აგათა კრისტი

აგათა კრისტი – Agatha Christie

აგათა მერი კლარისა მილერი დაიბადა 1890 წლის 15 სექტემბერს ტორკში,ინგლისში.მისი მამა,ფრედერიკი მოგზაური იყო.უბრალო ვიქტორიანულ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იყო, უფროსი და მეჯი და ძმა – მონტი. წერა დის მიბაძვით დაიწყო – რომელსაც ძალიან მხიარული მოთხრობები გამოსდიოდა. აგათამ კი გადაწყვიტა, შიშისმომგვრელი მოთხრობა დაეწერა, მშობლებს არ მოეწონათ და უთხრეს კიდეც ქალიშვილს. გოგონამაც დიდი ხნით აიღო ხელი თხზულებების წერაზე.როდესაც  მამა გარდაიცვალა,აგატა კიდევ უფრო დაუახლოვდა დედას.ქმრის გარდაცვალების შემდეგ კლარამ მოგზაურობა პატარა აგატასთან ერთად დაიწყო.

1912 წელს აგატა შეხვდა თავის პირველ მომავალ ქმარს,რომელიც პროფესიით ავიატორი იყო.რომანს ქორწილიც მოჰყვა და ასე გახდა აგათა არჩიბალდ კრისტის მეუღლე.ქაიროში იმ დროს ომი იყო, არჩიბალდი სამხედრო სამსახურში იყო, მოიპოვებდა ორდენებს და წოდებებს, ხოლო აგათა წითელი ჯვრის ჰოსპიტალში მუშაობდა, სადაც ბელგიელი ლტოლვილები გაიცნო. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ შეხვედრამ მისცა ბიძგი ცნობილი დეტექტივის -ერკიულ პუაროს სახის შექმნაში. ჰოსპიტალის შემდეგ სამუშაოდ აფთიაქში გაგზავნეს, სადაც დიდხანს და გულმოდგინედ სწავლობდა წამლებისა და შხამების თავისებურებებს. მოგვიანებით არ დაავიწყდა ეს ცოდნა და თავის რომანებში შესანიშნავად იყენებდა მსხვერპლთა საიქიოს გასასტუმრებლად. აგათა გულისსწორს იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ ამ იშვიათი შეხვედრების დროსაც ახერხებდნენ წაჩხუბებას. ყველაფრის მიუხედავად, მაინც დაიყოლიეს მღვდელი, მოკლე დროში მათთვის ჯვარი დაეწერა. ჯვრისწერა არ იყო ხანგრძლივი, მოკრძალებულად შესრულდა.ომის დროს მეუღლე ნახევარ წლობით არ იყო შინ, აგათას ძალიან ბევრი თავისუფალი დრო რჩებოდა და აი, გაიხსენა ბავშვობის გატაცება – მწერლობა. რამ უბიძგა ახალგაზრდა ქალს, თავისი შემოქმედებისათვის დეტექტივის ჟანრი აერჩია, ახლა არავინ იცის. შესაძლოა ეს იყო რეალური ცხორების საშინელებებისაგან, ქმრის სიცოცხლის გამო მუდმივი შიშისაგან გაქცევის სურვილი.

თვითონ აგათა კრისტი ამბობდა, რომ სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას, აბაზანაში და ვაშლების ჭამის დროს იგონებდა, პირველი მის გონებაში მორიგ მკვლელობას ბადებდა, ხოლო ვაშლები – სიუჟეტის განვითარებას აჩქარებდნენ.

როცა ომი დასრულდა და ოჯახი ცხოვრების ძველებურ რიტმს დაუბრუნდა. არჩი სითიში დადიოდა, აგათა წერდა. 1919 წელს ქალიშვილი როზალინდი გაუჩნდათ. მოგზაურობდნენ, მისის კრისტის გმირი არასდროს შორდებოდა მათ – მისიე პუარო ყველგან იყო: ჰავაებშიც და ახალ ზელანდიაშიც.

არჩიბალდს არასდროს დაუმალავს, რომ სრულებით არ აინტერესებდა ცოლის ლიტერატურული შემოქმედება, გატაცებული იყო გოლფითა და ვინმე ნენსი ნილით. მაშინ აგათა ხშირად ხუმრობდა: გოლფის ქვრივი ვარო. ამავე დროს ნენსი ნილი გიჟდებოდა გოლფზე და მშვენივრადაც თამაშობდა. მალე არჩიმ აგათას განქორწინება მოსთხოვა. ცოლი ერთი წელი ეწინაღმდეგებოდა, ცდილობდა, გადაერჩინა ოჯახი, თუმცა დანებდა, როდესაც დარწმუნდა, ყველა მცდელობა ამაო იყო.

