ედგარ ალან პო

ედგარ ალან პო – Edgar Allan Poe (1809 – 1849)

ედგარ ალან პო დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსში, 1809 წლის 19 იანვარს, მეორე შვილი მსახიობების ელიზაბეტ არნოლდ ჰოპკინს პოს და დავიდ პო უცმროსის. ყავდა უფროსი ძმა, უილიამ ჰენრი ლეონარდ პო და უმცროსი და როზალი პო. მამამისმა ოჯახი 1810 წელს მიატოვა, ხოლო დედა 1 წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა. პო ჯონ ალანთან წაიყვანეს — წარმატებული შოტლანდიელი მევაჭრის ოჯახში, რიჩმონდში, ვირჯინიაში, რომელიც სხვადასხვა სახის საქონელს ყიდდა, მათ შორის თამბაქოს, ტანსაცმელს, მარცვლეულს, საფლავის ქვებს და მონებს. ალანის ოჯახი პოს გამზრდელ ოჯახად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალურად არასოდეს უშვილებიათ იგი, მიუხედავად იმისა რომ სახელი „ედგარ ალან პო“ მათ მიცეს.

ალანების ოჯახმა პო 1812 წელს ეპისკოპალის ეკლესიაში მონათლეს. ჯო ალანი აგრესიულად ზრდიდა თავის შვილობილს. 1815 წელს ალანების ოჯახი, პოს და ჯონის მეუღლის ფრანს ვალენტინ ალანის შემადგენლობით გადასახლდა ინგლისში. 1815 წელს პო მიაბარეს გრამატიკის სკოლაში ირვინში, შოტლანდიაში, (სადაც ჯონ ალანი იყო დაბადებული) სადაც მან მხოლოდ ერთი წელი ისწავლა, ვიდრე კვლავ შეუერთდებოდა თავის ოჯახს 1816 წელს ლონდონში. 1817 წლამდე პო სწავობდა ადგილობრივ კერძო სკოლაში ჩელსიში 1817 წლამდე. მოგვიანებით პო გადაიყვანეს პატივცემული ჯონ ბრანსბის სამამულო სკოლაში, რომელიც სტროუკ ნიუინგტონში მდებარეობდა. იმავე წელს სკოლა გადატანილ იქნა ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში. 6 კილომეტრის (4 მილი) დაშორებით.

პო ალანებთან, რიჩმონდში 1820 წელს დაბრუნდა. 1825 წელს ალანის მეგობარი და ბიზნესმენი უილიამ გალტი, ყველაზე მდიდარი კაცი რიჩმონდში, გარდაიცვალა და ალანს დაუტოვა მამულის რამდენიმე აკრი. ქონება შეფასებული იყო 750 000 დოლარად. 1825 წლის ზაფხულში, ალანმა შეისყიდა ორსართულიანი აგურის სახლი სახელწოდებით მოლდავია. სავარაუდოა რომ პო დაინიშნა სარა ელმირა როისტარზე, ვიდრე ის დარეგისტრირდებოდა ვირჯინიის უნივერსიტეტში 1826 წლის თებერვალში, რომელიც იმ დროისათვის მხოლოდ ერთი წლის დაარსებული იყო, ენების სასწავლად. უნივერსიტეტი ადრეულ ჩამოყალიბების სტადიაში შეიქმნა მისი დამფუძნებლის თომას ჯეფერსონის იდეალებზე. იქ მკაცრი წესები იყო აზარტული თამაშების, ცხენების, იარაღების, თამბაქოს და ალკოჰოლის გამოყენების წინააღმდეგ, თუმცა-ღა ეს წესები უგულებელყოფილი იყო სტუდენტების მიერ. ჯეფერსონმა შეიმუშავა სტუდენტების თვითმმართველობის სისტემა, ე.წ. “კეთილშობილების სისტემა”, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა თვითონ აერჩიათ სწავლება, და ეცნობებინათ ფაკულტეტზე მომხდარი არაადეკვატური საქციელის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის. ეს ახალი უნიკალური სისტემა ჯერ კიდევ ქაოსური და ნორმიდან ამოვარდნილი იყო. უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში, პომ გაწყვიტა ურთიერთობა როისტერთან და აგრეთვე ჩამოშორდა თავის აღმზრდელ მამას, რომელთანაც კამათი მოუვიდა აზარტული თამაშების გამო. პო ირწმუნებოდა რომ ალანმა იგი არ უზრუნველყო ფინანსურად, რათა მას შეძლებოდა დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველ კლასში და ასევე შეეძინა აუცილებელი ნივთები საცხოვრებელი სახლის გასაწყობად. ალანმა მას გაუგზავნა დამატებითი ფული და ტანსაცმელი, მაგრამ პოს ხარჯები იზრდებოდა. ერთი წლის შემდეგ პომ თავი მიანება სწავლა-განათლებას უნივერსიტეტში, ვინაიდან იგი თავს მიუღებლად გრძნობდა რიჩმონდში, განსაკუთრებით მას შემდეგ როდესაც შეიტყო რომ მისი მიჯნური როისტარი ცოლად გაჰყვა ალექსანდერ შელტონს. 1827 წლის აპრილიდან პო გადავიდა ბოსტონში, სადაც შემთხვევით იპოვა სამუშაო, – ჯერ მოხელე-მდივნად და შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში ლიტერატურული სტატიების მწერლად, რომელიც მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახდა. პოს ლიტერატურული სტატიები თავდაპირველად გამოდიოდა ჰენრი ლე რენეტის ფსევდონიმით.

