ჯეიმზ ჯოისი

ჯეიმზ ჯოისი – James Joyce 

ჯეიმზ ავგუსტინ ჯოისი დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში, დუბლინის გარეუბან რეთგერში. იგი ოჯახში უფროსი შვილი გახლდათ. მისი ორი ტყუპისცალი ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას ტიფით გარდაიცვალა. ჯოისების ოჯახი წარმოშობით ფერმოიდან, კორკის საგრაფოდან გახლდათ. ჯოისის მამა და ბაბუა მდიდარი ოჯახის შვილებზე დაქორწინდნენ. 1887 წელს ჯეიმსის მამა ჯონ სტანისლოს ჯოისი გახდა ადგილობრივი ყადაღის შემგროვებელი, რამაც ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯოისები საცხოვრებლად გადავიდნენ შედარებით პრესტიჟულ ქალაქ ბრეიში, დუბლინიდან 12 კილომეტრის დაშორებით. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის პატარა ჯეიმსს უკბინა ძაღლმა, რამაც მომავალში დიდი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე, ჩამოუყალიბდა რა ძაღლებისადმი შიშის სინდრომი. ჯეიმსს ასევე ეშინოდა გრუხუნის. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბავშვობაში დეიდა ზღაპრებში გრუხუნს აღწერდა, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელს. 1981 წელს ჯოისმა დაწერა პოემა “Et Tu Healy” ჩარლზ სტიუარტ პარნელის გარდაცვალების პატივსაგებად. ჯოისის მამას არ მოწონდა პარნელი მისი კათოლიკურ ეკლესიაზე დამოკიდებულებითა და ირლანდიის ჰოუმრულის ინიციატივის ჩავარდნის გამო. უფროსმა ჯოისმა დაბეჭდა პოემა და პროტესტის ნიშნად გააგზავნა ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იმავე წლის ნოემბერში, ჯონ ჯოისი ოფიციალურად გაკოტრდა, ხოლო 1893 წელს ჩამოართვეს სახელმწიფო პენსია, რამაც ოჯახში დიდი ფინანსური პრობლემები წარმოშვა.სტრესის ნიადაგზე ჯონ ჯოისს სასმელისადმი მიდრეკილება ჩამოუყალიბდა. ჯეიმს ჯოისმა 1888 წელს ჩააბარა გამოცდები კლონგოუს-ვუდის კოლეჯში. 1892 წელს, მას შემდეგ, რაც მამა ვეღარ ეხმარებოდა სწავლის ღირებულების გადახდაში, იგი იძულებული გახდა, დაენებებინა კოლეჯში სწავლისთვის თავი. თუმცა აქტიურ თვითგანათლებას ეწეოდა შინ, ო’კონელის სკოლის სისტემით. 1893 წელს მას შესთავაზეს ადგილი დუბლინის იეზუიტთა სკოლაში, ბელვედერ-კოლეჯში. შეთავაზება დამყარებული იყო მკაცრ მოთხოვნებზე, დამორჩილებოდა სკოლის კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოისი იძულებული გახდა უარეყო კათოლიციზმი 16 წლის ასაკში, თომა აქვინელის ფილოსოფია მაინც დარჩა მისი მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მეგზურად. ჯეიმსმა 1898 წელს ჩააბარა დუბლინის ახლადშექმნილ კოლეჯში ინგლ.University College Dublin (UCD), თანამედროვე ენების ფაკულტეტზე, კერძოდ კი ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენების განხრით. ამასთანავე ჯეიმსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა თეატრალური და ლიტერატურული წრეების მუშაობაში. რევიუ ჰენრიკ იბსენის “ახალი დრამის” შესახებ გახლდათ ჯოისის პირველი ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 1900 წელს და თავად ნორვეგიელი დრამატურგის მადლობა დაიმსახურა. ჯოისმა ამ პერიოდში დაწერა რამდენიმე სხვა სტატია და სავარაუდოდ, ორი პიესა(რომლებიც არ შემონახულა). ბევრი მეგობარი, რომლებიც ჯოისმა გაიჩინა დუბლინის უნვიერსიტეტში სწავლისას, შემდგომში გახდნენ მისი ნაწარმოებების მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. იგი აგრეთვე გახლდათ დუბლინის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ისტორიის საზოგადოების აქტიური წევრი. 