მაგრამ, მოულოდნელად, უკვე ცნობილი მწერალი… გაქრა.მოსამსახურემ სახლში ვეღარ ნახა დიასახლისი, კარი ღია იყო. პოლიციამ აგათა კრისტის მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დასვენების პატარა სახლში მიაგნო, სადაც მკურნალობდა და დარეგისტრირებული იყო ქმრის საყვარლის სახელით. ქალს არაფერი ახსოვდა… მაგრამ მართლა ამნეზია ჰქონდა თუ არა, ერთადერთმა მისის კრისტიმ იცოდა. იქნებ, უბრალოდ, უნდოდა, ეს განქორწინება მის მეუღლეს სიცოცხლის ბოლომდე დამახსოვრებოდა.
ამ შემთხვევამ შესანიშნავი რეკლამა გაუწია მის ახალ რომან ,,როჯერ ეკროიდის მკვლელობას”.
შეიტყვეს რა, რომ აგათა დარდობდა, მეგობრებმა შუმერული ცივილიზაციის მთავარი ქალაქის ურას არქეოლოგიურ გათხრებზე დაპატიჟეს.

1930 წლის ზაფხულში ჩავიდა ურას გათხრებზე. უძველეს ადგილებში მეგზურად ახალგაზრდა მეცნიერი მაქს მელოუენი შეურჩიეს. გათხრებზე ჩამოსულმა ახალგაზრდა მეცნიერმა არაბული ენა ისწავლა, მუშებს სამედიცინო დახმარებას უწევდა, აწყობდა ექსკურსიებს სახელოვანი სტუმრებისთვის, რომლებიც ურაში ხშირად ჩამოდიოდნენ. ამიტომ ისეთი ცნობილი ქალბატონის ჩამოსვლას, როგორიც აგათა კრისტი იყო, მელოუენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდებია. უბრალოდ ცდილობდა, ზრდილობიანი და თავაზიანი ყოფილიყო ამ არცთუ ახალგაზრდა ქალბატონთან.

აგათა მასზე 15 წლით უფროსი იყო და სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორადაც მაქსმა წარმოიდგინა. ხუმრობდა, იცინოდა, ადვილად ითვისებდა არქეოლოგიურ ტერმინებს, უბრალოდ მომხიბვლელი აღმოჩნდა და მაქსსაც შეუყვარდა.

მოგვიანებით აგათა კრისტი იხსენებდა: «აბსოლუტურად ბუნებრივი ვიყავი, რადგან იმის ფიქრიც კი არ შემეძლო, რომ ამ ახალგაზრდა კაცს დავაინტერესებდი. მაშინ ქმრობის კანდიდატად რომ აღმექვა, ალბათ ასე არ იქნებოდა და დავიძაბებოდი».

აგორებული რომანის მიუხედავად, აგათას გამგზავრება მოუხდა — დეპეშით შეატყობინეს, რომ ქალიშვილი ავად გახდა. როცა გოგონა მოკეთდა, აგათამ მაქსი კრესუელ ფლეისში დაპატიჯა და თან აღნიშნა, რომ ის ერთადერთია, ვინც საუზმეზე მიუწვევია.

ერთობლივი საუზმეების შემდეგ მაქსმა ხელი თხოვა. აგათა დიდხანს ყოყმანობდა, სხვადასხვა დაბრკოლებას აღმოაჩენდა. ყველაფერი მოგვარდა: როზალინდა მალე დაიყოლიეს, მაქსი კი იძულებული გახდა, კათოლიკობაზე ეთქვა უარი და ანგლიკანური ეკლესიის წევრი გახდა. მაშინ ქალმა უარი ვეღარ უთხრა და 11 სექტემბერს იქორწინეს.

აგათამ საგანგებოდ გააკეთა ახალი პასპორტი, რომელშიც უფრო ახალგაზრდა იყო. სურდა, მაქსიმალურად შეემცირებინა ასაკობრივი სხვაობა ქმართან. არადა მაქსი მთელი ცხოვრება ”პატარა გოგონად” თვლიდა, რომელზეც გამუდმებით უნდა იზრუნო, რომ ”ეზოში კაბა არ გაიხიოს”.

გადაწყვიტეს, შვილები არ გაეჩინათ – ერთმანეთი და საინტერესო საქმეებიც ყოფნიდათ ბედნიერებისთვის. სამეფო ისტორიულ საზოგადოებაში მაქსი ცნობილი მეცნიერი იყო, აგათა – მისი მოკრძალებული მეუღლე; მწერალთა კლუბში კი მაქსი უბრალოდ დიდი აგათას ქმარი იყო.

იმ დროიდან ყველა სიუჟეტი ახლო აღმოსავლეთში ვითარდებოდა, ხოლო ერკიულ პუარომ მის კვალდაკვალ მოგზაურობა მთელ მსოფლიოში დაიწყო. უფროსი იყო თავის მეუღლეზე და ზოგიერთი ნაცნობის უტაქტო შეკითხვებზე არაერთხელ გაუცია პასუხი: ,,რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტად საინტერესო ვხდები ჩემი მეუღლისათვისო”.

ამ ქორწინებამ აგათა გააბედნიერა. მეუღლეები პატივისცემით ეკიდებოდნენ ერთმანეთის გატაცებას. კლარისი ეხმარებოდა ქმარს გათხრების ფოტოგრაფირებაში, მისი მდივანიც იყო, თავი მხრივ, ქმარი სერიოზულ ინტერესს იჩენდა ცოლის შემოქმედებისადმი.

მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში აგათა კრისტიმ 78 დეტექტიური რომანი, 19 პიესა, ასევე, მოთხრობები, ლექსები და პიესები დაწერა. დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის მესამე ხარისხის ორდენით და კიდევ მრავალი ლიტერატურული ჯილდო ერგო.

1958 წლიდან აგათა დეტექტივთა კლუბის უცვლელი პრეზიდენტიგახდა, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, არასდროს ეკიდებოდა სერიოზულად საკუთარ შემოქმედებას, მთავარ საკითხად მიაჩნდა შემეცნებითი საქმიანობა, მეუღლის დახმარება მასალების სისტემატიზაციაში.ეს იყო ძლიერი და გულადი ქალი, გახდა არც თუ ცუდი მფრინავი და ავტომოყვარული, ცხენით ჯირითობდა და სერფინგიც იტაცებდა. ბევრს მოგზაურობდა.

უკანასკნელი გამოცემული წიგნი გახდა “ფარდა”. თითქოს გრძნობდა აგათა, რომ ეს რეკვიემი იყო და ძალიან დიდხანს არ სურდა, წიგნის გამოქვეყნება. სიუჟეტის მიხედვით ერკიულ პუარო კვდება. მისი სიკვდილის შემდეგ კი მწერალსაც აღარაფერი ესაქმებოდა ამ ქვეყანაზე: «ამიერიდან ჩემი ცხოვრება ვალად მედება, შემოსასვლელში გამოახებას ველოდები, რომელიც აუცილებლად იქნება და წავალ სადღაც სხვაგან. მზადა ვარ სიკვდილთან შესახვედრად. ყოველტვის ვგიჟდებოდი ესკიმოზე. ერთხელაც ძვირფასი მოხუცისთვის დახვეწილი ცივი კერძი მომზადდება და ისიც წავა ყინულის გზაზე და უკვე აღარასდროს დაბრუნდება».

გარდაიცვალა 1976 წელს ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში. ახლობლები მძიმედ განიცდიდნენ დანაკარგს, მაგრამ ყოველთვის ახსოვდათ აგათას სიტყვები: ,,სიკვდილი –ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კი ოდესმე შეიძლება გადახდეს ადამიანსო”. უკანასკნელ დღეებამდე შეინარჩუნა იუმორის გრძნობა და უნარი, გახარებოდა ყოველი დღის გათენება: ,,მე მიყვარს სიცოცხლე და ვიცი, რომ თვით ყველაზე მძიმე გამოცდასაც კი შემოაქვს მასში რაღაც კარგი.”

აგათა კრისტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეუღლემ კი მასზე მხოლოდ ორი წლით მეტი იცოცხლა. თავისი ავტობიოგრაფიის ბოლოს მან დაწერა: ,,მადლობა, ღმერთო, ჩემი კარგი ცხოვრებისათვის და მთელი იმ სიყვარულისათვის, რომელიც მე მომენიჭა”.

Agatha Christie Books

Hercule Poirot

1.The Mysterious Affair at Styles – იდუმალი მოვლენა სტაილზში

2.The Secret Adversary – საიდუმლო მოწინააღმდეგე

3.The Murder on the Links – მკვლელობა გოლფის მოედანზე

4.The Man in the Brown Suit –  კაცი ყავისფერ პალტოში

5.The Secret of Chimneys – საკვამურის საიდუმლო

6.The Murder of Roger Ackroyd – როჯერ ეკროიდის მკვლელობა

7.The Big Four – დიდი ოთხიანი

8.The Mystery of the Blue Train – ცისფერი მატარებლის საიდუმლო

9.The Seven Dials Mystery – შვიდი ციფერბლატის საიდუმლო

10.The Murder at the Vicarage – მკვლელობა მღვდლის სახლში

11.The Sittaford Mystery – სიტაფორდის საიდუმლო

12.Peril at End House – ენდჰაუზის საიდუმლოება

13.Lord Edgware Dies – ლორდ ედჯერის სიკვდილი

14.Murder on the Orient Express – მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესზე

15.Why Didn’t They Ask Evans? – რატომ არ იკითხეს ევანსი?

16.Three Act Tragedy – ტრაგედია სამ აქტად

17.Death in the Clouds – სიკვდილი ღრუბლებში

18.The A.B.C. Murders – მკვლელობა ანბანის მიხედვით

19.Murder in Mesopotamia -მკვლელობა მესოპოტამიაში

20.Cards on the Table –  კარტი მაგიდაზე

21.Dumb Witness – მდუმარე მოწმე

22.Death on the Nile –  სიკვდილი ნილოსზე

23.Appointment with Death – შეხვედრა სიკვდილთან

24.Hercule Poirot’s Christmas – ერკიულ პუაროს შობა

25.Murder is Easy – მოკვლა ადვილია

26.And Then There Were None – და შემდეგ იქ აღარავინ იყო

27.Sad Cypress – სევდიანი კიპარისი

27.One, Two, Buckle My Shoe – პატრიოტული მკვლელები

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s