რომენ გარი

რომენ გარი – Romain Gary

რომენ გარი დაიბადა 1914 წლის 21 მაისს ვილნიუსში.მისი დედა მინა იყო ებრაელი მსახიობი,ხოლო მისი მამა იყო ბიზნესმენი.როდესაც გარის 14 წელი შეუსრულდა,დედამისთან ერთად ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად.გარი თავიდან სწავლობდა სამართალს,ხოლო მოგვიანებით პილოტობა გდაწყვიტა.

როგორც პილოტი მოღვაწეობდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.მონაწილეობა მიიღო 25 საუკეთესო ოპერაციაში რის შედეგადაც დაიმსახურა ბევრი მედალი.1952 წელს გახდა საფრანგეთის დელეგაციის მდივანი ამერიკის შეერთებულ შტატებში,ნიუ-იორკში.1956 წელს კი გახდა ლოს ანჯელესის გენერალური კონსული.სწორედ ამ დროს შედგა ფეხი  მან ჰოლივუდში.

ამის შემდეგ გარი ხდება პოპულარული მწერალი.მის კალამს ეკუთვნის ოცდაათამდე რომანი,ესეები და მემუარები.ზოგიერთი მათგანი დაწერილი აქვს ფსევდონიმის ქვეშ.

რომენ გარი იყო ერთადერთი მწერალი რომელმაც მოიგო გონკურის პრემია ორჯერ.მწერალს ამ პრემიას გადასცემენ ხმოლოდ ერთხელ,გარიმ კი რომელსაც 1956 წელს უკვე მიღებული ჰქონდა გონკურის პრემია რომანისთვის “ცის ფესვები”,მოახერხა და 1975 წელს მეორეჯერ  მიიღო პრემია რომანისთვის”ცხოვრება ჩვენამდე”,რომელიც დაწერა ემილ აჟარის ფსევდონიმით.გონკურის პრემია მას მიანიჭეს ისე,რომ არ იცოდნენ ვინ იყო სინამდვილეში ემილ აჟარი.მოგვიანებით მისი ძმაც მწერალი გახდა.სწორედ ამ დროს აღიარა გარიმ,რომ რომანი რომელიც ემილ აჟარის ფსევდონიმით იყო დაწერილი მას ეკუთვნოდა.მაგრამ ფსევდონიმებით წერა გარისთვის არ ყოფილა უცხო,მას დაწერილი აქვს ნაწარმოებები შემდეგი ფსევდონიმებით:შათან ბოგატი,რენე დევილი,ფოსკო სინიბალდი და სხვ.

გარდა ამისა დიდი პოპულარობა მის წიგნებს მოუტანა იმან,რომ მან გადაიღო ფილმი თავის წიგნის მიხედვით “ყველაზე გრძელი დღე”.1971 წელს ფილმი ცოტათი გადააკეთეს.ფილმის ახალი სათაური იყო “მოკვლა”,რომელშიც თამაშობდა გარის ყოფილი მეუღლე სიბერგი.1979 წელს რომენ გარი გახდა 29th Berlin International Film Festival-ის წევრი.

გარის პირველი ცოლი იყო ბრიტანელი მწერალი,ჟურნალისტი და ჟურნალ “Vogue”-ის რედაქტორი ლესლი ბლანჩი.ისინი 1944 წელს დაქორწინდნენ.ერთად 17 წელი იცხოვრეს და 1961 წელს ურთიერთობა გაშორებით დაამთავრეს.

1962 წლისან 1970 წლამდე გარი დაქორწინებული იყო მსახიობ ჟინ სიბერგზე,რომლისგანაც ჰყავდა ვაჟიშვილი.დიეგო გარის თქმით მამამის და მას შორეული ურთიერთობა ჰქონდათ:“ის ჩემთან ერთად იყო და თან ამავდროულად ჩემთან ერთად არ იყო,მოსალმების დროსაც კი ვხედავდი რომ ის სადღაც სხვაგან იყო.”

დიდი დეპრესიის შედეგად რომელიც მისმა მეორე ცოლის,სიბერგის თვითმკვლელობამ გამოიწვია,1980 წლის 2 დეკემბერს გარიმ თავისი იარაღით თავი მოიკლა.თუმცა სიკვდილის წინ დატოვა წერილი რომელშიც ამბობს,რომ სიბერგის სიკვდილს არანაირი კავშირი არ აქვს მის თვითმკვლელობასთან.

მან ასევე თქვა რომ სინამდვილეში იყო ემილ აჟარი.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s