ვინაიდან პოსთვის შეუძლებელი გახდა თავის რჩენა, 1827 წლის 27 მაისს იგი ჩაირიცხა შეერთებული შტატების არმიაში რიგითად. მან გამოიყენა სახელი „ედგარ ა. პერი“ და ირწმუნებოდა რომ იყო 22 წლის, მიუხედავად იმისა რომ იგი მაშინ 18-ის იყო. თავდაპირველად იგი მსახურობდა ფორტ ინდეპენდენსში, ბოსტონში, თვეში 5 დოლარად. იმავე წელს მან გამოუშვა თავისი პირველი წიგნი, 40 გვერდიანი პოეზია, „თემერლეინი და სხვა პოემები“, წარწერით „ბოსტონელისგან“. კრებული მხოლოდ 50 ეგზემპლარად დაიბეჭდა და არანაირი ყურადღება არ ერგო საზოგადოებისაგან. პოს პოლკი გადაგზავნეს ფორტ მოულტრიში, ჩარლსტონში, სამხრეთი კაროლინა და გემით უოლჰემში 1827 წლის 8 ნოემბერს. პო დააწინაურეს, ის გახდა „ტექნიკოსი“, და შეუერთდა კომპანიას რომელიც ამზადებდა ჭურვებს არტილერიისთვის, დაწინაურებასთან ერთად მისი შემოსავალიც გაორმაგდა. შემდეგი ორი წელი თავგამოდებული მსახურობის შედეგად პომ მიაღწია არტილერიის უფროსი სერჟანტის რანგს (უმაღლესი რანგი რომელიც შეიძლება უპატენტო ოფიცერმა მიიღოს), პომ გადაწყვიტა თავისი 5 წლიანი ნებაყოფლობითი და ანონიმური მსახურობა ჯარში დაესრულებინა. მან თავისი ნამდვილი სახელი და წარმომავლობაა გაუმხილა თავის კომანდორ ოფიცერს, – ლეიტენანტ ჰოვარდს. ჰოვარდი პოს შეპირდა რომ იგი იმ შემთხვევაში იქნებოდა დემობილიზებული, თუ იგი მიწერდა ახსნა-განმარტებით წერილს გულნატკენ ჯონ ალანს. რამდენიმე თვემ უშედეგოდ ჩაიარა, საპასუხო პატიების წერილი ალანის მიერ იგვიანებდა. ალანმა პოს მისი აღმზრდელი დედა ავადმყოფობის შესახებაც კი არ შეატყობინა. ფრანცეს ალანი გარდაიცვალა 1829 წლის 28 თებერვალს. პო ოჯახში მხოლოდ დასაფლავების მეორე დღეს ჩავიდა. ალბათ ცოლის გარდაცვალების გამო, ჯონ ალანი დათანხმდა პოს დახმარებოდა დემობილიზირებაში იმ პირობით, თუ ის შემდგომ კარიერას გააგრძელებდა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა.

