უილიამ ფოლკნერი

უილიამ ფოლკნერი – William Faulkner

უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ.

დაიბადა ნიუ ალბანიში, მისისიპის შტატში, თუმცა 4 წლის ასაკში ოჯახი ქალაქ ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ოქსფორდი წარმოადგენს ქალაქ “ჯეფერსონის”, ლაფაიეტის ოლქი კი – იოკნაპატოფას ოლქის რეალურ მოდელს, სადაც ფოლკნერის რომანებისა და მოთხრობების უმრავლესობაში აღწერილი ისტორიები ვითარდება. ჩრდილოეთ მისისიპიმ ძალიან დიდი გავლენა იქონია ფოლკნერის პიროვნების განვითარებაზე. მისი დიდი ბაბუა – უილიამ კლარკ ფოლკნერი – კონფედერატთა არმიის პოლკოვნიკი და მთელ შტატში გავლენიანი ფიგურა იყო; მეთაურობდა რკინიგზის გაყვანის საკითხს; წერდა რომანებს. მანვე დაამკვიდრა ლიტერატურული ტრადიციები ფოლკნერების ოჯახში. სარწმუნოა, რომ სწორედ ის წარმოადგენს ფოლკნერის რომანების ერთ-ერთი გმირის, პოლკოვნიკ სარტორისის პროტოტიპს.

მიუხედავად იმისა რომ მისისიპის ძლიერი გავლენა მწერალზე უდავოა, მისი პირველი რომანი, “ჯარისკაცის ჯილდო” (1926) ახალ ორლეანში ცხოვრების პერიოდში დაიწერა სადაც ახალგაზრდა მწერალი შერვუდ ანდერსონის მფარველობისა და გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

1929 წელს ფოლკნერმა იქორწინა ესტელ ოლდჰემზე და მასთან ერთად ოქსფორდს დაბრუნდა. 1930 წელს ახალდაქორწინებული წყვილი საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად რომელიც ფოლკნერმა იქვე, ოქსფორდში შეიძინა და მათ ოჯახს ეკუთვნოდა 1972 წლამდე – მანამ სანამ უილიამის და ესტელის ქალიშვილი, ჯილი, მას მისისიპის უნივერსიტეტს მიჰყიდდა. სახლისა და მასში არსებული ავეჯის იერსახე დღემდე შენარჩუნებულია. დღემდე შესაძლებელია კედლებზე ფოლკნერის მიერ გაკეთებული წარწერების გარჩევა. უმეტესობა მათგანი რომან “იგავში” განვითარებული მოვლენების შესახებ ჩანიშვებს წარმოდგენს.

30იან წლებში ფოლკნერი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად სადაც სცენარისტად მუშაობდა. აქ დაუმეგობრდა იგი რეჟისორ ჰოუარდ ჰოუკსსა და სცენარისტ ა.ი. ბეზერაიდსს; მსახიობებს – ჰემფრი ბოგარტსა და ლორენ ბოქალს.

ფოლკნერის წერის სტილი გამოირჩევა დიქციისთვის შერჩეული გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის მინიმალისტური სტილისგან კონტრასტით. ითვლება, რომ ფოლკნერი ერთადერთი ნამდვილი ამერიკელი მოდერნისტი პრაზაიკოსი იყო 1930-იანებში, რომელმაც განაგრძო ექპერიმენტალური ტრადიცია ევროპელი მწერლებისა – ჯეიმს ჯოისი, ვირჯინია ვულფი და მარსელ პრუსტი. მის ნამუშევრები თვალსაჩინო მაგალითია ისეთი ლიტერატურული ტექნიკის გამოყენების, როგორიცაა ცნობიერების ნაკადი, რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან თვალსაზრისი, და თხრობის დროთა ცვალებადობა.

გარდაიცვალა 1962 წელს გულის შეტევით, 64 წლის ასაკში, მისისიპის შტატში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s