მარგერიტ დიურასი

მარგერიტ დიურასი – Marguerite Duras

 

 

მარგერიტ დიურასი პარიზში 1927 წელს ჩადის და უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და მათემატიკას სწავლობს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი წინააღმდეგობის მოძრაობაში შედის და აქვეყნებს თავის პირველ წიგნებს. ომის შემდეგ მარგარეტი კომუნისტური პარტიის წევრი ხდება, მაგრამ 1995 წელს პარტიიდან გარიცხავენ. მოგვიანებით იგი იწყებს ალჟირის ომის წინააღმდეგ გამოსვლებს. პარალელურად აქვეყნებს თავის პირველ პიესებს. 1959 წლიდან კი სცენარების წერას იწყებს.

ინდოჩინეთში დაბადებული და გაზრდილი მარგერიტ დიურასის პირველი რომანები (წინდაუხედავნი, 1943; მშვიდი ცხოვრება, 1944) პროვინციულ გარემოსა და ოჯახურ ვნებებზე კონცენტრირებული ყურადღებით მორიაკისეულ სამყაროს უახლოვდება. ჯერ კიდევ ტრადიციული ფორმის ქვეშ ჩნდება დიურასის მთელი შემდგომი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თემები: მოწყენილობა, დედა-შვილის დაძაბული ურთიერთობა. 1950 წელს გამოსულ რომანში კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ უკვე იჩენს თავს ავტობიოგრაფიული ელემენტები და პირველად ჩნდება კოლონიალური ინდოჩინეთის ატმოსფერო. 1953-1958 წლები ფორმალური განვითარებისა და სიმბოლური მნიშვნელობის ზრდის ხანაა, ძირითად თემას კი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს (მეზღვაური გიბრალტარიდან, 1952; ტარკვინიის პატარა ცხენები, 1953).

ფორმალური გარდატეხა ხდება 1955 წელს დაწერილ მცირე ზომის რომანში სკვერი, სადაც მოცემულია ახალგაზრდა მოსამსახურე გოგოსა და მოგზაურ კომერსანტს შორის საუბარი. ერთდროულად ცერემონიალური და ბანალური დიალოგის მიღმა ერთმანეთს უპირისპირდება ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა. რაც მთავარია, ამ მოთხრობაში ყალიბდება ის სამწერლობო ტექნიკა, რომელიც დამახასიათებელი გახდება დიურასის შემდგომი ნაწარმოებებისთვის: ინტრიგის უკიდურესი შემჭიდროება და დიალოგიზირებული ფორმა. ამ პერიოდს უკავშირდება დიურასის პირველი ყველაზე დიდი წარმატება, რომანი Moderato cantabile, რომელიც 1960 წელს პიტერ ბრუკის მიერ ფილმად იქნა გადაღებული (მთ როლებში ჟანა მორო და ჟან-პოლ ბელმონდო).

1968 წლის მაისის მოვლენების შემდეგ მარგარეტ დიურასის შემოქმედება უფრო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათს იღებს და კინოსცენარებსა და რეჟისორობაზე ორიენტირდება (დაანგრიეთ – ამბობს ის, 1969; სატვირთო მანქანა, 1977). 1980 წლიდან მწერალი ისევ ავტობიოგრაფიულ რომანებს უბრუნდება (საყვარელი, 1984; ტკივილი, 1985; სასიკვდილო დაავადება, 1982; ცისფერი თვალები, შავი თმა, 1986) და გონკურის პრემიასაც იღებს რომანისთვის საყვარელი, რომელიც ჟან-ჟაკ ანოს მიერ იქნა გადაღებული 1992 წელს.

ხშირად მარგერიტ დიურასს 50-იან წლებში საფრანგეთში ჩამოყალიბებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას, ახალ რომანს აკუთვნებენ, რასაც თავად მწერალი კატეგორიულად უარყოფს. დიურასი ახალ რომანს დოქტრინაზე დაფუძნებულობასა და ინტელექტუალიზმში გადავარდნას უსაყვედურებს. დიურასი კატეგორიულ უარს ამბობს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კოლოქვიუმებში მონაწილეობაზე.

მარგერიტ დიურასის პრემია 2001 წელს წელს დაარსდა დიურასის ასოციაციის მიერ. პრემია გადაეცემა მაისის თვეში საუკეთესო წიგნს, თეატრალურ პიესას ან კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები.

 

Advertisements

One thought on “მარგერიტ დიურასი

  1. moderato cantabile maqvs wakitxuli. kargi nawarmoebia, tumca ver vityvi rom shtabechdilebebis qvesh moveqeci. albat imitom rom kompiutershi wvaikitxe da rogorc wesi bolomde ver agviqvav xolme aq wakitxuls, tan yuradgebac ufro xshirad mefanteba. wigni<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s