Pop Art

Pop Art

Pop Art — Popular Art

პოპ-არტი XX საუკუნის ერთ-ერთი მძლავრი, პოპულარული ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობაa. წარმოიშვა 1950-იან წლებში ბრიტანეთში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდებოდა აშშ-შიც. ტერმინი პირველად გამოიყენა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნე კურატორმა ლორენს ალოუეიმ. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც-არტი. მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსები, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყო როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტი პოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს, ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში. პოპ-არტი უმეტესწილად აკადემიურად აღიქმება, ვინაიდან მის მიმდევართა მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ზოგიერთისთვის ძნელად გასაგებია. პოპ-არტი მინიმალიზმთან ერთად მოიაზრება, როგორც უკანასკნელი მოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობები, და, შესაბამისად, პოსტმოდერნისტული ხელოვნების წინამორბედებად ითვლება (ან უფრო ზუსტად, თვით ზოგიერთი ადრეული პოსტმოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებადაც). პოპ-არტის მიმდeვარი მხატვრების აზრით, მათი ნაწარმოებები ხალხთა მასებისთვის მისაღები რომ ყოფილიყო, თავისი მხატვრული ფორმითაც ფართო მოხმარების საგნებს უნდა დამსგავსებოდა. „ხელოვნების ნიმუში ყველასათვის“ — ამ იდეის საჩვენებლად პოპ-არტის მიმდევრები ხშირად თავის მანუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდნენ, ანუ კოლაჟს ქმნიდნენ.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s