Robert Doisneau
ფრანგი ფოტოგრაფი რობერტ დუანო დაიბადა 1912 წლის 14 აპრილს (გარდაიცვალა 1994წ).
სკოლის დამთავრების შემდეგ, 13 წლის ასაკში აბარებს ტეხნიკუმში, აქ თურმე მიფუჩეჩებულად ასწავლიდნენ ხელოვნებას და ამიტომ, დაიწყო დამატებით, ღამის სკოლაში სიარული, სადაც გამწარებული ხატავდა ნატურმორტებს.
1929 წლიდან ფოტოგრაფიით მხოლოდ ერთობოდა, 1934 წელს კი _ უკვე პროფესიონალი გახდა.
5 წელი იმუშავა ქარხანაში “რენო”, სარეკლამო ფოტოგრაფად და მიხვდა _ ის დაბადებული იყო ქუჩის ფოტოგრაფად და საერთოდ არ აინტერესებდა სარეკლამო ფოტოგრაფია.
1952 წლიდან ხდება ჟურნალ Vogie-ს ფოტოგრაფი.
აქაც სული ეხუთებოდა და განაცხადა: “მოდის ჩვენებები არ მიყვარს, არ აღმიძრავს განსაკუთრებულ ემოციებს, არმიყვარს როცა ვალდებული ვარ მაინც და მაინც ეს მოდელი გადავიღო მაინც და მაინც ამ კაბაში. ჰოდა, მიატოვა ყველაფერი და გაიჭრა პარიზის ქუჩებში: “აი, ეხლა ვარ მე თავისუფალი”.
დილიდან დაღამებამდე მუშაობდა, უყვარდა თავისი საქმე და ამან დიდი ფულიც მოუტანა.
რამოდენიმე ხანი მუშაობდა სააგენტოში ADEP, ანრი კარტიე ბრესონთან და რობერტ კაპასთან ერთად. ბრესონმა შესთავაზა გაწევრიანებულიყოMagnum Photos, მაგრამ დუანომ უარი თქვა. მაგნუმი მოითხოვდა ემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში,რობერტმა კი ვერ დათმო პარიზის ქუჩები.
დუანოს სიკვდილის შემდეგ ბრესონმა განაცხადა: “აღარასდროს იქნება სიცილი და სავსე ემოციები. არანაირი გამეორება,ის იყო სავსე მხოლოდ მოულოდნელობებით”.
Robert Doisneau Photography