1829 წლის 15 აპრილს პო დემობილიზებული იქნა, მას შემდეგ რაც მან შეძლო შემცვლელი ეპოვა. სანამ პო ვესტ პოინტში შევიდოდა, იგი დაბრუნდა ბალტიმორში გარკვეული დროით, რათა დარჩენილიყო თავის ქვრივ დეიდა მარი კლემთან, მის შვილთან ვირჯინია ელიზა კლემთან (პოს პირდაპირი ბიძაშვილი), მის ძმა ჰენრისთან და ინვალიდ ბებია ეილზაბეტ ქეირნეს პოსთან . ამავე დროს პომ გამოაქვეყნა თავისი მეორე წიგნი სახელწოდებით „ალ არააფი, ტეიმერლაინი და არასრული პოემები“, 1829 წელს ბალტიმორში.

პო უიესტ პოინტში წავიდა და იქ ჩაირიცხა, როგორც კადეტი 1830 წლის 1 ივლისს. 1830 წლის ოქტომბერს, ჯონ ალანმა მეორე ცოლი მოიყვანა, ლუიზა პატერსონი. ქორწინებამ, და ასევე დაუსრულებელმა კამათმა პოსთან ბავშვების გამო, რომლებიც ალანს ქორწინების გარეშე შეეძინა, იგი საბოლოოდ მიიყვანა გადაწვეტილებამდე რომ უარი ეთქვა პოზე. პომ გადაწყვიტა შეგნებულად დაეტოვებინა ვესტ პოინტი, რამაც იგი სამხედრო სასამართლომდე მიიყვანა. პო ფაქტობრივად არ ცნეს დამნაშავედ, მიუხედავად იმისა რომ იგი დამნაშავე იყო.

1831 წლის თებერვალში მან ნიუ-იორკი დატოვა და გამოუშვა მესამე ტომეული პოემებისა, რომელსაც უბრალოდ დაარქვა „პოემები“. წიგნი დაფინანსებული იყო მისი მეგობარი კადეტელების მიერ ვესტ პოინტიდან, რომელთა უმრავლესობამ 75 ცენტი შეწირა და ჯამში 170$ გამოვიდა. ისინი ელოდნენ რომ ახალი გამოცემა, მსგავსად წინამორბედისა, კომანდ ოფიცრებზე იქნებოდა დაწერილი. დაბეჭდილი ელამ ბლისის მიერ ნიუ-იორკში, წიგნი გამოვიდა იარლიყით „მეორე გამოშვება“ და მასში იყო გვერდი რომელზეც ეწერა „ეძღვნება პატივისცემით აშშ-ის კორპუსს და კადეტს“. წიგნში კვლავ იყო დაბეჭდილი პოემები „ტეიმერლაინი“, „ალ არააფი“ და აგრეთვე ექვსი მანამდე გამოუცემელი პოემა, წიგნში იყო ადრეგამოცემული პოემები „ელენს!“, „იზრაფელი“ და „ქალაქი ზღვაში“-ის. 1831 წლის მარტში პო კვლავ დაბრუნდა თავის დეიდასთან, ძმასთან და ბიძაშვილთან. მისი უფროსი ძმა ჰენრი, რომელიც ავად იყო, სმასთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა 1831 წლის 1 აგვისტოს.

