სილვია პლათის ეფექტი

სილვია პლათის ეფექტი

ეს შედარებით ახალი თეორია მსოფლიო ფსიქოლოგის ისტორიაში 2001 წელს იქნა დამტკიცებული ფსიქოლოგ ჯეიმს კაუფმანის მიერ.ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა,რომ შემოქმედებითი მწერლები განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის მწერლები,უფრო მეტად განიცდიან ფსიქიურ აშლილობას და დეპრესიას ვიდრე სხვა პროფესიის მქონე ადამიანები.წარმოგიდგენთ ხუთ მწერალ ქალს რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს,მათ შორის არის თავად სილვია პლათიც – უდიდესი პოეტი ქალი.

1.

სახელი და გვარი: Sylvia Plath – სილვია პლათი

დაბადების თარიღი: 1932 წლის 27 ოქტომბერი

გარდაცვალების თარიღი: 1963 წლის 11 თებერვალი

თვითმკვლელობის მეთოდი: სილვია პლათმა მძინარე შვილების ოთახის კარს სველი პირსახოცები და ტანსაცმელი დაუფინა, შემდეგ შევიდა სამზარეულოში, მოუშვა გაზის ღუმელში აირი და მშვიდად დაელოდა სიკვდილს. 

2.

სახელი და გვარი: Virginia Woolf – ვირჯინია ვულფი

დაბადების თარიღი: 1882 წლის 25 იანვარი

გარდაცვალების თარიღი: 1941 წლის 28 მარტი

თვითმკვლელობა: ვირჯინია ვულფმა ჩაიცვა თავისი საგარეო პალტო,ჯიბეებში ქვები ჩაილაგა და თავი დაიხრჩო მდინარე ოზში,რომელიც მის სახლთან ახლოს მდებარეობდა.

3.

სახელი და გვარი: Sara Teasdale – სარა ტისდეილი

დაბადების თარიღი: 1884 წლის 8აგვისტო

გარდაცვალების თარიღი: 1933 წლის 29 იანვარი

თვითმკვლელობის მეთოდი :   სარა ტისდეილმა ზედმეტი საძილე აბების მიღების შედეგად თავი მოიკლა.

4.

სახელი და გვარი: Anne Sexton – ან სექსტონი

დაბადების თარიღი: 1928 9 ნოემბერი

გარდაცვალების თარიღი: 1974 წლის 4 ოქტომბერი

თვითმკვლელობის მეთოდი: ან სექსტონმა დედამისის ბეწვის ქურქი ჩაიცვა,ხელიდან ყველა ბეჭედი მოიხსნა,ერთი ჭიქა ვოდკა დალია,გარაჟში ჩაიკეტა და მანქანის ძრავა აამუშავა,თავი ნახშირბადის გაზით მოიწამლა.

5.

სახელი და გვარი: Sarah Kane – სარა კეინი

დაბადების თარიღი: 1971 წლის 3 თებერვალი

გარდაცვალების თარიღი: 1999 წლის 18 თებერვალი

თვითმკვლელობის მეთოდი: ზედმეტი ნარკოტიკების მიღების შედეგად სარა კეინი საავადმყოფოში მოათავსეს.ორი დღის შემდეგ კი თავისი ფეხსაცმლის თასმით საავადმყოფოს სააბაზანოში თავი ჩამოიხრჩო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s