მაქს ფრიში

მაქს ფრიში – Max Frisch 

მაქს რუდოლფ ფრიში 1911 წელს ციურიხში არქიტექტორ ფრანც ბრუნო ფრიშისა და კაროლინა ბეტინა ვილდერმუთის ოჯახში დაიბადა. გიმნაზიის დასრულებისთანავე 1930 წელს მან ციურიხის უნივერსიტეტში ჩააბარა და გერმანული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ორ წელიწადში მამამისის გარდაცვალებით გამოწვეული უსახსრობის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. სამაგიეროდ, მან შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ში დაიწყო ჟურნალისტად და მესვეტედ მუშაობა. 1933 წელს მან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა, 1935 წელს პირველად ეწვია გერმანიას.

1936-41 წლებში ფრიში არქიტექტურას სწავლობდა. მისი პირველი და აქამდე ცნობილი პროექტი 1942 წელს გახორციელდა ციურიხის ცენტრში საზოგადოებრივი აბანოს სახით.

1947 წელს ციურიხში ის ბერტოლტ ბრეხტს შეხვდა. 1951 წელს ფრიში როქფელერის ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი აშშ-ში გაატარა. 1955 წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.

1950-60-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: „მე სტილერი არ ვარ“ (1954 წ.), Homo Faber (1957 წ.) და „ ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ (1964 წ.). დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : „ანდორა და ფაიერაიზერები“. ფრიში პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: „პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი“. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი, სახელად ანტონია ქუიქი .

ფრიდრიხ დიურენმატთან ერთად მაქს ფრიში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შვეიცარიელ მწერლად სახელდება. ფრიში საპატიო მეცნიერის წოდებით დაჯილდოებულია 1962 წელს მარბურგის უნივერსიტეტის მიერ, გერმანია, ბირმინგჰემის უნივერსიტეტის მიერ 1980 წელს და 1987 წელს ბერლინის უნივერსიტეტის მიერ. ფრიშს ბევრი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: Georg-Büchner-Preis 1958 წელს, Friedenspreis des Deutschen Buchhandels 1976 წელს და Heinrich-Heine-Preis 1989 წელს. 1965 წელს მას იერუსალიმის ჯილდო ერგო საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლების წამოწევისათვის.

მაქს ფრიში 1991 წელს ციურიხში კიბოთი გარდაიცვალა.

თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა. ომის შემდგომ გამოცემებს მისი ირონიული შტრიხი გადასდევს. ფრიში ოლტენის ჯგუფის წევრი იყო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s