ძმის გარდაცვალების შემდეგ, პომ სერიოზულად დაიწყო ფიქრი მწერლის კარიერაზე. ეს პერიოდი საკმაოდ რთული იყო ახალბედა მწერლებისათვის. პო განეკუთვნება ისეთი კატეგორიას ამერიკელ მწერლებს რომლებიც ცდილობდნენ მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედების საზღაურით ეარსებათ თუმცა კი საერთაშორისო საავტორო უფლებების დაცვის არარსებობის გამო დიდ პრობლემებს და წინააღმდებობას აწყდებოდნენ . გამომცემლები ხშირად ბრიტანული თხზულებების პირატულ კოპიებს აქვეყნებდნენ, ვინაიდან არ სურდათ ადგილობრივი ამერიკელი მწერლების მიერ შექმნილ ახალ ნაწარმოებებში გადაეხადად შედარებით მეტი საფასური. წარმოება აგრეთვე ძალიან იყო დაზარალებული 1837 წლის პანიკის გამო. მიუხედავად სწრაფი ზრდისა ამერიკის პერიოდულობაში, გამომცემლები ხშირად არ უხდიდნენ თავიანთ მწერლებს, ან უფრო ნაკლებს უხდიდნენ ვიდრე პირდებოდნენ. პო, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა მიეღწია წარმატებული სალიტერატურო კარიერისთვის, იძულებული იქნება მომავალში დამამცირებელი საქმეები გააკეთოს ფულის გამო და სხვა დახმარებები, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

პოეზიაში ადრინდელი მცდელობის შემდეგ, პომ ამჯერად ყურადღება პროზისკენ მიაბრუნა. მან რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ფილადელფიის გამომცემლობაში და დაიწყო მუშაობა თავის ერთად-ერთ დრამაზე პოლიტიანე (ინგლ “Politian“). 1833 წლის ოქტომბერში, სეთერდეი ვიზიტორმა (ინგლ “Saturday Visitor”) — ბალტიმორის გაზეთმა, პო დააჯილდოვა პრიზით მისი მოკლე თხზულების „MS. Found in a Bottle“-ის გამოქვეყნებისათვის. თხზულებამ ჯონ პ. კენედის ყურადღება მიიპყრო, რის შემდგომ მან პო წარუდგინა ტომას უაიტს, რიჩმონდშიб სალიტერატურო ჟურნალ “საუთერნ ლითერარი მესენჯერ”-ის(ინგლSouthern Literary Messenger)გამომცემელს და გამოაქვეყნებინა მას რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები. პო რედაქტორის ასისტენტი გახდა 1835 წლის აგვისტოში, თუმცა რამდენიმე კვირაში იგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ვინაიდან ხშირად იმყოდებოდა არაფხიზელ მდომარეობაში. ბალტიმორში დაბრუნების შემდეგ, პომ ჩუმად იქორწინა ვირჯინიაზე, მის ბიძაშვილზე 1835 წლის 22 სექტემბერს. იმ დროს ვირჯინია 13 წლის იყო, თუმცა კი ქორწინების მოწმობა აჩვენებს რომ ვირჯინია დარეგისტრირდა როგორც 21 წლის . მას შემდეგ რაც პო შეპირდა უაიტს რომ იგი სამაგალითოდ მოიქცეოდა, იგი დაბრუნდა რიჩმონდში, ვირჯინიასთან და მის დედასთან ერთად. იგი მესენჯერში 1837 წლამდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ჟურნალის გამომცემლობა 700 ეგზემპლარიდან 3,500 მდე გაიზარდა. მან გამოაქვეყნა რამდენიმე პოემა, რეცენზია სხვადასხსვა წიგნების შესახებ , კრიტიკული ნარკვევები და მოკლე თხზულებები. 1836 წლის 16 მაისს, მას მეორე საქორწინო ცერემონია ქონდა ვირჯინია კლემთან, ამჯერად საჯაროდ.

