ლიტერატურული პრემია “საბა”

ლიტერატურული პრემია “საბა”


ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, ქართულმა პენ-კლუბმა და ტელეკომპანიამ “რუსთავი 2”. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა 8 ნომინაციის მიხედვით:

  • 1. წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • 2. წლის საუკეთესო რომანი
  • 3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • 4. წლის საუკეთესო თარგმანი
  • 5. წლის საუკეთესო პიესა
  • 6. წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • 7. წლის საუკეთესო დებიუტი
  • 8. პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

5-კაციანი ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა, კრიტიკა და ესსეისტიკა) და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება.

გამარჯვებულ ავტორებს, პრიზთან ერთად, თიბისი ბანკისაგან გადაეცემათ ფულადი პრემია. 7 ნომინაციაში გამარჯვებული  თითოეული ავტორი მიიღებს 4 000 ლარს, ხოლო “ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” დაჯილდოებული მწერალი – 8 000 ლარს.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s