ჟინ სიბერგი

ჟინ სიბერგი – Jean Seberg

ჟინ სიბერგი დაიბადა 1938 წლის 13 ნოემბერს.ჟინი იყო ამერიკელი მსახიობი რომელმაც ჰოლივუდის 37 ფილმში ითამაშა.პირველი ფილმის დებიუტი 1957 წელს შედგა სახელწოდებით”წმინდა ჯოანი”.ფილმა ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო მაგრამ ჟინის გამოსვლა თავდაპირველად არ მოეწონა ოტო პრემინგერს,ფილმის დირექტორს,ამიტომ მან სიბერგს მეორე შანსი მისცა და თავის მეორე ფილმში”სალამი სევდავ” კიდევ ერთხელ ათამაშა.ფილმი”სალამი სევდავ” ფრანგი მწერლის ფრანსუაზ საგანის რომანის მიხედვით იყო გადაღებული.ფილმის პრემიერის შემდეგ ოტომ ასეთი რაღაც თქვა:“მართალია მე თუ ოდრი ჰეპბერნს ავირჩევდი,რისკი ნაკლები იქნებოდა მაგრამ მე ვარჩიე რისკი და სწორედ ამიტომ ავირჩიე სიბეგრი.მართალია ჟინს ბევრი რამის სწავლა მოუწევს მაგრამ ეს არაფერია სწორედ ასე დაიწყო კიმ ნოვაკმაც.”შემდეგი ფილმი რომელშიც სიბერგმა ითამაშა იყო “თაგვი რომელიც ღრიალებს”.მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებში მონაწილეობისას მიხვდა რომ ინგლისურ-ფილმებში არ უმართლებდა,ამიტომ საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.საფრანგეთში მან ჟან-პოლო ბელმონდოსთან ერთად ითამაშა ფილმ “უსულო”-ში.ფილმი ძალიან წარმატებული გამოდგა და სიბერგი ყურადღების ცენტრში მოექცა.კრიტიკოსმა ფრანსუა ტრუპომ კი თქვა რომ სიბერგი იყო საუკეთესო მსახიობი მთელ ევროპაში.

1961 წელს ჟინი ისევ ამერიკაში ბრუნდება და მსაიხობ ვორენ ბეტისთან ერთად ფილმ ” Lilith”-ში თამაშობს.ფილმის შემდეგ კრიტიკოსებმა სიბეგრი სერიოზულ მსახიობად აღიარეს.

1969 წელს ჟინმა ითამაშა პირველ და უკანასკნელ მიუზიკლის ჟანრის მქონე ფილმში სახელწოდებით “შეღებე შენი ვაგონი”.სიბერგმა ასევე ითამაშა კრიმინალურ ფილმ “აეროპორტ”-ში,რომელიც არტურ ჰეილის რომანის მიხედვით იყო გადაღებული.

1958 წელს ჟინი დაქორწინდა რეჟისორ ფრანსუა მიურელზე,რომელთანაც მხოლოდ ორი წელი გაატარა,1960 წელს კი ოფიციალურად გაშორდა.1962 წელს კი მან გაიცნო მწერალი რომენ გარი,რომელიც 24წლის განმავლობაში მის მეგზურად დარჩა და რომლისგანაც შეეძინა ბიჭი,დიეგო.მოგვიანებით მოხდა ისე რომ სიბერგმა რომანი გააბა კოლეჯის მოსწავლესთან რომელსაც მოჰყვა შემდეგი ჭორები,თითქოს შვიდი თვის ორსული ჟინი ბავშვს სწორედ კოლეჯის მოსწავლესგან ელოდებოდა.სიბერგმა განაცხადა რომ ბავშვის მამა  გარი იყო.1970 წლის 23 აგვისტოს ნინა დაიბადა და ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

1972 წელს სიბერგი ცოლად გაჰყვა რეჟისორ დენის ბერის.

უამრავი სკანდალის ფონზე რომელიც სიბერგის ცხოვრებას თან ახლდა,მსახიობი ნერვულ დეპრესიაში ჩავარდა.

1979 წელს ჟინ სიბერგი უგზოუკვლოდ დაიკარგა.11 დღის ძებნის შემდეგ ის მანქანის უკანა სიდენიაზე იპოვეს გარდაცვლილი.მანქანა პარიზში,თავის სახლთან ახლოს იდგა.სიბერგმა თავი,ზედმეტი ნარკოტიკული ნივთიერების და ალკოჰოლის მიღებით მოიკლა.ხელში სიკვდილის წინ დატოვებული წერილი ჰქონდა ჩაბღუჯული, რომელშიც ეწერა:

“მაპატიე,ჩემი ნერვების მოთოკვა აღარ შემიძლია.”

მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კი მისმა ყოფილმა ქმარმა რომენ გარიმ ასევე თვითმკვლელობით დაასრულა თავისი სიცოცხლე.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s