1838 წელს გამოქვეყნდა პოს ერთადერთი ნოველა “არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი” (ინგლThe Narrative of Arthur Gordon Pym) რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომდევნო წლის ზაფხულიდან, პო ჟურნალ “ბარტონ’ს ჯენტლმენის” (ინგლ Burton’s Gentleman )-ის რედაქტორის ასისტენტი გახდა. საუტერნ ლიტერარი მესენჯერ-ში მოღვაწეობისას, პომ მან გამოაქვეყნა მრავალი სტატია, მოთხრობა და რეცენზია, და ამავე დროს საფუძველი ჩაუყარა კრიტიკულ ჟანრს. აგრეთვე 1839 წელს, დაიბეჭდა გროტესკი და არაბესკი (ინგლTales of the Grotesque and Arabesque), – მოთხრობების კრებული ორ ნაწილად, და მცირე შემოსავალი მოუტანა პოს. ერთი წლის შემდეგ პომ ბარტონი მიატოვა და გამომცემლობა “გრაჰამ’-ში (ინგლ Graham ) ასისტენტის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

1840 წლის ივნისში, პომ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც იუწყებოდა რომ მას დასახული ჰქონდა მიზნად საკუთარი ჟურნალის გამოცემა სათაურით “სტაილუს” (ინგლ„The Stylus“ ). თუმცა ჟურნალის სათაური პირვანდელი გადაწყვეტილებით „ფენ” (ინგლ„The Penn“ ) უნდა ყოფილიკო. ჟურნალი გამოიცემოდა ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. 1840 წლის 6 ივნისს გამოცემულ სეთერდეი ივნინგ პოსტის (ინგლ “Saturday Evening Post” ) ნომერში, პომ გამოაქვეყნა სტატია რომელიც იუწყებოდა: „პერსპექტივაშია ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალის – “ფენ” – გამოცემა, რედაქტორი და გამომცემელი ედგარ ა. პო, ჟურნალი გამოიცემა ფილადეფიაში“. სამწუხაროდ ჟურნალი პოს გარდაცვალებამდე არ გამოსულა. ამ პერიოდში, პო ცდილობდა გაემყარებინა თავისი პოზიცია ტაილერის ადმინისტრაციაში, ირწმუნებოდა რა რომ იგი იყო ვიგ პარტიის (ინგლ„Whig Party“) წევრი. მას იმედი ჰქონდა რომ დანიშნავდნენ ქასთომ ჰაუსში (ინგლ„„Custom House“), პოს მეგობრის ფრედერიკ ტომასის პროტექციით, რომელიც თავის მხრივ , პრეზიდენტი ჯონ ტაილერის შვილის რობერტ ტაილერის ახლო მეგობარი იყო. პო არ გამოცხადდა ტომასთან შეხვედრაზე 1842 წლის სექტემბერში, განაცხადა რა რომ იგი იყო ავად, თუმცა ტომასი ვარაუდობდა რომ მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სიმთვრალე შეიძება ყოფილიყო. მიუხედავად იმისა რომ მისთვის დანიშნული იყო გასაუბრება სავარაუდო სამსახურზე, ყველა სამუშაო პოზიცია სხვების მიერ უკვე შევსებული იყო .

1842 წლის იანვარში, საღამოხანს, ვირჯინიამ სიმღერის დროს, გამოავლინა ჭლექის ა.წ.ტუბერკულიოზი დაწყებითი სიმპტომები. პომ ეს მოვლენა აღწერა როგორც ყელში სისხლ-ძარღვის გაწყვეტა. მკურნალობის შედეგად ვირჯინია მხოლოდ ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა.

ვირჯინიას ავადმყოფობის გამო პომ უფრო და უფრო მოუხშირა სმას . მან მიატოვა გრაჰამი და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურაში. იგი დაბრუნდა ნიუ იორკში, სადაც ჟურნალ ივნინგ მირორ-ში (ინგლ„Evening Mirror” ) დაიწყო მუშაობა, ვიდრე იგი გახდებოდა ჟურნალ „ბროდვეი“ (ინგლ„ Broadway” ) რედაქტორი და მოგვიანებით მფლობელი . მან ჩამოიშორა სხვა მწერლები, საზოგადოდ დასდო რა ბრალდება ჰენრი უოდსვორთ ლონგფელოუს პლაგიატში, თუმცა, ლონგფელოუ მას არასდროს გამოხმაურებია. 1845 წლის 29 იანვარს, მისი პოემა: ყორანი (ინგლ” The Raven”), გამოქვეყნდაივნინგ მირორ-ში, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ პო საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი საზღაური ნაწარმოების გამოქვეყნებისათვის იყო 9$ დოლარი.

