ანა ბრონტე

ანა ბრონტე – Anne Brontë (1820 – 1849)

ანა რბონტე,ყველაზე უმცროსი წევრი ბრონტეების ოჯახიდან 1820 წლის 17 იანვარს დაიბადა.ანას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო. ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშაობდა, დიდი გაჭირვებით ისწავლა და შემდეგ მღვდლად ეკურთხა. იგი, როგორც ადამიანი, გაორებული პიროვნება ყოფილა. პატრიკ ბრონტე მომსწრე იყო ლუდიტების აჯანყებისა. იგი, ერთი მხრივ, მოხალისეთა რაზმში ჩაწერილა და ფაბრიკის მეპატრონეთა ქონება იარაღით ხელში დაუცავს, ხოლო, მეორე მხრივ, გაფიცულ მუშათა სახლებში უვლია და მათ მიმართ მკაცრი რეპრესიების მიღების წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია. თავისი ასეთი მოქმედებით მას, როგორც ერთი – მეამბოხე ლუდისტების მხრივ, ისე მეორე – ფაბრიკების მეპატრონე ბურჟუების მხრივ, სიძულვილი და უპატივცემლობა დაუმსახურებია. ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია.

1820 წელს 1820 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რამოდენიმე მილის მოშორებით ჰავორთიდან.

ანა ძალიან პატარა იყო როდესაც დედა კიბოთი გარდაიცვალა.1821 წლის 15 სექტემბერს დედამ  ბრონტეების ოჯახი დატოვა.მარიას და დეიდა ელიზაბეტი ეხმარებოდა პატრიკს ბავშების აღზრდაში.ანას და ელიზაბეტს ძალიან კარგი ურთიერთოვა ჰქონდათ.ანა და დეიდა ერთ ოთახში ცხოვრობდნენ.

1824 წლის ზაფხულში პატრიკმა ტავისი უფროსი ქალიშვილები მარია ელიზაბეტი და შარლოტა სასწავლებლად გაგზავნა. სადაც 1825 წელს მარია და ელიზაბეტი გარდაიცვალნენ.შემდეგი ხუთი წელი ბავშვები სახლში იღებდნენ ცოდნას.ანა სახლის პირობებში სწავლობს მუსიკას და ხატვას.ანას,ემილის და ბრენუელს მუსიკის გაკვეთილები ჰქონდათ.დეიდა ელიზაბეტი ცდილობდა ესწავლებინა დებისთვის დიასახლისობა და ოჯახის საქმეები.მათი მამის ბიბლიოთეკა ერთადერთი წყარო იყო ცოდნის შესაძენად.ისინი კითხულობდნენ ბიბლიას,შექსპირს,მილტონს,ბაირონს და კიდევ ბევრ რამეს.სწორედ კიტხვის შედეგია ბრონტეების წარმოდგენები და ფანტაზიები,რომლებიც მათ მოგვიანებით თავიანთ ნაწარმოებებში ჩააქსოვეს.

დაახლოებიტ 1831 წელს ანა და ემილი გაეყარნენ შარლოტას და პატრიკს და ერტად დაიწყეს ახალი მოთხრობის წერა.ამ დროს ანა ძალიან ახლსო იყო ემილისთან.1833 წელს როდესაც სტუმრად შარლოტას ახლო მეგობარი ელენ ნუსე ჩამოვიდა,თქვა,რომ ანა და ემილი ტყუპებივით გვანან ერთმანეთსო.ის ანა აღწერს:”ანა თბილი,ძვირფასი.ყველასგან განსხვავებული გარეგნობით.დეიდა ელიზაბეტის რჩეული.მისი ძალიან ღია ფერის ყავისფერი თმები.მისი კულულები კისერთან.მისი ლურჯი იასამნიფერი თაველები და კალმით ნახატი წარბები.”

ანა სწავლას დიდი ყრუადრებას აქცევდა.მან  თავისი დისთან შარლოტასთან ერთად დაიწყო მეცადინეობა შარლოტა როგორც მასწავლებელი ანა კი მისი მოწაფე. მოგვიანებით ანა იღებს უფრო სერიოზულ გაკვეთილებს მის ვულერისგან.

15 წლის შემდეგ ანა პირველად გაემგზავრა სახლიდან და შეიძინა მეგობრები.

1849 წლის 28 მაისს ორშაბათს,შუადღის 2 საათზე ანა ბრონტე წყნარად და მშვიდად გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ანას მეორე წიგნი The Tenant of Wildfell Hall.

Anne Brontë Books

1.  The Tenant of Wildfell Hall

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s