ბერჰნარდ შლინკი

ბერჰნარდ შლინკი – Bernhard Schlink

 

ბერჰნარდ შლინკი დაიბადა 1944 წლის 6 ივლის. Bethel-ში (გერმანია) გერმანელი მამის ედმუნდ შლინკის და შვეიცარიელი დედის ოჯახში.მისი მშობლები  თეოლოგიას სწავლობდნენ მოგივნაბეით მამამ ნაცისტების გამო თეოლოგიის პროფესორის ადგილი დაკარგა,ამიტომ  შემდგომში ის პასტორი გახდა.ორი წლიდან ბერჰნარდი აღსაზრდელად ჰეიდელბერგში გაუშვეს.ის სამართალს დასავლეთ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობდა.სწავლა 1968 წელს დაამთავრა.

1988 წელს შლინკი გახდა ფედერალური სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში.

1992 წელს კი საჯარო სამართალის და ფილოსოფიის პროფესორი გახდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში(ბერლინი,გერმანია).

2006 წელს ბერჰნარდი პროფესორობიდან გადადგა.

შლინკი სამართალს ჰაიდელბერგსა და თავისუფალ უნივერისტეტში სწავლობდა.ის ბონის და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტში პროფესორი იყო.მისი კარიერა,როგორც მწერლის რამდენიმე დეტექტიური რომანით დაიწყო.ერთ-ერთმა დეტექტივმა 1989 წელს მოიგო  the Glauser-ის პრიზი.

1995 წელს ბერჰნარდ შლინკმა გამოუშვა რომანი სახელწოდებით “მკითხველი” (The Reader).

წიგნის მოქმედება სამ ამბავზეა დაფუძნებული, ყოველი მათგანი მოხუცებული მიხაელ ბერგის მეხსიერებაში ცოცხლობს. პირველი ნაწილი 1950-ან წლებში ომის შემდეგ გერმანიაში ვითარდება, პროვინციურ ქალაქში, რომლის დასახელებაც არ არის ნახსენები(სავარაუდოდ ჰეიდელბერგში). მეორე ნაწილში –10 წლის შემდეგ – ამბავი ბერლინში ხდება, სადაც მიხაელი იურისპრუდენციას სწავლობდა. ხოლო ისტორიის დასკვნითი მესამე ნაწილი 1980 წელს ვითარდება.

რომანი ერთ თინეიჯერ ბიჭზეა რომელსაც სასიყვარულო ისტორია აქვს გაბმული 21 წლით უფროს ქალთან.მოგვიანებით გაფრთხილების გარეშე ქალი უჩინარდება.მაიკლი ხდება სტუდენტი და სწავლობს იურესპრუდენციას.10 წლის შემდეგ ბიჭი მას ისევ ხვდება ოღონდ ამჯერად სასამართლოში.ის ომისდროინდელი დანაშაულების დამკვირვებელის სტატუსით იმყოფება სასამართლოზე.

წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა გერმანიასა და ამერიკის შეერთბულ შტატებში და 39 ენაზე ითარგმნა.ეს იყო პირველი გერმანული წიგნი რომელიც ამერიკაში ბესტსელერი გახდა.

1997 წელს წიგნმა მოიგო  the Hans Fallada-ს პრიზი,გერმანული ლიტერატურული პრემია და the Prix Laure Bataillon-პრიზი.

1999 წელს გაზეთ “Die Welt”-ისგან მას მიენიჭა “Welt – Literaturpreis”-პრიზი.

2000 წელს შლინკმა გამოუშვა ახალი მოთხრობების კრებული რომელსაც  “სიყვარულის ფრენები”უწოდა.

2008 წელს რეჟისორის სტივენ დალდრის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების  ფილმი ოსკარის რამდენიმე ნომინაციაზე წარადგინეს,ხოლო მსახიობმა ქეით უინსლეტმა ამ ფილმში ქალის მთავარი როლის შესრულებისათის ოსკარი მიიღო.

Advertisements

2 thoughts on “ბერჰნარდ შლინკი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s