1900 წელს მან საზოგადოების ერთ-ერთ შეკრებაზე წარმოადგინა “დრამა და ცხოვრება”. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს, ჯოისმა დატოვა დუბლინი და მედიცინის შესასწავლად გაემგზავრა პარიზში. თუმცა სინამდვილეში ფულის ფლანგვის მეტს არც არაფერს აკეთებდა. რამოდენიმე თვის შემდეგ იგი დაბრუნდა ირლანდიაში მას შემდეგ, რაც დედამისს ეშინოდა რა თავისი შვილის უპატივცემლობის, ჯოისის დედა ცდილობდა, ეზიარებინა, თუმცა ყოველი მისი ცდა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ ჯოისის დედა ჩავარდა კომაში და გარდაიცვალა 13 აგვისტოს, უარყოფილი შვილის მიერ, რათა მუხლმოყრილი ელოცა მისი სულის გადასარჩენად. დედის გარდაცვალების შემდეგ ჯოისმა მოუხშირა სმას, რამაც სახლში გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა. იგი თავს ირჩენდა წიგნების რევიუირებით, კერძო გაკვეთილებით და ასწავლიდა სიმღერას. მისმა ერთ ერთმა მოსწავლემ 1904 წელს ბრინჯაოს მედალი აიღო ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში. 1904 წლის 7 იანვარს ჯოისი ეცადა, გამოექვეყნებინა ახალგაზრდა ხელოვანის პოტრეტი – ესთეტიური ესსე, მაგრამ ჟურნალმა დანამ უარი განაცხადა. ჯოისმა თავის 22-ე დაბადების დღისათვის გადაწყვიტა, ესსე განეახლებინა და ექცია რომანად, დაერქმია ახალი ვერსიისთვის “სტივენ ჰეროუ”. თუმცა ჯოისს არასოდეს არ გამოუქვეყნებია ეს ნაწარმოები მისი ორიგინალური სახელწოდებით. ეს იყო ის წელი, როდესაც ჯოისი შეხვდა ნორა ბენაქლს, ახალგაზრდა გოგონას გალვეიდან, რომელიც მუშაობდა დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში. 1904 წლის 16 ივნისს, ჯოისი და ნორა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პაემანზე. სწორედ ეს დღე გახდა ჯოისის ბრწყინვალე ნაწარმოებში, ”ულისეში” აღწერილი დღის თარიღი. რამოდენიმე ხნის განმავლობაში ჯოისი დარჩა დუბლინში , თუმცა ძალიან მოუმატა სასმელის სმას. ერთ დღეს, როდესაც მწერალი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი სკანდალის მიზეზი გახდა, რომლისგანაც მამამისის შორეულმა ნაცნობმა ალფრედ. ჰანთერმა იხსნა, რომელმაც იგი შეიკედლა საკუთარ სახლში ჰანთერი აღმოჩნდა ებრაელი, რომელსაც ჰყავდა მოღალატე მეუღლე. სწორედ იგი გახდა ულისეს პერსონაჟის, ლეოპოლდ ბლუმის პროტოტიპი. ჯოისი დაუახლოვდა ოლივერ ჯონ გოგართს, ულისეს პერსონაჟ ბაკ მალიგანის პროტოტიპს. მწერალმა გოგართის ციხესიმაგრეში 6 ღამე გაატარა, რაც ბოლოს დასრულდა ამ უკანასკნელის მიერ ჯოისის მიმართულებით გასროლით. ჯეიმსი იმავე ღამეს დაბრუნდა დუბლინში. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მწერალმა კუნძული დატოვა და კონტინენტზე ნორასთან ერთად გაემგზავრა.

James Joyce Books

1.Ulysses – ულისე

2.Dubliners – დუბლინელები

3.A Portrait of the Artist as a Young Man

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s