ელფრიდე იელინეკი

ელფრიდე იელინეკი – Elfriede Jelinek

ელფრიდე იელინეკი არის ავსტრიელი დრამატურგი და მწერალი.  2004 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

ელფრიდე იელინეკი დაიბადა 1946 წლის 20 ოქტომბერს სტირიაში(ავსტრია).იგი გაიზარდა ვენაში თავის რუმინელ-გერმანელ დედასთან და ჩეხ-ებრაელ მამასთან ერთად.(რომლის გვრაი ” Jelinek” ჩეხურად “პატარა ირემს” ნიშნავს.)ელფრიდეს მამა პროფესიით ქიმიკოსი იყო,რომელმაც მოახერხა მეორე სოფლიო ომის დროს,მნიშვნელოვან სამრეწველო წარმოებაში მუშაობით,დევნის თავიდან აცილება.თუმცა,რამდენიმე ათეული ოჯახის წევრი ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა.მისი დედა რომელთან ერთადაც მან გაიზიარა საყოფაცხოვრებო სამუშაობები და რომელთანაც ჰქონდა მძიმე ურთიერთობა,ვენის ერთ-ერთი წარმატებული ოჯახიდან იყო.მას ასევე დაგეგმილი ჰქონდა ელფრიდესთვის  კარიერა როგორც – მუსიკალური ვუნდერკინდი.ამიტომ ელფრიდე პატარაობიდანვე დაეუფლა როიალს,გიტარას,ორღანს და ვიოლინოს.მოგვიანებით ის წავიდა ვენის კონსერვატორიაში,სადაც სწავლა ორღანისტის დიპლომით დაამთავრა.იელინეკი აგრეთვე სწავლობდა ხელოვნებას და კინოს ვენის უნივერსიტეტში.თუმცა,მან უნდა შეწყვიტოს სწავლა შფოთვითი აშლილობის გამო,რადგან არ შეეშალოს ხელი შემდეგ კურსებზე.

ელფრიდემ პოეზიის წერა ახალგაზრდობაში დაიწყო.მან 1967 წელს გააკეთა თავისი ლიტერატურული დებიუტი Lisas Schatten-ის კოლექციასთან ერთად.

1974 წლის 12 ივნისს ელფრიდე ცოლად გაჰყვაგოტფრიდ ჰუნსბერგს,თუმცა მათ შვილი არ ჰყოლიათ.

“მე ვიყავი 27-ის,ის 29 წლის.ჩვენი ქორწინება ორ ქალაქში ხდებოდა.ეს ერთგვარი ზღაპარივით იყო,მოქმედება ვენაში და მიუნხენში ხდებოდა.ვენა ის ადგილია სადაც მე ყოველთვის ვცხოვრობდი,მეგობრებიც აქ მყავდა და ამიტომ არასდროს მონმდომებია ვენის დატოვება.საბოლოოდ ვენაში დავრჩით.მიუნხენი ჩემი ქმრის ქალაქია და ასე,რომ ჩვენ ყოველთვის ვმოგზაურობდით ვენიდან მიუნხენამდე,რაც მინდა გითხრათ ძალიან კარგი იყო ჩვენი ქორწინებისთვის.”-ამბობს ელფრიდე.

ნობელის პრემიის მიღებამდე,მისი ნაწარმოებები ძირითადად უცნობი იყო ფარგლებს გარეთ ქვეყნებისათვის და ასევე იყო ნათქვამი,რომ იგრძნობოდა მწერალზე რობერტ მუზილის და ინგებორგ ბაჰმანის ზეგავლენა.

იელინეკის პოლიტიკური პოზიციები, კერძოდ მისი ფემინისტური პოზიცია და მისი კომუნისტური პარტიის წევრობა, უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მისი ნამუშევრის შეფასებისას.

იელინეკის ნამუშევრები მრავალნაირი და ძალიან ჭრელია.ისინი უკვე გაკრიტიკებულ იქნა ლიტერატურული კრიტიკოსების მიერ.მიუხედავად ამისა იელინკმა ბევრი გამორჩეული პრიზი მოიგო,მათ შორის Georg Büchner-ის პრიზი 1998 წელს,the Mülheim Dramatists-ის პრიზი 2002 და 2004 წლებში,the Franz Kafka-ს პრიზი 2004 წელს და the Nobel-ის პრემია ლიტერატურაში ასევე 2004წელ

მისი ნაწარმოებების ძირითადი თემები ქალის სექსუალურობაზე,მის ბოროტად გამოყენებაზე და  საპირისპირო სქესთა ბრძოლაზეა.როგორიცაა : Die Liebhaberinnen (საყვარლები) და Die Klavierspielerin (პიანისტი ქალი).იელინეკის აზრით ძალა და აგრესია ხშირად ურთიერთობების ძირითადი მამოძრავებელი ძალებია.

მისი პროვოკაციული რომანი Lust შეიცავს გრაფიკულად-მონიშნულ სექსუალურ აღწერილობას,აგრესიას და შეურაცხყოფას.ბევრი კრიტიკოსისგან მან ღარიბი მიმოხილვა მიიღო,ზოგიერთმა როგორც პორნოგრაფია ისე მიიღო,მაგრამ ჩაითვალა არასწორად შეფასებული სხვების მიერ,რომლებმაც აღნიშნეს,რომ წიგნში გადმოცემული იყო ცივი აღწერილობების ძალა და მორალური ჩავარდნები.

მოგვიანებით მის ნამუშევრებში თვალშისაცემია ის ფაქტი,რომ ელფრიდეს მდედრობით საკითხებზე ფოკუსირება მიტოებული აქვს,რადგან მისი ენერგიის ფოკუსირება მოხდეს ზოგადად სოციალურ კრიტიკაზე და ავსტრიის სირთულეებზე.მან ასევე აღიარა თავისი ნაცისტური წარმომავლობა რაც მკაფიოდ ჩანს მის ნაწარმოებში Die Kinder der Toten (Children of the Dead).

იელინეკის რომანის “პიანისტი ქალი” -ის მიხედვით ავსტიელმა პროდიუსერმა მაიკლ ჰანეკმა გადაიღო ფილმი,ფრანგი მსახიობის იზაბელა ჰუპერთის მონაწილეობით.იზაბელა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s