ემილი ბრონტე

ემილი ბრონტე – Emily Brontë (1818 – 1848)

ემილი ბრონტე 1818 წლის 30 ივლისს ბრედფორდთან ახლოს მარია ბრონვილის და პატრიკის ოჯახში.ემილი შარლოტა ბრონტეს უმცროსი და იყო.1820 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რამოდენიმე მილის მოშორებით ჰავორთიდან,სადაც პატრიკი უვადო კურატორად იქნა დანიშნული.

1821 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ,როდესაც ემილი სულ რაღაც 3 წლის იყო,მისი უფროსი დები ელიზაბეტი შარლოტა და მარია ქალთა სკოლაში გაგზავნეს.რომელიც შარლოტას მოგვიანებიტ აღწერილი აქვს თავის ცნობილ ნაწარმოებში “ჯეინ ეარი”.იმ დროს თავი იჩინა ტიფუსის ეპიდემიამ,რის შედეგადაც მარია და ელიზაბეტი გარდაიცვალნენ.მარიას ტუბერკულოზი ჰქონდა,ის სახლში გაგზავნეს სადაც მალევე გარდაიცვალა.ემილიმ ტავის დებთან ერთად შარლოტასტან და ელიზაბეტთან ერთად სკოლა დატოვა.სახლში დაბრუნების შემდეგ ელიზაბეტიც მალევე გარდაიცვალა.

სამი გადარჩენილი დას და ერთი ძმას პატრიკს მამა და დეიდა ელიზაბეტი ამეცადინებდნენ.

როდესაც ემილის 13 წელი შეუსრულდა თავის დასთან ანასთან ერთად დაწერა მოთხრობა კუნძლ გონდალის შესახებ. 

ჩვიდმეტი წლის ასაკში ემილი ასწავლიდა მუსიკას სკოლაში სადაც მისი და შარლოტა ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.მოგვიანებიტ ემილი ავადმყოფობის გამო სახლში ბრუდნება,მის ადგილს კი ანა იკავებს.ამ დროს გოგონების ოცნება იყო გაეხსნათ საკუთარი სკოლა.

ემილი მასწავლებელი გახდა  Law Hill-ის სკოლაში 1838 წლის სექტემბერში,როდესც ის ოცი წლის იყო.1839 წლის აპრილში მისი ჯანმრთელობა შეირყა სტრესული მდგომარეობის გამო რომელიც 17 საათინი მუშაობის შედეგად იყო გამოწვეული.ემილი თავისით ვარჯიშობდა პიანინოზე და წიგნების მეშვეობიტ გერმანულის სწავლა შეძლო.

1842 წელს ემილი ტავის დას შარლოტას შეუერთდა და მათ ბრიუსელის ინტერანატში დაიწყეს მასწავლებლობა.ისინი ცდილობდნენ დაეხვეწათ გერმანული და ფრანგული ენები.ამ პერიოდიდან ემილის 9 ფრანგული ესე გადარჩენილია.დები დეიდა ელიზაბეტის სიკვდილის გამო სახლში დაბრუნდნენ.მათ საკუტარი სკოლის გახსნა სცადეს თავიანთ სახლში მაგრამ უშედეგოდ.

1844 წელს ემილიმ თავისი ყველა პოემის გადაწერა დაიწყო ორ რვეულში,რომელიც 1845 წელს შარლოტამ აღმოაჩინა.

1846 წელს დების ემილის და ანას პოემები დაიბეჭდა.დები ფსევდონიმები აირჩიეს წიგნების გამოსაქვეყნებლად.შარლოტამ კურერ ბელი აირჩა,ემილიმ ელის ბელი,ხოლო ანამ აქტონ ბელი.

1847 წელს ემილის ერტადერთი რომანი “ქარიშხლიანი უღელტეხილი” იბეჭდება.წიგნი მოგვიანებით კლასიკად იქნა აღიარებული.1850 წელს შარლოტამ თავიდან გამოსცა ემილის რომანი მისი ნამდვილი სახელიტ და გვარით.

თავისი დების მსგავსად ემილის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა.1848 წლის სექტემბერში თავისი ერტადერთი ძმის დასაფლავებაზე ემილი გაცივდა.ის ძალიან მალე გახდა და უარს ამბობდა წამლებზე რის შედეგადაც 1848 წლის 19 დეკემბერს შუადღის 2 საათზე გარდაიცვალა.

Emily Brontë Book

1.Wuthering Heights – ქარიშხლიანი უღელტეხეილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s