სომერსეტ მოემი

სომერსეტ მოემი – Somerset Maugham (1874 –   1965)

მოემი 1874 წლის 25 იანვარს დაიბადა პარიზში, საფრანგეთში ბრიტანეთის საელჩოს იურისტის ოჯახში. მშობლებმა სპეციალურად მოაწყვეს მშობიარობა საელჩოს ტერიტორიაზე, რომ ბავშვს კანონიერი უფლება ჰქონოდა დიდ ბრიტანეთში დაბადებულად მიეჩნია თავი: მოსალოდნელი იყო ისეთი კანონი მიეღოთ, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე დაიბადებოდა, ავტომატურად მიიჩნეოდა საფრანგეთის მოქალაქედ და როცა სრულწლოვანებას მიაღწევდა, ომის შემთხვევაში ფრონტზე უკრავდნენ თავს. ბავშვობაში მოემი მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდა, მშობლიური ინგლისური კი მხოლოდ მას მერე შეისწავლა, რაც 11 წლის ასაკში დაობლდა (დედამისი 1882 წელს ჭლექით გარდაიცვალა, მამა კი 1884 წლის ივნისში კუჭის სიმსივნეს ემსხვერპლა) და ნათესავებთან გაამწესეს კენტის საგრაფოში, ინგლისურ ქალაქ უიტსტებლში. ინგლისში ჩასვლისთანავე ჭარბი ემოციებისგან მოემმა ენის ბორძიკი დაიწყო და მას მერე მთელი ცხოვრება ენაბლუობა თან სდევდა. მალე უილიამი კენტერბერის სამეფო სკოლაში მიაბარეს სასწავლებლად. შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში დაეუფლა ლიტერატურასა და ფილოსოფიას – სწორედ იქ დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები – გერმანელი კომპოზიტორის მეერბერის ბიოგრაფია. თუმცა პირველი ნაწერი გამომცემელმა დაიწუნა და მოემმა ხელნაწერი დაწვა.

1892 წელს მოემი ლონდონის წმინდა თომას სახელობის საავადმყოფოსთან არსებულ სამედიცინო სკოლაში შევიდა – ეს გამოცდილება აისახა კიდეც მის პირველ რომანში “ლიზა ლამბეტიდან”. პირველი წარმატება კი ლი­ტერატურული განხრით მოუტანა პიესამ “ლედი ფრედერიკი”, რომელიც 1907 წელს გამოაქვეყნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის რანგში რუსეთშიც გაგზავნეს. აშშ-ის გემით ჩავიდა რუსეთში, პეტროგრადში დაყო მცირე ხანს, რამდენჯერმე შეხვდა მაშინდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს. დაზვერვაში მუშაობის პერიოდი აისახა მისი 14 მოთხრობისგან შემდგარ კრებულში “ეშენდენი, ანუ ბრიტანელი აგენტი”.

1917 წლის მაისში მოემი აშშ-ში დაქორწინდა სირი ველკომზე. ომის შემდეგ წარმატებული დრამატურგიული პერიოდი ჰქონდა, დაწერა პიესები. დიდი წარმატებით სარგებლობდა მისი რომანები.

1919 წელს ახალი შთაბეჭდილებების საძიებლად ჩინეთში გაემგზავრა, მოგვიანებით კი – მალაიზიაში. ამ ემოციებმა მოთხრობების კიდევ ორ კრებულს ჩაუყარა საფუძველი. მოემი 1965 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა ნიცის საავადმყოფოში, პნევმონიით. თუმცა რაკი ფრანგული კანონებით საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტები აუცილებლად უნდა გაეკვეთათ, ის სახლში წაიყვანეს და მხოლოდ 16 დეკემბერს აუწყეს საზოგადოებას, რომ სომერსეტ მოემი შინ გარდაიცვალა, ვილა “მორესკში”, ფრანგულ ქალაქ სან-ჟან-კაპ-ფერაში.

Somerset Maugham Books

 


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s