კობო აბე

კობო აბე – Kōbō Abe (1924 – 1993)

კობო აბე დაიბადა   1924 წლის 7 მარტს.ის არის  იაპონელი მწერალი. მის სახელთან დაკავშირებულია 50-იანი წლების იაპონური ლიტერატურის აღმავლობა. აბეს შემოქმედების მთავარი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ადამიანის სულიერი მარტოობის პრობლემა. ამ თემისადმია მიძღვნილი მისი რომანები — „კედელი“ რომელმაც  1951 წელს მიიღო აკუტაგავას პრემია, „მხეცები მიეშურებიან შინ“ და ფილოსოფიური ტრაგედია — „ქალი ქვიშაში“, „უცხო სახე“ , „დამწვარი რუკა“, რომლებსაც აერთიანებს პრობლემა — ადამიანის გაუცხოება, სიმარტოვე თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, მისი განწირული მისწრაფება უპერსპექტივობის, საერთო გათიშულობის დასაძლევად. აბე აგრეთვე მეცნიერული ფანტასტიკური რომანის „გამყინვარების მეოთხე პერიოდი“, პიესების და მოთხრობების ავტორია.

1960-იან წლებში კობო აბეს რომანების მიხედვით — „ქალი ქვიშაში“, „უცხო სახე“, „დამწვარი რუკა“ — გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმები ცნობილი რეჟისორის ჰიროსი ტესიგაჰარას მიერ.

კობო აბე გარდაიცვალა 1993 წლის 22 იანვარს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s