პაულო კოელიო

პაულო კოელიო – Paolo Coelho

პაულო კოელიო  დაიბადა 1947 წლის 24 აგვისტოს  რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად.

შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად.ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია – ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული რომ იყო ბრაზილიაში და არამხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო “ნორმალურ” სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.

1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.

ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს “ჟ”-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის “რამ” (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც “ჟ” მისი მასწავლებელია.

ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილია და ტარბში, საფრანგეთი.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s