ვირჯინია ვულფი

ვირჯინია ვულფი – Virginia Woolf (1882-1941)

ადელინა ვირჯინია სტივენი  დაიბადა 1882 წლის 25 იანვარს ლონდონში, ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსის სერ ლესლი სტივენის და ჯული ჯექსონის ოჯახში. ვირჯინია იყო მათი მესამე შვილი (ჯულიას ჰყავდა 3 ბავშვი პირველი ქორწინებიდან: ჯორჯ დაკუორთი, სტელა დაკუორთი და ჯერალდ დაკუორთი; ლესლის პირველი ცოლისგან ჰყავდა 1 ქალიშვილი: ლაურა სტივენი. თავად ლესლის და ჯულია კი 4 შვილი: ვანესა, ტობი, ვირჯინია და ადრიანი). როდესაც ვირჯინია 13 წლის გახდა, გარდაეცვალა დედა, რაც აღმოჩნდა მწერლის პირველი ნერვული აშლილობის მიზეზი. ჯულის სიკვდილმა ძალზედ იმოქმედა ლესლიზეც, მაგრამ ყველაზე მეტად ვირჯინია განიცდიდა დედის სიკვდილს. უფროსი და სტელა თავის თავზე იღებს ოჯახის მოვლას, მაგრამ მალე ისიც კვდება. ვანესა (სტელას შემდგომი და) ვალდებულია მიხედოს ოჯახს, განსხვავებით თავისი უფროსი დისგან, წუნააღმდეგობას უწევს მამას, რომელიც ამდროისთვის დესპოტადაა ქცეული. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა სტივენები გადადიან ბლუმსბერში, სადაც მათი ცხოვრება გრძელდება ყველაზე პროგრესულად მოაზროვნეთა გვერდით, ტარდებოდა დისკუსიები, განიხილება თანამედროვეობა. დები ვირჯინია და ვანესა ყველაზე მეტად იყვნენ ახლოს ერთმანეთთან, მათ ბავშვობაში ერთმანეთს შეჰფიცეს რომ არასოდეს გათხოვდებოდნენ და მუდამ ერთად იქნებოდნენ. იმის გაგებამ, რომ კლაივ ბელმა ვანესას ხელი სთხოვა, ძალზედ გაანაწყენა ვირჯინია. ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე მისი საყვარელი ძმის ტობის გარდაცვალებიდან-ის დაავადდა მალარიით საბერძნეთში მოგზაურობისას. ვანესას გათხოვების შემდეგ, ვირჯინია და ადრიანი საცხოვრებლად გადავიდნენ ფიცროი სქვერზე, იქვე ბლუმსბერის რაიონში.

1909 წელს მოულოდნელად ხელს თხოვს ვირჯინიას ლიტონ სტრეჩი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა თავისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. ქორწინება არ შედგა. ამავე პერიოდში ვირჯინიამ დაიწყო კრიტიკული ნაწერების გამოქვეყნება ჟურნალებში. (მამის ხელობა გააგრძელა). მუშაობს პირველ რომანზე.

1912 წელს გაჰყვა ცოლად მწერალს და ჟურნალისტს, ლეონარდ ვულფს.

1913 წელს გაუმეორდა გონებრვი ჩავარდნები და პირველად სცადა თავის მოკვლა, რის გამოც მომვლელი და ქმარი ყურადღებით აკვირდებიან მის ქმედებებს.

1917 წელს იყიდეს ხელით საბეჭდი მანქანა და ერთად დაარსეს გამომცემლობა “ჰოგარტ პრესი”, საიდანაც გამოიცა მწერლის ყველა რომანი. ვირჯინია თავად აწყობდა ტექსტს და უკეთებდა რედაქტირებას. გამომცემლობას თავიდან შემოსავალი არ მოჰქონდა, მაგრამ მერე ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა. ლეონარდი ცოლს ყველააირად გვერდში ედგა და ეხმარებოდა. მწერალი ძალზედ მომთხოვნი იყო საკუთარი თავისა და სამუშაოს მიმართ, რომანებს ის 10 ჯერ მაინც ასწორებდა და თავიდან გადაწერდა. დღიურის წერას მხოლოდ ავადმყოფობის დროს ვერ ახერხებდა, შემდეგ ეს დღიური 4 ტომად გამოიცა, ასევე 5 ტომად გამოიცა მისი წერილები, რომლებსაც ის წერდა მეგობრებს, დას, ლეონარდს და რა თქმა უნდა ვიტა სექვილ უესტს. მათ ერთმანეთი 1922 წელს გაიცნეს, ვიტა თავიდან ძალიან არ მოეწონა ვირჯინიას, მაგრამ ნელ-ნელა მათი ურთიერთობა ხანმოკლე სიყვარულში გადაიზარდა. ეს გრძნობები მწუხარების გრძნობასთან ერთად აისახა მის რომანში “ორლანდო”, სადაც მთავარი გმირი ქალად გადაიქცევა.

