ნორა იკსტენა

ნორა იკსტენა – Nora Ikstena

ლატვიელი მწერალი ნორა იკსტენა დაიბადა 1969 წელს რიგაში.

1991 წელს ლატვიის     უნივერსიტეტში ფილოლოგის ფაკულტეტში ხარისხის მიღების შემდეგ,მან გაიარა ინგლისური ლიტერატურის კურსები კოლუმბიის უნივერსიტეტში.ლიტერატურულ ასპარეზზე ნორა იკსტენა გამოჩნდა 1998 წელს,თავისი რომანით “სიცოცხლის დღესასწაული”,რომელიც 12 წლის განმავლობაში 50000-იანი ტირაჟით გამოვიდა.მისი პირველი წიგნი იტარგმნა და გამოიცა დანიაში,შვედეთში,ესტონეთსა და ლიტვაში.

2001 წელს ნორამ დაწერა კიდევ ახალი წიგნი “ღვთისმშობლის გაკვეთილი”,რომელიც დაჯილდოვდა ლატვიის წლიური პრიზით ლიტერატურულ დარგში.

2004 წელს გამოდის მწერლის ახალი წიგნი,ამჯერად მოტხრობების კრებული რომელსაც ჰქვია “ცხოვრების ისტორიები”.

2006 ნორა იკსტენამ პოეტ იმანტ ზიედონთან ერთად დაწერა წიგნი ” განუსაზღვრელი იყო”.

ნორა იკსტენას ინიციატივით ქალაქ რიგაში დაარსდა ლიტერატურული ცენტრი,ხოლო ქალქა ვენტსპილსში გაიხსნა  მწერალთა და მთარგმნელთა სახლი,რომლებმაც ლატვიას საშუალება მისცა ევორპის ლიტერატურულ ზონაში სრულფასოვნად წარმოჩენილიყო.მისი დამსახურებისთვის ნორა იკსტენას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.მათ შორის 2006 წელს ბალტიის ასამბლეას პრიზი და 2008 წელს ლატვიის სამვარსკვლავიანი ორდენი.

ნორა იკსტენას უახლესი წიგნებია “ამორ ფუ” და სტატიების კრებული ” შოკოლადის ქრისტე”.

მისი მოთხრობა “ელზა კუგეს სიბერის ახირებანი” გამოქვეყნდა ამერიკულ ლიტერატურულ ანთოლოგიაში Bst European Fiction 2011.

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s