Werner Bischof

Werner Bischof

 

ვერნერ ბიშოფი
შვედი ფოტოგრაფი, 1916 -1954

ვერნერ ბიშოფმა ფოტოგრაფია შეისწავლა ციურიხის ხელოვნების სკოლაში (1932 – 1936 წლებში). შემდეგ მან გახსნა სარეკლამო-ფოტო სტუდია, რომლისთვისაც 1939 წლამდე მოუწია თავის დანებება სამხედრო სამსახურის გამო. 1942 წელს ბიშოფი თანამშრომლობს „ Du magazine„ -თან თავისუფალ ჟურნალისტად, რის შედეგადაც 1945 წელს მოიპოვა მსოფლიო აღიარება რეპორტაჯით “War’s Devastation”.

მომდევნო წლებში, ბიშოფი, მოგზაურობს იტალიასა და საბერძნეთში . 1948 წელს მან გადაიღო ზამთრის ოლიმპიადა სან-მორიცში, ჯურნალ ლაიფისთვის(Life). აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში მოგზაურობების შემდეგ, ღებულობს შემოთავაზებებს ობსერვერისგან(Observer) და პიქჩერ პოსტისგან(Picture Post) და ხდება პირველი ახალი ფოტოგრაფი, რომელიც შედის სააგენტო “MGNUM”–ის დამფუძნებლებში, 1949 წელს.

ბიშოფს არ მოსწონდა ჟურნალების “ზედაპირული და სენსაციური” ხედავა, ამიტომ თავისი სამუშაო ცხოვრება მიუძღვნა წესრიგს და სიწყნარეს ტრადიციულ კულტურაში. მას არ იზიდავდა ჟურნალის რედაქტორები, ვისაც სენსაციური მასალები სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა 1951 წელს, ლაიფ-მა ბიშოფი გააგზავნა ინდოეთში შიმშილობის თემაზე რეპორტაჯის მოსამზადებლად. მოგვიანებით მან მუშაობა განაგრძო: იაპონია, კორეა, ჰონკონგსა და ინდოჩინეთში. მის მიერ მუშაობის პერიოდში გადაღებული ფოტოები ხვდება მსოფლიოს წამყვან გამოცემებში.

1954 წელს იგი მოგზაურობს მექსიკასა და პანამაში. ჭეშმარიტების ძიების სწრაფვამ, ბიშოფი მოახვედრა პერუს შორეულ რეგიონში, სადაც ფილმის გადაღებას აპირებდა. სამწუხაროდ, შემთხვევით მისი ჯიპი გადაიჩეხა კლდიდან, ანდებში. 1954 წლის 15 მაისს. ბიშოფი დაიღუპა, „MAGNUM“-ის დამაარსებელი რობერტ კაპას, ინდოჩინეთში დაღუპვამდე, 9 დღით ადრე.

Werner Bischof Photography

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s