Andy Warhol

Andy Warhol

ენდი ვარჰოლი დაიბადა 1928 წელს პიტსბურგში(პენსილვანია, აშშ)წარმოშობით არის სლოვაკეთიდან.

ენდის ნამდვილი სახელი იყო ენდიუ ვარჰოლა, რომელიც ჟღერადობის გამო გადაცვალა ენდი ვარჰოლზე.

ენდი მუშაობდა ჟურნალების გამფორმებლად/ილუსტრატორად “Vogue”, “The New Yorker” და “Harper’s Bazaar”-სთვის. ენდის განსხვავებულმა მხატვრობის სტილმა ის მალე პოპულარული გახადა, მის მიერ დახატულმა ფეხსაცმელმა – მელნით მალე ის ყველაზე პოპულარულ გამფორმებლად აქცია ნიუ-იორკში.

1952-ში გააკეთა თავისი პირველი გამოფენა Hugo Gallery-ში.

60-იანებში ენდიმ დაიწყო ყოველდღიურად ხატვა, ის ხატავდა კოკა-კოლის და სუპის ქილებს, ამ ნახატებმა მალე ენდის სუპერპოპულარულობა მოუტანა ხელოვნების სამყაროში.

ენდის უნდოდა დაემტკიცებინა რომ ხელოვნება იყო ყველგან, ყველაზე იაფფასიან ნივთებშიც კი.

ენდიმ შექმნა თავისი ოფისი – The Factory.

სადაც იკრიბებოდა მთელი ნიუ-იორკის ნაღები საზოგადოება, სადაც ენდი მუშაობდა (ხატავდა, იღებდა ფილმებს და ფოტოებს) და სადაც იგი ატარებდა მთელ თავის დროს.

ეს იყო ქაოსური ადგილი, ენდის სტილში. ენდიმ გადაიღო 300-ზე მეტი ექსპერმინეტული ფილმი, ბევრი მათგანი იყო პორნოგრაფიული, ზოგიც კი ზედმეტად ექსტრავაგანტული.

პირველი ფილმი რომელიც ენდიმ გადაიღო გრძელდებოდა 6 საათი და მასში მთელი ამ დროის მანძილზე ნაჩვენები იყო, თუ როგორ ეძინა კაცს, ფილმს ერქვა “ძილი”

70 -80-ში მისი გატაცება იყო ამერიკის ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანების პორტრეტების შექმნა, როგორებიცაა: Mick Jagger, Marilyn Monroe და Elvis Presley-ს.

სწორედ ენდის ეკუთვნის სტილი, მერლინ მორნოს თავის რამოდენიმე ფერში გაკეთებული.

ამ პერიოდში მან გამოუშვა ჟურნალი “Interview” რომელიც დღემდე გამოდის.

გახსნა საკუთარი ღამის კლუბი და გამოუშვა წიგნი: “The Philosophy of Andy Warhol”.

ენდი ვარჰოლი გარდაიცვალა 1987 წლის 22 თებერვალს.

მას უკეთებდნენ ნაღვლის ბუშტის ოპერაციას, რომელიც არ უნდა ყოფილიყო სარისკო თუმცა მიუხედავად ყველაფრისა,ენდი გარდაიცვალა.

ენდი იყო ჰომოსექსუალი და მას ქონდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხასიათი.

ჰქონდა მისწრაფება გამხდარიყო ყველაზე პოპულარული და მდიდარი, და გაეგო ყველას თუ როგორ მიაღწია მან ამ ყველაფერს.

␟ ␘ ␠ ␤ ␋ ␌ ␍ ␎ ␏ ␐ ␑ ␒ ␓ ␔ ␕ ␖ ␗ ␙ ␜ ␝ ␞

Andy Warhol’s Pop Art

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s