ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზი

ზიგმუნდ ფროიდი

ფსიქოანალიზი

თვით ფროიდი თვლიდა, რომ ფსიქოანალიზის წარმოშობა არ წარმოადგენს მის დამსახურებას. თვით ფროიდი არ იყო ჩართული პირველად წამოწყებებში, ეს იყო იოსებ ბრეიერის, ვენის ექიმის მეთოდი, რომელმაც პირველად ის გამოიყენა ერთ-ერთი ისტერიით დაავადებული პაციენტი გოგონას მკურნალობისას (1880-1882 წლებში), მაშინ ფროიდი სტუდენტი იყო და მხოლოდ მოგვიანებით გამოაქვეყნა ბრეიერთან ერთობლივი ნაშრომი “ისტერიის კვლევა”, უფრო სწორედ ბრეიერმა გამოაქვეყნა ეს ნაშრომი ფროიდთან ერთად.
ბრეიერის პაციენტი, 21 წლის გოგონა, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი იყო, ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა განსხვავებული სახის ფიზიკური და სულიერი მოშლილობებით, რასაც ძალიან სერიოზული სახე ქონდა. მას ქონდა ორივე მარჯვენა კიდურის სპასტიური პარალიჩი რასაც მგრძნობელობის დაკარგვა ახლდა თან, ერთ დროს მსგავსი დარღვევა ორივე მარცხენა კიდურისაც, თვალების მოძრაობის მოშლილობანი და მხედველობის განსხვავებული სახის ნაკლულოვანებანი, თავის დაჭერის სიძნელეები, ძლიერი ნერვიული ხველა, საკვების მიღებისადმი სიძულვილი; რამოდენიმე კვირის განმავლობაში, მიუხედავად დიდი წყურვილისა, მას არ ქონდა არაფრის დალევის სურვილი; მეტყველების დარღვევები, იმდენად ძლიერი, რომ მან დაკარგა საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრისა და მისი გაგების უნარი. საბოლოოდ, მისი მდგომარეობა სრულიად ბოდვითი იყო, პიროვნების ცვლილება მიმდინარეობდა, რაზეც ფროიდი მოგვიანებით აპირებს ყურადღების გამახვილებას.
ფროიდი ვარაუდობს, რომ როდესაც მკითხველს ესმის მსგავსი დაავადების შესახებ მისი ვარაუდია ის, რომ პაციენტს ტვინის მძიმე დაავადება ჭირს, რომელიც საერთოდ აღარ ექვემდებარება მკურნალობას. ხოლო როდესაც ჯანმრთელობის მსგავსი სურათი შეიმჩნევა ახალგაზრდა პიროვნების შემთხვევაში, რომელსაც სრულიად ჯანმრთელი გული და თირკმელები აქვს და რომელმაც ძალიან ძლიერი სულიერი ტრავმა მიიღო და თუკი ცალკეული სიმპტომები არ განიცდიან ისეთ ცვლილებას რომელიც მოსალოდნელი იყო, მაშინ შესაძლებელია უკვე ექიმმა იფიქროს რომ საქმე ისე მძიმედ არ არის როგორც ეს ჩანს. მაშინ ექიმების მტკიცებით უკვე საქმე გვაქვს არა ტვინის ორგანულ დაავადებასთან, არამედ იმ იდუმალ მდგომარეობასთან, რომელსაც ბერძნული მედიცინის დროიდან ისტერიის სახელწოდება აქვს და რომელსაც შეუძლია მთელი რიგი მძიმე დაავადებების სიმულირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში ექიმები თვლიან რომ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სრული გამოჯანმრთელება სავსებით შესაძლებელია.

Advertisements

One thought on “ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზი

  1. აბა მოვრჩეთ დაბალი ფსონებით თამაშს. ინტერნეტის სივრცეში დაიწყო არსებობა საიტმა, რომლის მოწოდებაა დაამთავროს ყოველგვარი ლაპარაკი კოველგვარ პსიქოანალიტიკოსებზე, პსიქოლოგებზე და სხვა სულის სპეციალისტებზე ფროიდისა და მისი ყველა მიმდევრების ჩათვლით. მორჩა! ნერვული სისტემის საიდუმლოებები ამოხსნილია და განთავსებულია საიტზე: http://www.psikopiziologia.com!
    შედით და დატკბით ეპოქალური აღმოჩენებით.
    პატივისცემით, ნუგზარ სიმონიშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s