Francesca Woodman

Francesca Woodman

ფრანჩესკა ვუდმენი იყო ამერიკელი ფოტოგრაფი,რომელიც ცნობილი იყო თავისი შავ თეთრი ფოტოებით,სადაც მოდელი თავად და სხვა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ.ბავშვობა ფრანჩესკამ იტალიაში გაატარა,კერძოდ ფლორენციაში,სადაც თავის მშობლებთანერთად ცხოვორბდა,რომლებიც ასევე ხელოვნები ყივნენ.მისმა ნამუშევრებმა ყურადღება მხოლოდ მაშინ მიიქცია,როდესაც 22 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„18 წლის გოგო რომ წელამდე გაზრდილი თმით დადის, მთლად ნორმალური ვერ უნდა იყოს, არა?“ – ეს დაკვირვება თვითმკვლელობამდე ოთხი წლით ადრე წელამდე თმაჩამოშლილმა ფრანჩესკა ვუდმანმა თავის მეგობარ ბეტსი ბერნის გაანდო, გოგოებს შორის რომ ხდება ხოლმე, ერთ-ერთი ისეთი საუბრის დროს. ხელოვნების სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფიაში გენიოსად და მით უფრო, ვუნდერკინდად აღიარებული ადამიანები იშვიათობას წარმოადგენენ. თუმცა ფრანჩესკა ვუდმანის სახელის გარშემო ატეხილი ხმაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაგვახსენდება, რომ გამონაკლისი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, წესს ადასტურებს. გოგონას 800-მდე ფოტო, მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, ხელოვნებათმცოდნეებსა და ფოტომოყვარულებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. ადრეული სიკვდილის ფაქტმა კი მისი ნამუშევრების იდუმალება უფრო გაამძაფრა. გაუთავებელი ძიება, საკუთარ თავზე (და სხეულზე) დაკვირვება და რაც მთავარია თვითირონია, ფრანჩესკა ვუდმანის ავტოპორტრეტების განუყოფელი ნაწილია. ფოტოსურათებზე მისი შიშველი სხეული ხან საფლავის ქვას ეხუტება, წარწერით To Die Is Gain (სიკვდილი შენაძენია), ხანაც ვიქტორიანული სტილის ოთახში, კედელზე დახატულ შავ-თეთრ ყვავილებში შეუმჩნევლად გარდასახვასა და გაქრობას ცდილობს. სიკვდილის და ფოტოგრაფიის კავშირი ხომ სამყაროსავით ძველი თემაა. თუნდაც როლან ბარტის ესე Camera Lucida გავიხსენოთ, რომელშიც ის ფოტოგრაფიას სიკვდილთან აიგივებს. ფოტოზე გამოსახული ადამიანი ბარტისთვის მკვდარია – ის ოდესღაც იყო, მაგრამ აღარ არის. ფერწერული ტილოსგან განსხვავებით, რომელზეც გამოხატული ადამიანის თუ საგნის არსებობა ბარტს არც კი აეჭვებს, მისთვის ის თავიდანვე ხელოვანის ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა კრიტიკოსების აზრით, ფრანჩესკას ფოტოების უმეტესობა არა იმდენად სიკვდილის თემაზეა აგებული, რამდენადაც გოთურ ესთეტიკას ეხმაურება. ფემინისტები, თავის მხრივ, ვუდმანის ფოტოებში ქალის დაქვემდებარებული პოზიციის ასახვის და ხელოვნების საშუალებით მასთან დაპირისპირების სურვილს ხედავენ. სიურრეალიზმის მოყვარულები პირველ რიგში ფანტასმაგორიულ ელემენტებს უსვამენ ხაზს და მის ნამუშევრებს ყოველდღიური ყოფისგან გაქცევის მცდელობად აფასებენ, პოსტმოდერნისტები კი ფროიდის და ლაკანის ჭრილში ცდილობენ სექსუალური სიმბოლიკის ამოკითხვას და ასე დაუსრულებლად.

