დოროთეა ლანჟი

Dorothea Lange

Dorothea Lange – ამერილელი ფოტოგრაფი, ცნობილი ფოტოჟურნალისტი, რომელმაც სახელი გაითქვა “დიდი დეპრესიის” პერიოდში გადაღებული ფოტოებით. დაიბადა ნიუ ჯერსის შტატში 1895 წლის 26 მარტს. ფოტოგრაფიული განათლება მიიღო ნიუ-იორკში.
მის ნამუშევრებში აღწერილია მძიმე პერიოდის ტრაგიკული შედეგები. მისმა ფოტოებმა დიდი გავლენა მოახდინა დოკუმენტური ფოტოფრაფიის განვითარებაზე.

1919 წელს გახსნა საკუთარი სტუდია, თუმცა, ცოტა ხანში, კამერით ხელში ქუჩაში გადაინაცვლა. დიდი დეპრესიის დასაწყისშივე მის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც უმუშევარი და უსახლკარო ადამიანები იყვნენ გამოსახული, დიდი ყურადღება მიიქცია,
მეუღლესთან, პოლ ტეილორთან ერთად მუშაობდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, მასთან ერთად მოგზაურობდა და 5 წლის განმავლობაში აღწერდა ემიგრანტი მუშების ღარიბულ ცხოვრებას. ტეილორი აგროვებდა მასალას, დოროთეა კი ფოტოებს იღებდა.
მისი ნამუშევრები უფასო გაზეთების საშუალებით ვრცელდებოდა.
დოროთეას ფოტოები მთელი ეპოქის ხატად იქცა.
მისი ყველაზე ცნობილი კადრია “Migrant Mother”, ფლორენც ოუენს ტომპსონის პორტრეტი, რომელზეც ფოტოგრაფმა 1960 წელს განაცხადა: “მე დავინახე მშიერი, სასოწარკვეთილი დედა, რომელმაც მაგნიტივით მიმიზიდა. არ მახსოვს, როგორ ავუხსენი ჩემი იქ ყოფნის მიზეზი, მახსოვს მხოლოდ ის, რომ მას არაფერი უკითხავს. ერთი და იმავე კუთხიდან მას 5 ფოტო გადავუღე. არ მიკითხავს, რა ერქვა ან რა გადახდა თავს.
მითხრა, რომ 32 წლის იყო. თქვა, რომ ის და მისი შვილები გაყინული ბოსტნეულითა და ბავშვების მიერ დახოცილი ჩიტებით იკვებებოდნენ. ისიც მითხრა, რომ ის-ის იყო გაეყიდა მანქანის საბურავები, რომ შვილებისთვის საკვები ეშოვნა.თითქოს იცოდა, რომ ჩემს ფოტოებს მისი დახმარება შეეძლოთ და ამიტომაც დამეხმარა.”

1941 წელს დოროთეას გადაეცა Guggenheim Fellowship ფოტოგრაფიის სრულყოფილებისთვის.
1952 წელს დააარსა ფოტოჟურნალი “Aperture”
1965 წლის 11 ოქტომბერს გამოფენამდე 3 თვით ადრე კიბოთი გარდაიცვალა.

Advertisements

One thought on “დოროთეა ლანჟი

  1. Ha! Funny that my 2010 image “Migrant Father” made this post. It was an homage to Lange’s Migrant Mother created as part of a beard growing competition.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s