1846 წელს ჟურნალი ბროდვეი ჟურნალი დაიხურა. პო გადავიდა საცხოვრებლად კ ბრონქსში, კერძოდ, ფორდჰამში, ნიუ იორკის შტატში. ეს სახლი დღესდღეობით ცნობილია როგორც „პოს კოტეჯი“ რომელიც მდებარეობს გრანდ კონკურსის და კინგსბრიჯის ქუჩების გადაკვეთაზე სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ვირჯინია იმ სახლში გარდაიცვალა 1847 წლის 30 იანვარს. ბიოგრაფები და კრიტიკოსები ვარაუდობენ რომ პოს ნაწარმოების “ლამაზი ქალის სიკვდილი” ( ინგლ „death of a beautiful woman“ ) მთავარი თემა წარმოიშვა მის ცხოვრებაში მუდმივად ქალების კარგვის გამო, რომელთა შორის ვირჯინიას გარდაცვალება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პოს ცხოვრება მნიშვნელოვნად აირია. პო დაუახლოვდა პოეტ სარა ელენ ვითმანს, რომელიც ცხოვრობდა პროვიდენსში, როდ აილენდის შტატში. მათი ნიშნობა ჩაიშალა, პოს გამუდმებული სმის და არაეთიკური ქცევის გამო. არის ვარაუდი რომ ვითმანის დედა ჩაერია და ხელი შეუშალა მათ ქორწინებას. იმედგაცრუებული პო დაბრუნდა რიჩმონდში და აღადგინა ურთიერთობა ბავშვობის მეგობართან და გულისწორთან სარა ელმირა როისტართან.

1849 წლის 3 ოქტომბერს, პო იპოვეს ბალტიმორის ქუჩაში თითქმის უგონო მდგომარეობაში; . ჯოზეფ ვ. ვოლკერის თანახმად, რომელმაც პო იპოვა, აღნიშნავდა რომ პო “დიდ გასაჭირშია და…. დაუყონებლივ დახმარებას საჭიროებს”. პო გადაიყვანეს ვაშინგტონის კოლეჯის ჰოსპიტალში, სადაც იგი 1849 წლის 7 ოქტომბერს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. დღემდე გაურკვეველია თუ რამ მიიყვანა პო ამ მდგომარეობამდე და რატომ ეცვა უცნაური ტანსაცმელი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გარდაცვალებამდე, პო განუწყვეტლივ იმეორებდა სახელს „რეინოლდს“, თუმცა ამოუცნობია, თუ ვის მოუხმობდა იგი. ზოგი წყარო ამბობს, რომ პოს საბოლოო სიტყვები იყო „ღმერთო დაეხმარე ჩემ საბრალო სულს“.” ყველა სამედიცინო ჩანაწერი, მათ შორის მისი გარდაცვალების მოწმობა გამქრალია ჰოსპიტალის არქივიდან. გაზეთებში გამოქვეყნდა რომ პოს გარდაცვალების მიზეზი „თავის ტვინის შეშუპება“ ან „ცერებრალური ანთება“ იყო, გავრცელებული ევფემიზმები ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სამარცხვინო გარდაცვალების შემთხვევაში. მწერლის გარდაცვალების მიზეზებად ასევე სახელდებოდა თეთრი ცხელება, გულის დაავადება, ეპილეფსია, სიფილისი, მენინგიტი, ქოლერა და ცოფი. 1872 წელს გამოითქვა ვარაუდი, რომ პო შესაძლოა საარჩევნი ძალადობის („კუპინგი“) მსხვერპლი გამხდარიყო. მიუხედავად გავრცელებული ვარაუდებისა პოს გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ამოუცნობია.

