ორჰან ფამუქი

ორჰან ფამუქი – Orhan Pamuk

ორჰან ფამუქი დაიბადა 1952 წელს სტამბოლში,გაიზარდა ნიშანთაშიში,ისეთ ხალხმრავალ ოჯახში,როგორსაც აღწერს რომანებში “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” და “შავი წიგნი”.როგორც თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებ “სტამბოლში” მოგვითხრობს,ოცდაორ წლამდე ხატავდა და ოცნებობდა მხატვრობაზე .დაამთავრა სტამბოლის ამერიკული ლიცეუმი “რობერტ კოლეჯი”.სტამბოლის უნივერსტიტეტის  არქიტექტურის ფაკულტეტზე სამი წლის სწავლის შემდეგ მიხვდა,რომ აღარ უნდოდა,რომ მხატვარი ან არქიტექტორი გამოსულიყო,სასწავლებელი დატოვა და სტამობლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.ოცდასამი წლისამ გადაყწვიტა,მწერალი გამხდარიყო,ყველაფერს თავი დაანება,სახლში ჩაიკეტა და წერა დაიწყო.მისი პირველი რომანი “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” 1982  წელს დიბეჭდა და მაშნვე მიიღო “ორჰან ქემალისა” და “ეროვნული რომანის” ჯილდოები.მომდევნო წელს გამოაქვეყნა რომანი “უხმო სახლი” და ამ წიგნის თარგმანმა ფრანგულ ენაზე მიიღო ჯილდო “Prix de la Decouverte europeene”.პირველი რომანი,რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და ფამუქს საერთაშორისო სახელი მოუტანა,არის “თეთრი ციხესიმაგრე”(1985),რომელშიც აღწერილია ვენეციელი მონისა და ოსმალო მეცნიერ-სწავლულის ქიშპი და მეგობრობა.იმავე წელს მეღლესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა და 1985-88 წლებში ნიუ-იორკში,კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა “მოწვეულ მეცნიერად”.

1990 წელს თურქულ ენაზე გამოსცა რომანი “შავი წიგნი”,სადაც დაკარგული ცოლის მაძებარი ადვოკატის პირით აღგვიწერს სტამბოლისქუჩებს,მის წარსულსა და ატმოსფეროს.რომანის ფრანგულმა თარგმანმა მიიღო ჯილდო “Prix france Culture”რომანმა ფამუქს თურქეთსა და მის საზღვრებს გარეთაც გაუთქვა სახელი,როგორც მწერალს,რომელიც წარსულსა და დღევანდელობას ერთნაირი მღელვარებითა და ოსტატობით აღწერს.

1991 წელს შეეძინა ქალიშვილი,რომელსაც რუია დაარქვა.

1994 წელს დაწერა “ახალი სიცოცხლე”,სადაც გამოყვანილია უნივერსიტეტის სტუდენტი,რომელიც იდუმალი წიგნის გავლენის ქვეშ მოექცევა.

1998 წელს გამოვიდ რომანი “მე წითელი მქვია”,რომელშიც მოთხრობილია ოსმალო და ირანელი მხატვრებისა და არადასავლური სამყაროს ხედვა და ხატვის სტილი სიყვარულისა და ოჯახური რომანბის ინტრიგების ფონზე.ამ წიგნმა საფრანგეთშ მიიღო ჯილდოები “Prix du Meelleur Livre”,იტალიაში ” Grinzane Cavour”ხოლო ირლანდიაში International impac-Dublin.

1990-იანი წლების შუიდან  ფამუქი,ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე დაწერილ სტატიებში აკრიტიკებდა თურქეთის ხელისუფლებას.ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ სტატიებს ლიტერატურისა და კულტურაზე თავი მოუყარა წიგნში “სხვა ფერები”,რომელიც 1999 წელს გამოქვეყნდა.

2002 წელს დაიბეჭდა “თოვლი”.მის შესახებ ავტორმა განაცხადა,ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი პოლიტიკური რომანიაო.

2004 წელს “თოვლი”  Times Book Review-ს მიერ საუკეთესო 10 წიგნს შორის დასახელდა.ფამუქმა 2003 წელს გამოაქვეყნა “სტამბოლი”მისი მოგონებები ოცდაორი წლის ასაკამდე.ნაწარმოები დასურატებულია ფოტოებით პირადი ალბომებიდან,”დასავლეთი” მხატვრებისა და თურქი ფოტოგრაფების ნამუშევრებით.წიგნი ითარგმნა 59 ენაზე მთელ მსოფლიოშ შვიდ მილიონზე მეტი ეგზემლარი გაიყიდა.ფამუქი მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.

2005 წელს ორჰან ფამუქს მიენიჭა “მშვიდობის ჯილდო”,რომელსაც 1950 წლიდან გასცემს გერმანული საგამომცემლო კავშირი და ის გერმანიაშ კულტურის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება.იმავე წელს ჟურნალ “Prospect” -ის მიერ ორჰან ფამუქი დასახელდა მსოფლიოს ას ინტელექტუალს შორის,ხოლო 2006 წელს ჟურნალმა “Time”-მა მსოფლიოს ას გავლენიან პირს შორის დაასახელა.

2006 წელს ორჰან ფამუქს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურულ დარგში.იგი ამ პრემიის მფლობელი ერთადერთი თურქი მწერალია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s