სალვადორ დალის იდუმალი ცხოვრება

იდუმალი ცხოვრება

1930 წლიდან იწყება სალვადორ დალის, როგორც სიურრეალიზმის ახალი ვარსკვლავის აღმასვლა. დიდოსტატის ნამუშევრები ასოციაციური აზროვნების უნარს, ამაღლებულ მგრძნობელობას ითხოვს. აქ მართებულია გავიხსენოთ თვით დალის სიტყვები: “როგორ გინდათ გაიგოთ ჩემი ნახატები, როცა მე თვითონ, მათ შემქმნელს, არ მესმის მათი. ის ფაქტი, რომ ხატვის მომენტში მე არ მესმის ჩემი ნახატების, არ ნიშნავს, რომ ამ სურათებში არავითარი აზრი არაა, პირიქით, მათი აზრი იმდენად ღრმაა, რომ არ ემორჩილება მარტივ ლოგიკურ ანალიზს”.

1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. მხატვართა უმრავლესობა რესპუბლიკელებს უწევენ სოლიდარობას, დალი კი ფალანგისტებს უჭერს მხარს, რადგან ფრანსისკო ფრანკო ბაამონდეში ხედავს პოლიტიკოსს, რომელსაც ქვეყნისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ ახალ მთავრობას.

ევროპული სარბიელის შემდეგ, 1940 წელს დალი მიემგზავრება აშშ-ში, კალიფორნიაში. მხატვრის გამგზავრება უკავშირდება არა მარტო მის წინაშე გადაშლილ პერსპექტივებს აშშ-ში. თვითონ დალი ასე ლაპარაკობდა ამ ნაბიჯის გამომწვევ მიზეზებზე: “ჰიტლერს ევროპა რომ დაეპყრო, იგი საიქიოს გაისტუმრებდა ჩემნაირ ისტერიკებს. ყველა ჩემი მსგავსი თავისთან, გერმანიაში მან სულით ავადმყოფებს გაუთანაბრა და გაანადგურა. ასე რომ, მე საერთო არაფერი მაქვს ნაცისტებთან”.

მხატვარმა რვა წელი გაატარა აშშ-ში. იგი განუწყვეტლივ ანცვიფრებდა პუბლიკას თავისი ექსცენტრიკული ქცევით, აღაფრთოვანებდა მნახველებს სულ ახალ-ახალი სურათებით. ამ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სიურრეალიზმის მრავალი ოსტატი, რომლებმაც დატოვეს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა. 1941 წელს მოეწყო დალის ნამუშევართა გამოფენა ნიუ-იორკის მოდერნარტის მუზეუმში. 1942 წელს მან გამოსცა გახმაურებული წიგნი “სალვადორ დალის იდუმალი ცხოვრება, მოთხრობილი მის მიერვე”.

 

 

ამერიკულ პერიოდში დალი დიდ დროს უთმობს თეატრს, წერს ლიბრეტოს და ქმნის დეკორაციებს ბალეტისათვის “ლაბირინთი”, “მეტროპოლიტენ ოპერის” სცენაზე დგამს ბალეტ “ბაკქანალიას”, მუშაობს წიგნების ილუსტრირებაზე, კინოში თანამრომლობს ალფრედ ჰიჩკოკთან და, რა თქმა უნდა, ქმნის სურათებს, მუშაობს დაკვეთილ პორტრეტებზე.
1948 წელს მხატვარი სამშობლოში, ფიგერასში ბრუნდება. უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში მან შექმნა ასეულობით სურათი, ათასობით აკვარელი, ნახატი, ლითოგრაფია, ოფორტი, ათეულობით ქანდაკება, შუშის ნაკეთობა, საოქრომჭედლო სამკაული, დაწერა წიგნები, და მათ შორის “ერთი გენიოსის დღიური”, უამრავი თეორიული ესეი და ტრაქტატი უზარმაზარია დალის მემკვიდრეობა, იგი მოითხოვს დიდ ყურადღებასა და დაწვრილებით შესწავლას.

დიდი შემოქმედი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში. დალის – ცოდვილისა და მართალის, მისტიფიკატორისა და მეამბოხის ცხოვრება ხანგრძლივი იყო, მაგრამ არა მარადიული, თუმცა მხატვრის ნაწარმოებებმა, მან, რაც დალიმ მთელ კაცობრიობას დაუტოვა, მისი სახელი უკვდავების შარავანდედით შემოსა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s