გრისვოლდის მემუარები
ედგარ პოს დასაფლავების დღეს ნიუ იორკ ტრიბუნში (ინგლ New York Tribune) დაიბეჭდა ნეკროლოგი, ხელმოწერით „ლუდვიგ“. იგი ასე იწყებოდა: „გარდაიცვალა ედგარ ალან პო. იგი გარდაიცვალა ბალტიმორში გუშინწინ. ეს განცხადება ბევრს შეაშინებს, თუმცა ცოტა თუ იგლოვებს“. ლუდვიგი მალევე გაიშიფრა, აღმოჩნდა რა რუფუს უილმოტ გრისვოლდი — რედაქტორი, კრიტიკოსი და ანთოლოგისტი, რომელიც 1842 წლიდან მოყოლებული პოს ლიტერატურულ მტრად არის მიჩნეული. გრისვოლდმა გადაწყვიტა პოს ლიტერატურული შემოქმედების და რეპუტაციის განადგურება.[58]

რუფუს გრისვოლდმა დაწერა ბიოგრაფიული სტატია პოს შესახებ სახელწოდებით „ავტორის მოგონება“, რომელიც შევიდა მის მიერ გამოქვეყნებულ 1850 წლის კრებულში. გრისვოლდმა პო წარმოიაჩინა, როგორც გარყვნილი, ლოთი, ნარკოტიკების მომხმარებელი და გადარეული ადამიანი, დაურთო რა მტკიცებულებად თავად პოს მიერ დაწერილი წერილები. უმეტესობა მისი მონათხრობისა იყო ან სრული სიცრუე ან ნახევრად სიმართლე. მაგალითად, ამჟამად დადასტურებულია რომ პო არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. გრისვოლდის წიგნი დაგმობილი იქნა მათ მიერ, ვინც პოს კარგად იცნობდა, თუმცა მასებისათვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ვინაიდან წიგნი ერთადერთი სრული ბიოგრაფია იყო პოს შესახებ და ამასთანავე ფართოდ ხელმისაწვდომი მკითხველისათვის, ვინაიდან მრავალ ეგზემპლარად იქნა დაბეჭდილი. მეორე მხრივ, მკითხველნი შოკირებულნი იყვნენ იმ აზრით, რომ ისინი კითხულობდნენ „ბოროტი“ ადამიანის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს. წერილები, რომელიც გრისვოლდმა გამოიყენა წიგნში, როგორც მტკიცებულება პოს საშინელი პორტრეტის შესაქმნელად, მოგვიანებით დადასტურდა რომ იყო ყალბი.

ლიტერატურული სტილი და თემები
ჟანრი

პოს ნამუშევრები ცნობილი იყო როგორც გოთური ჟანრის საშინელებათა ნაწარმოებები, ჟანრი რომლის ჩამოყალიბებას და გავრცელებას იგი ცდილობდა ფართო მკითველისათვის.მისი ნაწარმოებების თემა უმეტესად ეხებოდა სიკვდილის,ადამიანის წარმავლობის,სიყვარულის საკითხს. უმეტესობა მისი ნამუშევრებისა დაფუძნებული იყო ბნელი რომანტიზმის ჟანრზე, რომელიც იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებული ტრანსსენდენტალიზმის გამოხმაურება იყო, რომელი მიმდინარეობაც პოს სასტიკად არ მოსწონდა. მან უწოდა მიმდევრებს “ფროგპონდიანელები” ( ინგლ Frogpondians, ბაყაყებიანი გუბურის მკვიდრნი ) . მან აბუჩად აიგდო მათი შემოქმედება უწოდა რა “მეტაფორების გადარბენა” სიბნელე სიბნელისათვის ან მისტიცისზმი მისტიცისმისათვის. პომ წერილში თომას ჰოლ ჩივერს მისწერა რომ მას არ მოსწონდა მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლები და სოფისტები ტრანსსენდენტალისტებიდან.

