ო’ჰენრი

ო’ჰენრი – O’henry (1862 – 1910)

ო. ჰენრი (დ. 1862 – გ.1910) ამერიკელი ნოველისტი, მოულოდნელი დასასრულების ოსტატი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ ჩვეულებრივ ხალხზე წერდა. ო.ჰენრის მოთხრობები გამორჩეულია სიუჟეტის-მიხვევ მოხვევით და ჩახლართულობით.

ცოტა ვინმემ თი იცის ვინ იყო უილიამ სიდნი პორტერი, მაგრამ ო’ჰენრი ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველას ეცოდინება, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა მის შემოქმედებას. სინამდვილეში კი უილიამ სიდნი პორტერი და ო’ჰენრი ერთი და იგივე პიროვნებაა. ო’ჰენრი მისი ფსევდონიმია, რომელიც სავარაუდოდ იმ ციხის (Ohio Penitentiary) შემოკლებაა, რომელშიც მან სამი წელი გაატარა…

უილიამ სიდნეი პორტერი დაიბადა გრინსბოროში, სამხრეთ კაროლინა. მამამისი, ალგერნონ სიდნეი პორტერი, ექიმი იყო. როდესაც უილიამი სამი წლის გახლდათ, დედა გარდაეცვალა, იგი აღიზარდა მამის მხრიდან ბებიისა და მამიდის მიერ. უილიამი გაუმაძღარი მკითხველი იყო, მაგრამ მან 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, იგი მუშაობდა აფთიაქსა და ტეხასის ფერმაში. ის გადავიდა ჰიუსტონში, სადაც მას რამდენიმე სამსახური ჰქონდა, იყო ბანკის მოხელე. აუსტინში გადასვლის შემდეგ იგი 1882 წელს დაქორწინდა.

1884 წელს მუშაობა დაიწყო იუმორისტულ ჟურნალ “როლინგ სთოუნში” (მოძრავი ქვა). როდესაც იგი თავისუფალი გახლდათ იგი ჰიუსტონ პრესის რეპორტიორი და სვეტის წამყვანიც გახლდათ. ერთხელაც, რევიზიის დროს, ხუთი ათასი დოლარის ოდენობის დანაკლისი აღმოუჩინეს და ფულის უმიზნოდ განკარგვა მას დაბრალდა. ამის გამო იგი 1 წელი (1897 წ.) ჰონდურასში ემალებოდა მართლმსაჯულებას. აშშ-ში კი იმის გამო დაბრუნდა, რომ ცოლი გაუხდა ავად. 1898 წელს პოლიციას ჩაბარდა და ოჰაიოში, კოლუმბუსის ციხეში ჩასვეს. 5 წლის მაგივრად 3 წელი მოიხადა სასჯელი. ”კარგად მოქცევისათვის” ორი წელი მოუხსნეს…

პატიმრობის პერიოდში ო.ჰენრიმ დაიწყო ნოველების წერა, შოულობდა ფულს და ეხმარებოდა მის დას, მარგარეტს. მისი პირველი ნამუშევარი: “სტვენია დიკის საშობაო ცეცხლი” (1899), დაიბეჭდა მაკკლურის ჟურნალში. როდესაც პორტერმა მოიხადა სასჯელის 5 წლიდან 3 წელი, გამოვიდა ციხიდან 1901 წელს და გადაირქვა სახელი : ო.ჰენრი.

1902 წლის დეკემბრის მიწურულს ო.ჰენრი ნიუ-იორკში გადავიდა. 1906 წლის იანვარში მან დაწერა მოთხრობა ნიუ-იორკის მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ, რომელიც აგრეთვე გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალებში. ო.ჰენრის პირველი კრებული: “კომბოსტოები და მეფეები” გამოქვეყნებულ იქნა 1904 წელს. მეორე, “4 მილიონი”, გამოიცა 2 წლის დაგვიანებით, რომელიც შეიცავდა მის უცნობილეს ნოველებს: “მეგის საჩუქარი” და “მორთული ოთახი”. “მოწესრიგებული ლამპა” (1907) შევიდა კრებულ “უკანასკნელ ფოთოლში”. ჰენრის უცნობილესი ნაშრომია ანთოლოგიის ტიპის “წითელი შეფის გამოსასყიდი”, რომელიც შესულია კრებულ “კარუსელში”(1910). დასავლეთის გული (1907) წარმოდგენილია მოთხრობათა კრებულ “ტეხასის საძოვარში”. ო.ჰენრიმ გამოსცა 10 კრებული, რომელშიც შესულია 600 და მეტი ნოველა, რომელთაც წერდა სიცოცხლის ბოლომდე.

ო. ჰენრი მოთხრობების დიდოსტატია. არ დაუწერია რაიმე მოზრდილი ნაწარმოები. სიკვდილის წინ თქვა, რომ რაც აქამდე დავწერე, ამ დიდი წიგნისთვის მზადებაა, ახლა რომ დავწერო, თუმცა არ დასცალდა. მისი სამი მოთხრობა: “ექვსიანები და შვიდიანები”, “მოძრავი ქვები” და “ცოლები და მაწანწალები” ცნობილი გახდა მისი სიკვდილის შემდგომ.

ო. ჰენრი ბოლო წლებში დაავადდა ალკოჰოლიზმით, რასაც ფინანსური პრობლემები დაემატა. ის დაქორწინდა სარა ლინდსი კოლემანზე 1907 წელს, მაგრამ მისი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა, ერთი წლის შემდეგ ისინი გაეყარნენ.

ო.ჰენრი 1910 წლის 5 ივნისს ნიუ-იორკში გარდაიცვალა დიაბეტისა და ღვიძლის ციროზისაგან, უკიდურესად ღარიბი და მარტოხელა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s