ნელი ზაქსი

ნელი ზაქსი –  Nelly Sachs (1891 – 1970)

გერმანელი მწერალი და პოეტი ნელი ზაქსი,რომლის ნამდვილი სახელი და გვარი იყო ლეონი ზაქსი დაიბადა 1891 წლის 10 დეკემბერს ბერლინში,ერთ ებრაულ ოჯახში.მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს,რომ ნელის უნდა მიეღო კერძო გაკვეთილები სახლში.მამამისის ბიბლიოთეკაში ნელიმ მალევე აღმოაჩინა გერმანული კლასიკის წიგნები და შეუდგა მათ კითხვას.პირველად 17 წლის ასაკში  დაიწყო ლექსების წერა.20-იან წლებში მისი ლექსები ჟურნალებში დაიბეჭდა.

1940 წელს ნაციზმის საფრთხისგან თავიდან ასაცილებლად ნელი და დედამისი შვედეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.შვედეთში მათ დაეხმარა შვედი მწერალი ქალი სელმა ლაგერლოფი.ნელი ზაქსი დანარჩენილ სიცოცხლეს შვედეთში

საავადმყოფოებში და სანატორიუმებში ატარებს.ნელი ზაქსის ნამუშევრებში ასახულია ნაცისტური პერიოდი,რომელსაც გამოცდილების გამო ძალიან კარგად გვიხატავს,ასევე კარგად არის აღწერილი დევნის პერიოდი რომლის მონაწილეც თვითონ გახდა და რის გამოც მოუწია შვედეთში გადასახლება.

1950 წელს გარდაიცვალა ნელის დედა.დედის გარდაცვალების შემდეგ ისევ დაიწყო ლექსების წერა.ძირითადად ის იმ დიდ დანაკარგზე წერდა რომელიც დედის სახით დაკარგა.ორი წლის შემდეგ ნელი ზაქსმა  შვედეთის მოქალაქეობა მიიღო.1965 წელს ნელიმ გამოაქვეყნა თავისი პოემების კრებული სახელწოდებით “Späte Gedichte”.

1966 წელს მწერალ სამუელ აგნონთან ერთად მიიღო ნობელის პრემია.

1970 წლის 12 მაისს ნელი ზაქსი გარდაიცვალა სტოკჰოლმში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s