ჰომეროსი

ჰომეროსი – Homer

ჰომეროსი  ლეგენდარული ბერძენი პოეტია, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა და ოდისეის შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრახომიომახია  (ბაყაყისა და თაგვის ომი) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.

გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის.
ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.

.The Odyssey

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s