვების, პიროვნული უძლურების თემები დღესავანდელი ადამიანისთვის ისევე ახლობელია, როგორც მაშინ სილვიასთვის.

1998 წელს,ტედ ჰიუზმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვიტ ადრე,წლების მანძილზე პლათისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულის გამოქვეყნებით ოცდაათი წლის დუმილის შემდეგ შეეცად ეპასუხა ბრალდებებისათვის.სილვია პლათის და ტედ ჰიუზის პოეტური წყვილი ყველაზე ნიჭიერი და ტრაგიკული წყვილია არა მხოლოდ გასული საუკუნის,ან მხოლოდ ინგლისურენოვანი,არამედ მსოფლიო პოეზიის ისტორიაში.

2009 წლის 16 მარტს ქალაქი ფეირბენკის ერთ-ერთ სახლში ალიასკის უნივერსიტეტის პროფესორმა თავი ჩამოიხრჩო, რომელსაც მაგიდაზე ედო წიგნი, სახელწოდებით “არიელი”. პროფესორი ნიკოლას ჰიუზი გახლდათ, სილვია პლათის უმცროსი შვილი.

” Dying is an art, like everything else.I do it exceptionally well. ”

Silvia Plath

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s