მკვლელი ქალები

ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალები

 

1. ბელა სორენსონ გინესი

42 მსხვერპლი

(შავი ქვრივი)

ბელა სორენსონ გინესი იყო სერიული მკვლელი, რომელიც კლავდა როგორც სიამოვნების გულისთვის, ასევე სიხარბის გამოც.დაიბადა ნორვეგიაში, შემდეგ გადავიდა შტატებში, სადაც ცოლად გაყვა ჩიაკაგოელ ბიზნესმენს. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ ბელამ საკუთარი შვილები დაზღვევის გულისთვის მოკლა, ბავშვები კოლიტის სიმპტომებით დაიღუპნენ, მაგრამ ეს სიმპტომები მოწამვლის შედეგებსაც გავს. რამოდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ქმარიც. ბელამ რათქმა უნდა ქმრის დაღუპვის სემდეგაც მიიღო დაზღვევის ფული.ამ ფულით მან იყიდა ფერმა.ქმრის ნათესავებმა რაღაც იეჭვეს და ბელა დაადანაშაულეს საკუთარი ქმრის მკვლელობაში, მაგრამ უშედეგოდ. სასიყვარულო წერილებითა და განცხადებებით იგი საკუთარ ფერმაში იტყუებდა შუახნის მამაკაცებს, რომლებიც ვერც კი სხვდებოდნენ რომ მისი ქალური გარეგნობის მიღმა იმალებოდა საშინელი მონსტრი. შემდგომში ცნობილი გახდა რომ ე.წ “შავმა ქვრივმა” 42 მამაკაცი მოკლა. ბელამ სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა, მისი სხეული თავმოკვეთილი და დამწვარი იპოვეს სადღაც ტყეში.თუმცა ზოგს არც კი სჯეროდა რომ ეს სხეული ბელა სორენსონ გინესს ეკუთვნოდა…..

2.ჯეინ ტოპანი

31 მსხვერპლი

ჯეინი ტოპანი ექთანი იყო, რომელიც თავს ავადმყოფებსა და უქონრებს ესხმებოდა.მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა,მამამისი გიჟი იყო და მის გაზრდაზე უარს ამბობდა, რის გამოც ბოსტონის ბავშვთა სახლში გაიზარდა. სიღარიბემ და რამოდენიმე ოჯახის გამოცვლამ ჯეინში სიბრაზე და ზიზღი უფრო გააღვივა.სწავლის დროს რამოდენიმე პროფესორმა ისიც კი შეამჩნია, რომ ჯეინს არაჯანსაღი ინტერესი ჰქონდა გაკვეთის სურათების მიმართ,მიუხედავად ამისა მან სწავლა დაამთავრა და დაიწყო მუშაობა, ანუ პაციენტების მოვლა. ზოგიერთი ამ ქალს სასიამოვნოსაც კი ეძახდა და ზედმეტსახელად “მხიარული ჯეინი” შეარქვეს.ეს ექთანი სექსუალურ სიამოვნებას განიცდიდა ავადმყოფების ტანჯვისაგან და მათი სიკვდილის პირას ყოფნისაგან.ტოპანმა თავისი სექსუალური ექსპერიმენტები დაიწყო 1885 წელს და აგრძელებდა მანამ სანამ საბოლოოდ არ დაიჭირეს.იგი გაასამართლეს 11 მკვლელობის გამო, თუმცა აღიარა რომ სულ 31 ადამიანი გამოასალმა სიცოცლხეს.სასამართლომ ჯეინ ტოპანს სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნა მიუსაჯა…

3. გრაფინია ელიზაბეტ ბატორი.

მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

ცნობილია როგორც “სისხლიანი გრაფინია”.იგი ბანაობდა ახალგაზრდა ქალიშვილების სისხლში და ეგონა რომ ასეთი საქციელი მას ახალგაზრდობას შეუნარჩუნებდა. გრაფინიას საქციელში იკითხება სადიზმის ელემენტები, იგი აიძულებდა ახალგაზრდა ქალებს მსხვერპლისგან სისხლი აელოკათ და ამით თვითონ სექსუალურად კმაყოფილდებოდა.აღსანიშნავია ისიც რომ თითოეული მსხვერპლი ფიზიკურად ლამაზი იყო.გრაფინიას მეუღლე ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა.მან ციხესიმაგრეც კი აჩუქა მეორე ნახევარს თავიანთი ბნელი საქმეების განსახორციელებლად…

