სალვადორ დალის ამოუცნობი პეიზაჟი

ამოუცნობი პეიზაჟი

 

ფონდმა, სახელწოდებით “გალა – სალვადორ დალი”, ესპანელი სიურეალისტის ნახატში რეკორ­დული თანხა გადაიხადაო, – წერს El Pais-ი. ფონდმა “პეიზაჟი ამოუცნობი ელემენტებით” 7,8 მი­ლიონ ევროდ (11,14 მილიონი დოლარი) შეიძინა.

ეს ნამუშევარი 1934 წელს შეიქმნა. მისი ზომებია 72,8 X 59.5 სანტიმეტრზე. ნახატი იყიდა კერძო პირმა, რომელმაც ამჯობინა, უცნობი დარჩენილიყო. სალვადორ დალის ნამუშევარზე გამოსახუ­ლია ნიდერლანდელი მხატვრის იან ვერმეერის მცირე ზომის ფიგურა, რომელიც “ამოუცნობ პეი­ზაჟს” ხატავს, ხოლოდ ტილოს უკანა პლანზე ავტორმა საკუთარი თავი გამოსახა, მხოლოდ ბავშვო­ბაში.

საინფორმაციო სააგენტოები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბოლო ხანებში ფონდმა ასეთი მნიშვნე­ლოვანი და ძვირადღირებული შენაძენი უკვე მეორედ გააკეთა. მარტში მისმა წარმომადგენლებმა კოლექცია დალის “სისხლზე უგემური თაფლით” შეავსეს, რომელიც 4,7 მილიონ ევროდ იყიდეს. ზემოთ ნახსენები პეიზაჟის მსგავსად, ესეც ფიგარესში, სალვადორ დალის მუზეუმშია გამოფენი­ლი. მათი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა, ამ შემთხვევაში გათვლები მა­ინც ტურისტებზე კეთდება, რომლებიც ესპანელის ნამუშევრების ერთგვარ საცავს ხშირად სტუმ­რობენ.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი: როგორც სტატისტიკურმა კვლევებმა აჩვენა, XX საუკუნის სხვა მხატვ­რებთან შედარებით, სალვადორ დალის ნახატები მსოფლიოს აუქციონებზე საკმაოდ მოკრძალე­ბულ თანხებში იყიდება. დიდი ხნის განმავლობაში მისი ნამუშევრების რეკორდული ღირებულე­ბა 10 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. პროცესი განახლდა მხოლოდ 2011 წელს, როდესაც Sotheby’s აუქციონზე მისი “პოლ ელუარის პორტრეტი” 21,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამასთან შედარებით 11,14 მილიონი რა მოსატანია, მაგრამ მხატვრისა და მისი მეუღლის სახელობის ფონ­დისთვის ასეთი შენაძენი მართლაც უმნიშვნელოვანესია. ნახატს არანაირი რესტავრაცია არ სჭირ­დება და გარკვეული პერიოდის შემდეგ საექსპოზიციო დარბაზიდან საცავში ზედმეტი დანახარ­ჯის გარეშე გადაინაცვლებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s