ფრანჩესკა ვუდმენი დაიბადა 1958  წლის 3 აპრილს დენვორში,კოლორადოში,ცნობილი მხატვრების ჯორჯ და ბეტი ვუდმენების ოჯახში.მისი უფროსი ძმა ჩარლი მოგვიანებით გახდა ასოცირებული ელექტრონული ხელოვნების პროფესორი.

1963-1971 წლებში ვუდმენების ბავშვები ბოდლერის საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.ფრანჩესკა საშუალო სკოლაში 1972 წელს შევიდა.სწორედ მასაჩუსეტის “ებოტი”-ის კოლეჯში გამოამჟღავნა მან თავისი ნიჭი ფოტოგრაფიაში.”ებოტი”-ს აკადემია 1973 წელს “ფილიპი”-ს აკადემიას შეუერთდა.ფრანჩესკამ საჯარო სკოლა 1975 წელს დაამთავრა.სწორედ ამ წელიწადს ზაფხულს ის თავის ოჯახთან ერთად,იტალიაში კერძოდ კი ფლორენციაში ატარებდა.

 ამ ვოიაჟების შედეგად, გოგონამ იტალიური ინგლისურზე არანაკლებ კარგად შეისწავლა, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი შემოქმედება. როდესაც გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ფრანჩესკა სასწავლებლად რომში გაემგზავრა, მას არ გასჭირვებია საერთო ენის გამონახვა იტალიელ ხელოვანებთან და ინტელექტუალებთან, რომელთა თავშეყრის ადგილს ბუკინისტური მაღაზია Libreria Maldoror წარმოადგენდა.
იქაურობას ფრანჩესკა ხშირად სტუმრობდა, ფოტოების პირველი გამოფენაც სწორედ მალდორორში მოაწყო. სიურრეალიზმითაც იქ ნაპოვნი ანდრე ბრეტონის წიგნის კითხვისას დაინტერესდა. „ფრანჩესკასთვის სიურრეალიზმი პირველ რიგში მალდორორსა და მის კედლებში იყო“, – იხსენებდა მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე, ჯორჯიო კასეტი, რომელიც ვუდმანს ენიგმატურ პიროვნებად აღიქვამდა – შორეული ამერიკიდან ჩამოსული გოგონა, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს იტალიურად და კარგად ესმის ყველაფერი, რაც მალდორორის ვიწრო კედლებში ხდება. „არ ვიცი ჩვენ უფრო ვახდენდით მასზე გავლენას, თუ ის ჩვენზე“, – ამბობდა იგი.

1975 წლის დასაწყისში ვუდმენი Rhode Island School of Design-ში ჩაირიცხა,რომელიც პროვიდენში მდებარეობდა.(როდ აილენდი).

1977 – 1978 წლებში ფრანჩესკა რომში RISD-ს პროგრამას სწავლობდა.როგორც თავად ამბობდა იტალიამ ძალიან იმოქმედა მასზე.ამიტომ იძლებული იყო ემეგობრა ინტელექტუალებთან და მხატვრებთან.1978 წლის ბოლოსკენ როდ აილენდში დაბრუნდა.

1979 წელს  ვუდმენების ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.ზაფხული სტენვუუდში,ვაშინგტონში გაატარეს.ფრანჩესკა ნიუ-იორკში თავისი ფოტოგრაფიის კარიერის შესაქმნელად დაბრუნდა.აგზავნიდა პორტფოლიოებს ფოტოგრაფებთან,მაგრამ უშედეგოდ.

1980 წლის ზაფხულში ფრანჩესკა იყო “ფოტოგრაფი-თავის საცხოვრებელში”.

1980 წლის ბოლოსკენ ფრანჩესკა თავისი ნამუშევრების  და  პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭების გამო დეპრესიაში ჩავარდა.

1981 წლის 19 იანვარს ფრანჩესკა ვუდმენი ნიუ-იორკის საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა.

Francesca Woodman Photography

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s