4. როზმარი ვესტი

ცნობილია 10 მსხვერპლი

როზმარი ვესტი ასევე ცნობილი სერიული მკვლელის ფრედი როზმარის პარტნიორი იყო.ფრედი და როზი ხალხის ნდობით სარგებლობდნენ და საკუთარ სახლში ეპატიჟებოდნენ,პირდებოდნენ კვებას და საცხოვრებელ ადგილს.ბედი, რომელიც შემდგომ ამ ხალხს დაადგებოდა-საშინელი იყო. როზი, რომელსაც 8 შვილი ჰყავდა იყო სექსუალური სადისტი, რომელიც სიამოვნებას იღებდა ტკივილისაგან. მან თავის ქმართან ერთად ჩაიდინა 10 მკვლელობა, მათ შორის საკუთარი გოგონა ჰიზერისაც.ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის, თუმცა ფრედიმ დაკავების შემდეგ საუბარში ახსენა რომ შესაძლებელია 20-ზე მეტი დაკარგული გოგონა მათ მსხვერპლი ყოფილიყო…

5.ეილინ უორნოსი

8 მსხვერპლი

ეილინს საშინელი ბავშვობა ჰქონდა, რამაც მას საზოგადოებისა და ზოგადად მამაკაცების მიმართ ზიზღი დაბადა. ძალიან ადრეულმა სექსუალურმა გამოცდილებამ ცუდი გავლენა მოახდინა მასზე. 13 წლის ასაკში დაორსულდა და 15 წლისა კი იგი უკვე სახლიდან გამოაგდეს. იგი სულით ავადმყოფი იყო, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევდა, არღვევდა კანონებს, ძარცვავდა მაღაზიებს და ცოლადაც კი გაჰყვა 70 წლის მოხუცს, რომელსაც ფიზიკურად აუპატიერებდა.ბოლოს ამ მოხუცმაც მიატოვა.მალე ეილინმა ნახა ლესბოსელი ტაირა,რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენდა. მუშაობდა გზებზე, რომ ერჩინა თავი და თავისი ლესბოსელი საყვარელი. გზებზე მუშაობა სახიფათო იყო და ერთხელაც მან გადაწყვიტა მოეკლა ადამიანი.რასაც მოჰყვა კიდევ 7 მკვლელობა.

6. ანდრეა იეტსი

5 მსხვერპლი

ზოგჯერ სერიოზული ფსიქიკური დაავადებები ძალიან დიდ როლს თამაშობენ დანაშაულის ჩადენაში. მაგალითად, შიზონეფრენიის დროს ადამიანს ესმის გარკვეული ხმები და ასრულებს მათ დავალებებს. ანდრეას შემთხვევაშიც ფსიქიკური აშლილობის ნიშნებს შევამჩნევთ. მან თავისი 5 შვილი მოკლა, უფრო სწორად აბაზანაში დაახრჩო.მას არ ქონდა შიზოფრენია დასმული, როგორც დიაგნოზი, მაგრამ სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.მათ შორის მიდრეკილება თვითმკვლელობისაკენ და მშობიარობის შემდგომი დეპრესია.მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მოკლე ინტერვალებში მშობიარობები.მისი მეუღლე მინისტრი იყო და სურდა ბევრი შვილი ჰყოლოდა,მოგვიანებით ქმარი ანდრეას ფსიქიატრს ადანაშაულებდა, რომ მან კარგად ვერ აუხსნა ანდრეას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები რომ ჰქონდა. სამწუხაროდ, ანდრეამ ერთ დღესაც გადაწყვიტა მოეკლა თავისი შვილები, რომ ცოტა ხნით სიწყნარეში ყოფილიყო.1 საათის განმავლობაში იგი ერთი მეორის მიყოლებით ახრჩობდა საკუთარ შვილებს. რის შემდეგაც დარეკა 911-ზე და ყველაფერი აღიარა, შემდგომ კი ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში და რომ მისი ცოდვები საშუალებას არ მისცემდნენ მის შვილებს წესიერები გაზრდილიყვნენ…

