ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანი – Amedeo Modigliani (1884 – 1920)

ამადეო  მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ყველაზე უმცროსი შვილი იყო ოჯახში (. ამადეოს დაბადებამდე, ოჯახის საქმეები (შეშითა და ნახშირით) ვაჭრობა დაეცა; ამედეოს დედას, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან უწევდა ცხოვრებისათვის ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლითა და თარგმანებით, მათ შორის გაბრიელე დ ’ანუციოს ნაწარნოების თარგმნით. რადგანაც ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან, მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა დაიწყო ადრეულ ბავშვობაში, რამაც შემდეგ გაუადვილა ინტეგრაცია პარიზში. ითვლება, რომ დედის რომანტიულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის დღიური, რომელსაც იგი აწარმოებდა ამადეოს დაბადების შემდეგ, არის ერთერთი დამადასტურებელი წყარო მხატვარის ცხოვრებისა.

11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით, ხოლო 1908 წელს – ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება-მხატვრის სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა რათა შეესწავლა ხატვისა და და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.

მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.

მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s