1930 წელს გაიცნო ჩიბუხის მწეველი ფემინისტი ქალი-ეთელ სმიტი, რომელსაც ვირჯინია შეუყვარდა. ვირჯინიას რომანები არა მხოლოდ ინგლისში, არამედ ამერიკაშიც გამოიცემოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას დაემართა კვლავ შეტევები და თავის ტკივილი, ამის მიზეზი კი ებრაელი ქმარი იყო. მათი სახლი ლონდონში დაბომბვისას განადგურდა. მან გადაწყვიტა ლეონარდი აღარ ეტანჯა მისი მოვლით. ფიქრობდა, რომ მის გარეშე ის ბედნიერად იქნებოდა. ვირჯინიამ დაუტოვა წერილი ქმარს და დას და თავი დაიხრჩო მდინარე უზში, 59 წლის ასაკში. მდინარე მათ მამულში, სასექსში ჩამოედინებოდა. გვამი ბავშვებმა ტრაგედიიდან 2 კვირის შემდეგ იპოვეს.

სიკვდილის წინ დაწერილი წერილი ქმრისადმი:

“ძვირფასო, ვეჭვობ, ისევ ვგიჟდები. მე ისევე ვარ ამაში დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ამ კოშმარების განმეორებას ვეღარ გადავიტანთ. მე ვიცი, რომ ვეღარასოდეს მოვალ გონზე. მე მესმის ხმები და ვეღარ ვახდენ კონცეტრირებას. ასე რომ, მე ახლა გავაკეთებ იმას, რასაც ერთადერთ სწორ ნაბიჯად ვთვლი. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც აღარ არსებობს. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, ყველაფერი ყველანაირი გაგებით. ალბათ, ჩვენ ყველაზე ბედნიერი წყვილი ვიყავით მსოფლიოში, სანამ ეს საშინელი დაავადება დამეწყებოდა. მე აღარ შემიძლია ბრძოლა. მე ვიცი, რომ ვაფუჭებ შენს ცხოვრებას, ჩემ გარეშე უკეთ შეძლებ მუშაობას. და შენ შეძლებ მუშაობას, ამაში დარწმუნებული ვარ. ხედავ, მე მარტივი წერილის დაწერაც აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია კითხვა. მინდოდა მეთქვა, რომ მხოლოდ შენთან თანაცხოვრებისას მქონდა საუკეთესო წლები. ბედნიერი ვიყავი შენთან ერთად ცხოვრებისას. შენ წარმოუდგენლად მომთმენი და გასაოცრად კეთილი იყავი. მე მინდოდა ეს მეთქვა, თუმცა ისედაც ყველამ კარგად იცის ყველაფერი. თუკი ვინმეს შეეძლო ჩემი გადარჩენა, ეს იყავი შენ. მე ყველაფრის მიმართ დამეკარგა რწმენა, გარდა შენი კეთილშობილებისა. მე აღარ მსურს გავაფუჭო შენი ცხოვრება.
ჩემის აზრით, ჩვენ ვიყავით ყველაზე ბედნიერი ადამიანები მთელს მსოფლიოში.
ვ.” 

საინტერესო ცნობარი:

1. მაიკლ კანინგემის სცენარი “საათები”, რომელმაც 1998 წელს მიიღო Pulitzer Prize ის პრიზი, დაწერილი იყო ვულფის “მისის დალაუეის” რომანის მიხედვით. ამ სცენარით 2002 წელს რეჟისორმა სტივენ დალდრიმ გადაიღო ფილმი “საათები”, სადაც მთავარ როლს ასრულებდნენ ნიკოლ კიდმანი (ვირჯინია ვულფის როლს); მერილ სტრიპი და ჯულიანა მური. ფილმმა დაიმსახურა 9 ნომინაცია ოსკარზე და გაიმარჯვა 1 ნომინაციაში “საუკეთესო ქალი”-ნიკოლ კიდმანი.
2. 1963 წელს ედვარდ ელბიმ დადგა სპექტაკლი ბროდვეიზე “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის”. 1966 წელს ამ ვერსიაზე შეიქმნა ფილმიც. ფილმშიც და სპექტაკლშიც ვულფის სახელს იყენებს მთავარი გმირი ხუმრობით, გადატანითი მნიშვნელობით აყოლებს რეპლიკას “დიდი სულელი მგელი” (ვულფი ინგლისურად ნიშნავს მგელს) სიმღერიდან “ვის ეშინია დიდი სულელი მგლის?” (ეს სიმღერა 1933 წელს დაიწერა დისნეის მულტილმისთვის “სამი გოჭი”). ფილმის და სპექტაკლის შინაარსი ამ სიტყვის გარდა არავითარ კავშირშია ვირჯინია ვულფთან.
3. ვ. ვულფის საუკეთესო ბიოგრაფები არიან ჯონ ლემანი და ჰერმიონ ლი. მის შესახებ წერდნენ კარლ ვუდინგი, მაიკლ ჰოლროიდი, ფრენკ სუინერტონი, კლაივ ბელი, მაიკლ როზენტალი და სხვა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s