7. ბევერლი ალიტი

4 მსხვერპლი

ეს სერიული მკვლელი წარმოშობით ინგლისიდან იყო.ბევერლი ალიტი იყო ექთანი, რომელიც ბოროტად სარგებლობდა სამსახურეობრივი უფრლებებით.მისი მსხვერპლები ხდებოდნენ უდანაშაულო ახალდაბადებული ბავშვები, რომელთა ორგანიზმში ალიტს შეყავდა ინსულინი, რაც ბავშვების გულის გაჩერებას იწვევდა.მოკლე დროში ალიტი თავს 13 ბავშვს დაესხა, 4 მათგანი გარდაიცვალა. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში მოხდა.მსხვერპლის ასაკი იწყებოდა 7 კვირიდან და აღწევდა 5 წელს. ალიტის დაჭერის შემდეგ ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ მას სჭირდა ფსიქიური აშლილობა ცნობილი როგორც მიუნჰაუზენის სინდრომი,ამიტომ მას მიუსაჯეს მთელი სიცოცხლე ფსიქიატრიულში გაეტარებინა.ოჯახები, რომელთა ბავშვებიც მან მოკლა იმუქრებიან რომ თუ იგი გარეთ გამოვა აუცილებლად გამოასალმებენ სიცოცლეს…

8. კარლა გომოლკა

3 მსხვერპლი

კარლა კანადელი სექსუალური მანიაკი იყო, რომლის ქსელში ახალგაზრდა გოგონები ხვდებოდნენ. მისი თხოვნით მისმა მეუღლემ პოლ ბერნარდმა გააუპატიურა დაახლოებით 14 გოგონა, ბოლოს ორივეს მობეზრდა ასეთი თამაში და გადაწყვიტეს მოეძებნათ 50 ქალიშვილი,იტაცებდნენ ერთად გოგონებს და როდესაც ისინი ქალიშვილები არ აღმოჩნდეოდნენ პოლი გიჟდებოდა,თან იგი ვერ პატიობდა კარლას რომ მათი გაცნობის დროს იგი უკვე ქალიშვილი აღარ იყო.კარლამ გამოსავალი მალევე იპოვა და თავისი 15 წლის და შესთავაზა, პოლი დათანხმდა, შობის ღამეს მათ გოგონა დააძინეს და გააუპატიერს, თუმცა მას ღებინება დაეწყო, კარლამ იგი ზურგზე გადმოაბრუნა მაგრამ ზედმეტი მოუვიდა, გოგონა გაიგუდა.ამ ყველაფერს ისინი კამერით იღებდნენ.როდესაც ყველანაირი სამხილი გაანადგურეს მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო.ექიმებმა ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს.დაიჭირეს ისინი სრულიად შემთხვევით, კარლა სამსახურში ნაიარევით მივიდა რის შემდეგაც უჩივლა ქმარს ცემის გამო, პოლი დაიჭირეს და აიღეს ანაბეჭდები, რომელიც დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან აღებულს.

9.სიუზენ სმიტი

2 მსხვერპლი

სიუზენ სმიტი ფსიქიკური ავადმყოფი იყო, რის შედეგადაც სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი 2 შვილი.უბედურმა ბავშვობამ და სექსუალურმა ძალადობამ გავლენა მოახდინა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. იგი ამტკიცებდა რომ ბავშვობაში მამობილმა იგი გააუპატიურა, ხოლო როდესაც ეს ამბავი გასკდა დედამ ქმრის მხარე დაიკავაო.მას მიუსაჯეს 30 წელი.ასევე სექსუალური კავშირი ჰქონდა 2 დარაჯთან, რომელთაგანაც ერთერთმა მას ვენერიული დაავადება გადასდო.

10.დიანა დაუნსი

1 მსხვერპლი

დიანა დაუნსს ასამართლებდნენ 1984 წელს მძიმე სხეულის დაზიანებების გამო, რომელიც მან მიაყენა 3 ბავშვს,მათგან ერთი დაიღუპა. დიანამ მამაკაცის სიყვარული არჩია საკუთარ შვილებს.ერთხელაც მისმა საყვარელმა უთხრა რომ ბავშვებთან ერთად ცხოვრება არ შედის მის გეგმებში, რის გამოც დაუნსმა გადაწყვიტა მოეკლა საკუთარი შვილები. ღამით წაიყვანა ისინი მანქანით და რევოლვერი ესროლა 7 წლის გოგონას-შერილს, შემდეგ დანარჩენ ორსაც-კრისტის და დენის, 8 წლის გოგო კრისტი და 3 წლის დენი გადარჩნენ,ეს უკანასკნელი წელს ქვევით მოწყდა, ხოლო კრისტიმ მიიღო ნახევარი მხარის პარალიჩი.იგი დღესაც ციხეშია…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s