საშინელებების გარდა, პო აგრეთვე წერდა სატირულ ნაწარმოებებს, სახუმარო მოთხრობებს და ჰოქსებს. კომიკური ეფექტებისთვის მან გამოიყენა ირონია და უაზრო ექსტრავაგანტულობა. მეცენგერშტაინი ( ინგლ „Metzengerstein“) პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოები ცნობილი როგორც მისი პირველი ნაბიჯი საშინელებათა ჟანრში ფაქტიურად განკუთვნილი იყო იმ დროისათვის პოპულარული ჟანრის პაროდირება. პოს შემოქმედებას სამეცნიერო ფანტასტიკაც ეკუთვნის, მაგალითად “The Balloon-Hoax”, ცხელი ჰაერით საჰაერო ბურთის შექმნის პერსპექტივას წარმოადგენს.

პო თავის ნაწარმოებს წერდა ისეთ თემებზე რომლებიც მასებისთვის იყო განკუთვნილი. ამ მხრივ, მისი ფანტაზია ხშირად მოიცავდა ფსევდომეცნიერების პოპულარულ ელემენტებს როგორიცაა ფრენოლოგოია და ფიზიოგნომიკა.

ლიტერატურული თეორია

პოს ნაწარმოებებში ირეკლება მისი ლიტერატურული თეორიები, რომელიც მან წარმოაჩინა თავის კრიტიკაში და ასევე ესეებში “პოეტური თეორიები” ( ინგლ “The Poetic Principle” ). მას არ მოსწონდა დიდაქტიზმი და ალეგორია, თუმცა სწამდა რომ მისი მნიშვნელობა ლიტერატურაში მართებული იყო. პოს შეხედულებით ნაწარმოები უნდა იყოს კონკრეტული და მიმართული იყოს მხოლოდ ეფექტზე და ხარისხზე. მისი აზრით, მწერალმა უნდა შეძლოს გამოთვალოს თავისი ნაწარმოების თითოეული სენტიმენტი და აზრი. სწორედ “კომპოზიციის ფილოსოფია” (ინგლ “The Philosophy of Composition) არის ესსე, სადაც პო გამოხატავს თავის შეხედულებას ამ სისტემის მიმართ. ბიოგრაფისტი ჯოსეფ კრატჩი ამ ნაწარმოებს “ხელოვნების რაციონალიზმის მეტად მახვილგონივრულ გამომჟღავნებას” უწოდებს.

ლიტერატურული ზეგავლენა

მისი ცხოვრების პერიოდში, პო ძირითადად აღიარებული იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. მისი თანამედროვე კრიტიკოსი ჯეიმს რასელ ლოუელმა მას უწოდა „წარმოსახვითი ლიტერატურის დარგში ყველაზე შორსმჭვრეტელი, ფილოსოფოური და უშიშარი კრიტიკოსი“. პო აგრეთვე ცნობილი იყო როგორც ბელეტრისტიკოსი მწერალი და გახდა 19 საუკუნის პირველი ამერიკელი მწერალი მეტად პოპულარული იყო ევროპაში ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პომ აღიარება მოიპოვა საფრანგეთში ჩარლზ ბოდლერის ადრეული თარგმანებით.

პოს ადრინდელმა დეტექტიური ფანტასტიკა, რომლის მთავარი გმირი არის ს. ავგუს დუპინი, მნიშნველოვანი როლი ითამაშა ლიტერატურული დეტექტივების შექმნაში. ართურ კონან დოილი ამბობდა, „პოს ყოველი დეტექტიური ნაწარმოები არის ის ძირი საიდანაც ვითარდება მთელი ლიტერატურა… სად იყო დეტექტიური ნაწარმოები ვიდრე პო ჩაუდგამდა სულს?“ საშინელებათა ნაწრმოებების ჟანრის მწერლებმა შემდგომში თავიანთ ჯილდოს დაარქვეს „ედგარი“, ალან პოს საპატივცემულოდ. პომ ასევე დიდი გავლენა მოახდინა მეცნიერულ ფანტასტიკაზე, განსაკუთრებით ჟიულ ვერნზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s