გონკურის პრემია

გონკურის პრემია – Le prix Goncourt Δ 

 

გონკურის პრემია არის საფრანგეთის ლიტერატურული პრემია, დაარსებული ედმონ დე გონკურის ანდერძის თანახმად.

გონკურის ლიტერატურული საზოგადოება ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1902 წელს. პირველი პრემია გადაცემულ იქნა 1903 წლის 21 დეკემბერს. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემია, რომლითაც ჯილდოვდება წლის საუკეთესო რომანი. პრემიის თანხა სიმბოლურია და მხოლოდ 10 ევროს შეადგენს, მაგრამ მთავარი ის პოპულარობაა, რაც პრემიის მფლობელს თითქმის გარანტირებული აქვს.

გონკურის აკადემიის წევრები ყოველი თვის პირველ სამშაბათს, პარიზში, რესტორან დრუანის პირველ სართულზე თავიანთ სალონში იკრიბებიან. ლაურეატის ვინაობა ცხადდება 3 ნოემბერს. პრემია ერთ მწერალს მხოლოდ ერთხელ შეიძლება გადაეცეს. თუმცა, ყოფილა გამონაკლისიც, 1956 წელს იგი მიიღო რომენ გარიმ რომანისთვის ცის ფესვები, 1975 წელს კი იმავე მწერალმა ფსევდონიმით ემილ აჟარი რომანისთვის ცხოვრება შენს წინ.

ცნობილი გონკურის პრემიის ლაურეატები:

1919 წელს მარსელ პრუსტმა მიიღო გონკურის პრემია რომანისთვის “ყვავილებიანიგოგონების ჩრდილში”.

1944 წელს ელზა ტრიოლეტი იყო პირველი ქალი  რომელმაც მიიღო გონკურის პრემიარომანისთვის “არავის არ ვუყვარვარ”.

1954 წელს სიმონა დე ბოვუარმა მიიღო გონკურის პრემია რომანისთვის “მანდარინები”.

1956 წელს რომენ გარიმ მიიღო გონკურის პრემია რომანისთვის “ცის ფესვები” ხოლო 1975 წელს კი რომანისთვის “ცხოვრება ჩვენამდე”.

1963 წელს არმან ლანუმ მიიღო გონკურის პრემია რომანისთვის ” ზღვის მოქცევისას”.

1984 წელს მარგერიტ დიურასმა მიიღო გონკურის პრემია რომანისთის “საყვარელი”.

2004 წელს ლორან გოდემ მიიღო გონკურის პრემია რომანისთვის ” სკორტის მზე”.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s