გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი – Gabriel  García Márquez

 

გაბრიელ გარსია მარკესი- დაიბადა კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში 1928 წლის 6 მარტს. ის იზრდებოდა მის ბებიის და ბაბუის მიერ(დედის მხრიდან), მარკესის სახლი სავსე იყო დეიდებით და ჭორებით მოჩვენებებზე. მაგრამ თუ თქვენ გნებავთ კარგად გაიგოთ მარკესის ცხოვრება პირველ რიგში უნდა იცოდეთ კოლუმბიის ისტორია და მისი ოჯახის წარსული.
კოლუმბიამ დამოუკიდებლობა ესპანეთისგან 1810 წელს მოიპოვა, შეიძლება ითქვას რომ ეს ქვეყანა ერთერთი უძველესი დემოკრატიული სახელმწიფოა ლათინურ ამერიკაში, მაგრამ აქ დემოკრატია იშვიათად იყო სამართლიანი და მშვიდობიანი.

მას წარმატების მისაღწევად რთული გზის გამოვლა დასჭირდა, მან კარიერა დაიწყო როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, შემდგომში გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები “დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი” იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს.

წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.
მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია.

გაბრიელ გარსია მარკესი შეხვდა მერსედეს ბარჩას.გოგონა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობდა.ამიტომ გადაწყვიტეს დალოდებოდნენ როდის მორჩებოდა მერსედესი სწავლას რათა ექორწინათ.ამ დორს მარკესი გააგზავნეს ევროპაში,როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტი.მერსედესი გაბრიელს Barranquilla-ში ელდოებოდა.წყვილმა როგორც იქნა იქორწინა.ეს მოხდა 1958 წელს.მოგვიანებით მათი პირველი ვაჟი როდრიგო(დღეს სატელევიზიო და კინოს რეჟისორი) დაიბადა.

1961 წელს ოჯახი ავტობუსით სამოგზაუროდ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საბოლოოდ დასახლდნენ მეხიკოში.გაბრიელ გარსია მარკესს ყოველთვის უნდოდა სამხრეთ ამერიკის ნახვა,მისი ნახვა უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებებმა შთააგონა.სამი წლის შემდეგ წყვილს კიდევ ერთი ვაჟი ეყოლა სახელად გონზალო,რომელიც დღეს გრაფიკული დიზაინერია მეხიკოში.

1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” და “სიყვარული შავი ჭირის დროს”. ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.აბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” გახდა.

1999 წელს მარკეს ლიმფური კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.სწორედ ამ პერიოდში ის შეუდგა მემუარების წერას.2002 წელს კი მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s