ანა ფრანკი

ანა ფრანკი – Anne Frank (1929 – 1945)

ანა ფრანკი იყო ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული “ანა ფრანკის დღიურის” – დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ.

ანამ დღიური საჩუქრად მიიღო მამამისისგან, რომელიც დაიმეგობრა და მას კიწი (ქითი) უწოდა. როდესაც გერმანელებმა მათი სამალავი აღმოაჩინეს, ანამ მოასწრო ჩაეწერა დღიურში თხოვნა. ანა ფრანკი კიწის მპოვნელს სთხოვდა, რომ შეენახა დღიური, რადგან მას კიდევ სწამდა, რომ ერთდროს დაბრუნდებოდა.

ანა ფრანკი გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. დაიღუპა მისი დაც, რომელიც 2 წლით იყო მასზე უფროსი. მარტოსული ანა ფრანკი ხშირად დადიოდა სამალავის სხვენზე, სადაც თავის დღიურთან ერთად განმარტოვდებოდა და გულში დაგროვილ ტკივილს უზიარებდა მას. აღსანიშნავია, რომ ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა, თუმაცა მას განხორციელება არ ეწერა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდა შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები. ცნობილია, რომ ანას დედა თვითონ უარს ამბობდა საკუთარ საკვებზე, რათა თავისი შვილებისთვის გაენაწილებინა. როგორც მოწმეები აცხადებენ, ანას და მის დას ერთ ბნელ ოთახში უწევდათ ცხოვრება, სადაც ვირთხები დარბოდნენ. იყო საშინელი სიბინძურე. ანას და მარგოტი დაავადდა. ის გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ანა ფრანკიც. გადარჩა მხოლოდ ანას მამა. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს,თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების “სოციალური გეგმის ნაწილი იყო საერტოდ ებრაელთა ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდატ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისისნი აღარ ბრუნდებოდნენ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s