ტედ ჰიუზი

ტედ ჰიუზი – Ted Hughes

 

ტედ ჰიუზი იყო ინგლისელი პოეტი და საბავშვო მწერალი. კრიტიკოსები მას თაობის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად მიიჩნევენ. 1984 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ტედ ჰიუზი იყო ბრიტანელი პოეტი-ლაურეატი. 2008 გაზეთმა „თაიმსმა“ სიაში „50 უდიდესი ბრიტანელი მწერალი 1945 წლის შემდეგ“ მას მეოთხე ადგილი მიუჩინა.

ტედ ჰიუზი დაიბადა 1930 წლის 17 აგვისტოს მაიტოლმროიდში, ინგლისში, უილიამ ჰენრი და ედიტ ჰიუზების ოჯახში. პირველი ექვსი წელი მომავალი პოეტი ადგილობრივ ფერმერებს შორის იზრდებოდა. როცა ტედი 7 წლის იყო, ჰიუზების ოჯახი მეკსბოროში, სამხრეთ იორკშირში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით მწერალი აღნიშნავდა: „პირველმა ექვსმა წელმა განსაზღვრა ყველაფერი.“

1954 წელს ტედ ჰიუზმა დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, ხოლო 1959 წელს მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება.

1957 წელს მისმა პირველივე პოეტურმა კრებულმა კრიტიკოსების აღფრთოვანება და ნიუ-იორკში პრემია ლიტერატურული დებიუტისთვის დაიმსახურა.

ტედ ჰიუზის ადრეული შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებასთან, განსაკუთრებით ცხოველებთან, რაც განპირობებულია მისი ბავშვობისდროინდელი ინტერესებით. ტედ ჰიუზის შემოქმედებაში ცხოველები გვევლინებიან როგორც ღვთაებები, მეტაფორები, პერსონები, ხატები. პოეტი ცხოველებს იყენებს როგორც მეტაფორას ცხოვრების შესახებ თავისი აზრის გამოსახატავად. “ყვავი“ ალბათ ყველაზე ცნობილია სახეა მის შემოქმედებაში. ტედ ჰიუზი იყენებს ყვავს, როგორც ღმერთის, ფრინველისა და ადამიანის კრებით სახეს, რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანია სიკეთისა და ბოროტის შესაცნობად.

1956 წელს ტედ ჰიუზი დაქორწინდა ამერიკელ პოეტ სილვია პლათზე. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი. მათი ურთიერთობა 1963 წლამდე, სილვია პლათის თვითმკვლელობამდე გაგრძელდა. ამ დროს ჰიუზის საყვარელი, ასია ვევილი უკვე ფეხმძიმედაა მისგან. თუმცა პლათის თვითმკვლელობის შემდეგ ასია ვევილი ხელოვნურად წყვეტს ამ ფეხმძიმობას. ტედ ჰიუზსა და ასია ვევილს შვილი 1965 წელს შეეძინათ. ამ დროს ასია უკვე ტედ ჰიუზის ოჯახის დიასახლისია და ტედს და მისი და სილვიას შვილების აღზრდაში ეხმარება… ეს ურთიერთობა დასრულდა 1969 წელს, ასიას ვევილის თვითმკვლელობით. 1970 წელს ტედ ჰიუზი დაქორწინდა კეროლ ორჩარდზე, რომელთანაც ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარა.

ტედ ჰიუზის შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ბოლო კრებული „დაბადების დღის წერილები“ იპყრობს, რომელიც პოეტის გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე გამოვიდა. ამ კრებულმა, რომელიც ოთხმოცდარვა ლექსისგან შედგება, მრავალი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. ის წარმოადგენს გულწრფელ პასუხს ყველა იმ ბრალდების მიმართ, რასაც მას საზოგადოება მისი მეუღლის, სილვია პლათის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით უყენებდა. ზოგიერთი ფემინისტი ტედ ჰიუზს ხატავდა როგორც მონსტრს, ხოლო სილვიას კი მის მსხვერპლად მიიჩნევდა.

კრებულის გამოსვლამდე ტედ ჰიუზს არასოდეს არ გაუცია პასუხი აღნიშნული ბრალდებებისათვის.

“დაბადების დღის წერილები” მომენტალურად ბესტსელერად იქცა, რაც ტედ ჰიუზისა და სილვია პლათის მიმართ საზოგადოების უდიდესი ინტერესის კიდევ ერთი მაჩვენებელია

ტედ ჰიუზი გარდაიცვალა 1998 წლის 28 ოქტომბერს.

ტედ ჰიუზი თავის პირველ ცოლთან – სილვიასთან და ბავშვთან ერთად.

ტედ ჰიუზი თავის მეორე ცოლთან – ასიასთან და ბავშვთან ერთად.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s