შარლოტა ბრონტე

შარლოტა ბრონტე – Charlotte Brontë (1816 – 1855)

შარლოტა ბრონტე დაიბადა 1816 წელს იორკშირში.ის იყო მარიას და პატრიკის მესამე ქალიშვილი.1820 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რამოდენიმე მილის მოშორებით ჰავორთიდან,სადაც პატრიკი უვადო კურატორად იქნა დანიშნული.ქალბატონი ბრონტე 1821 წლის 15 სექტემბერს კიბოთი გარდაიცვალა.მან თავისი 5 ქალიშვილი და ერთი ბიჭი აღსაზრდელად თავის დეიდას ელიზაბეტ ბრონველს დაუტოვა.1824 წლის აგვისტოში შარლოტა თავის სამ დასთან ემილისთან,მარიასთან და ელიზაბეტთან ერთად გოგოების სკოლაშ გაგზავნეს,რომელიც ლანკშირში მდებარეობდა.შარლოტამ მოგვიანებით ჯანმრთელობა შეერყა,ეს გამოიწვია თავისი ორი დის მარიას და ელისაბეტის სიკვიდლმა.ისინი ტუბერკულოზით გარდაიცვალნენ.ამის შემდეგ შარლოტა სახლში ბრუნდება.სახლში შარლოტა გადარჩენილ ორ დასთან ემილისთან ანასთან და ძმასთან ბრონველთან ერთად ცხოვრობდა.ისინი იწყებენ წერას.შარლოტა და თავისი ძმა წერენ ისტორიას თავიანთი ქვეყნის შესახებ რომელსაც ერქვა ანგირა.ხოლო ემილიმ და ანამ დაწერეს პოემები და სტატიები გონდალის შესახებ. ნაწერები მოწონებულ იქნა და აქედან იწყება მათი მოგზაურობა ლიტერატურაში.

შარლოტა სწავლას მირფილდში აგრძელებს,რომელიც 1831 წლიდან 32 წლამდე გრძელდება.აქ ბრონტე ხვდება თავის ორ განუყრელ მეგობარს ელენ ნუსის და მერი ტეილორს.ამ პერიოდში აქვს მას თავისი ნოველა “მწვანე ჯუჯა” დაწერილი,რომელიც გამოიცა სხვა სახელით კერძოდ ველესლი.შარლოტა ხდება მასწავლებელი 1835 წლიდან 1838 წლამდე და ის იღებს პირველ ოჯახს იორკშირში აღსაზრდელად.

1842 წელს შარლოტა და თავისი და ემილი ბრუსელში მოგზაურობენ. ისინი იწყებენ ინტერნატში მუშაობას რომელსაც სათავეში კონსტანტინ ჰეგერი და მისი ცოლი კლერი ზო უდგანან თავში.სკოლაში შარლოტა ინგლისურის მასწავლებლად ემილი კი მუსიკის მასწავლებლად იწყებს მუშაობას.მათი მუშაობა ძალიან მცირე ხანს გრძელდება რადგანაც 1842 წლის ოქტომბერში დეიდა ელიზაბეტი რომელიც უვლიდა მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში კვდება შიდა ობსტრუქციის შედეგად.1843 წელს შარლოტა მარტო ბრუნდება ბრუსელში და მასწავლებლად მუშაობას განაგრძობს.მეორეჯერ ინტერნატში ყოფნის დროს შარლოტა თავს ძალიან მარტოდ გრძნობს და ეს ხდება 1844 წლის იანვარში მისი სახლში დაბრუნების მიზეზი.

1848 წელს მათი ერთადერთი ძმა ბრონვილი  ქრონიკული ბრონქიტით გარდაიცვლება,რაც გამოიწვია ზედმეტი სასმელის მიღებამ,მაგრამ შარლოტას ბოლომდე სჯეროდა,რომ ის ტუბერკულოზით გარდაიცვალა.შარლოტას დები ემილი 1848 წელს ხოლო ანა 1849 წელს დეკემბერში ტუბერკულოზით გარდაიცვალნენ.

ცოცხლებში მარტო შარლოტა და მამამისი დარცნენ.შარლოტა წერს რომანს სახელად “ჯაინ ეარი” რომელიც მოგვიანებიტ სახელს გაითქვამს და ძალიან პოპულარული გახდება.ეს განაპირობებს ასევე შარლოტას მოგზაურობას ლონდონში.ლონდონში ის ხვდება ნამდვილ სოციალურ წრეში ჰარიეტ მარტინთან,ელიზაბეტ გასკელთან,უილიამ მეიქპისტან და ლევისთან ერთად.რომანის მთავარი პერსონაჟი ჯეინ ეარი შარლოტას პროტოტიპია.შარლოტას არასდროს მიუტოებია მამამისი რამოდენიმე კვირაზე მეტხანს.

1854 წლის ივნისში შარლოტა ცოლად მიჰყვება არტურ ბელ ნიკოლს.ქორწინების შემდეგ ძალიან მალე შარლოტა  დაორსულდება.მისი ჯანმრთელობა ამ დროს ძალიან ირყევა რასაც მისი ბიოგრაფი გასკელი აღწერს თავის ნაწარმოებში.1855 წელს შარლოტა თავის დაუბადებელ ბავშთან ერთად კვდება,38 წლის ასაკში.არის ვარადუდები რომ ის ტუბერკულოზით გარდაიცვალა.ასევე არის ესეთი ფაცტი,რომ ის ტიფუსით გარდაიცვალა რომელიც ერთ-ერთ მსახურს სჭირდა და ვარაუდობენ რომ სწორედ ამ მსახურმა გადადო მას ეს დაავადება.ეს მსახური მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან მალე გარდაიცვალა.

Charlotte Brontë Books

1.Jane Eyre


2.Villette

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s