ამელი ნოტომი

ამელი ნოტომი – Amélie Nothomb

ამელი ნოტომი დაიბადა 1967 წელს იაპონიაში, ბელგიელი დიპლომატის ოჯახში.მამა, ბარონი პატრიკ ნოტომი, ბელგიის ელჩი იყო რომში და ხშირად უხდებოდა მოგზაურობა. ამიტომ ამელი პატარაობიდანვე მოგზაურობს იაპონიაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლაოსსა და ბანგლადეშში.ამელი ნოტომი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტულობით, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 1984 წელს 17 წლის ამელი პირველად ჩადის თავის სამშობლოში, ბელგიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის შესწავლას იწყებს. თუმცა სასწავლებელში, სადაც ძირითადად სიციალისტები და ლიბერალები სწავლობენ, ბარონის ქალიშვილს უჭირს მეგობრების შეძენა. დიპლომის აღების შემდეგ ამელი ტოკიოში ბრუნდება და მუშაობას იწყებს თარჯიმნად ერთ-ერთ დიდ იაპონურ საწარმოში. ამ პერიოდს აღწერს იგი მოგვიანებით თავის რომანში კრძალვითა და ცახცახით. ამის შემდეგ მწერალი ბელგიაში ბრუნდება და 1992 წელს აქვეყნებს თავის პირველ რომანს, მკვლელის ჰიგიენას. აქედან იწყება ნოტომის წარმატებული ლიტერატურული კარიერა

1992 წლიდან ყოველწლიურად თითო რომანს აქვეყნებს.

რამდენიმე წელი გაატარა ჩინეთში და აზიის ქვეყნებში. გამოქვეყნებული აქვს 12 რომანი. 1999წელს მიიღო საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი.

როგორც თავად ამბობს, იგი დღეში 4 საათს უთმობს წერას და წელიწადში 3 რომანს წერს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთს აქვეყნებს, რადგან დანარჩენები ზედმეტად პირადულია.

ნოტომის სტილი საკმაოდ დახვეწილი და პედანტურიც კია. ახასიათებს ცოცხალი ტონი, ზუსტი ლექსიკა, ორიგინალური სიუჟეტები. განსაკუთრებით ცნობილია მისი გადაჭარბებული პორტრეტები. მისი პერსონაჟები პოლარულად განსხვავდებიან – ზოგი მშვენიერია, ზოგი კი — უკიდურესად მახინჯი.

” მკვლელის ჰიგიენა” ნოტომის პირველ რომანი, 1992 წელს აღმოჩენად აღიარეს. მას მიენიჭა ფალეს პრიზი და გამომცემელთა პრიზი გერმანიაში.

2000-2002 წლებში ამელი ნოტომი ტექსტებს წერს თავისი მეგობრის, ფრანგი მომღერალი რობერისთვის, რომლის ცხოვრებასაც აღწერს 2002 წელს გამოსულ რომანში საკუთარი სახელების რობერი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s