ედგარ დეგა

Edgar Degas

ედგარ დეგა დაიბადა 1834 წლის 19 ივლისს,პარიზში,ბანკირის ოჯახში.ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. მისი ადრეული პერიოდის პორტრეტები გამოირჩევა რეალიზმით.1867 წელს მან დახატა თავისი დისა და ძიძის პორტრეტები — „ცოლ-ქმარი მორბილი“, ნახატი „ენგრისტულია.“ ენგრის ტრადიციებს მიეკუთვნება მისი ისტორიული სურათები. სალონური მხატვერბისგან განსხვავებით იგი უარს ამბობს ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე. დეგა გამოხატავს სურათებს ისე, როგორც ის შეიძლება ყოფილიყო რეალურად. 

1860 წელს ის ლუვრში აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო ედუარ მანე.

1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები.

1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.

1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი კონუქტივიდი, რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.

1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება.

სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას“ უწოდებს. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე.ედგარ დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.
 

ედგარ დეგას ოჯახი არასდროს ჰყოლია. ის თავისი სურათების სიუჟეტების სცენაში დიდი გამომგონებელი იყო. ის იყენებდა მოულოდნელ რაკურსებს და განსხვავებულ კადრებს. დეგა ცნობილია როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი და არცერთი სიუჟეტი იზიდავდა მას ასე ძლიერ.მოცეკვავე ქალების თემამ მისცა საშუალება საკუთარი სტილის შექმნისა. ის საათობით აკვირდებოდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების უმძიმეს შრომას.ბალერინების ჰაეროვანი ფიგურები მაყურებლის წინაშე გვევლინებიან ხან ნახევარ სიბნელეში, ხან განათებულ სცენაზე, დასვენების დროს და ა. შ.

ასეთივე ჭვრეტის შთაბეჭდილება გვიჩნდება დეგას მიერ შიშველი ნატურის გამოსახვისას. დეგას სიტყვებით მას პირველ რიგში აინტერესებს ფერები, მოძრაობა და მათი სხეულის აგებულება.1886 წელს მან თავის პასტელების სერია გამოუშვა,რომელშიც მთავარი თემა შიშველი ქალების ბანაობა,თმის დავარცხნაა.

დეგას გვიანდელი ნამუშევრები მოგვაგონებს საზეიმო კალეიდოსკოპოს ფერებს. საღებავისთვის რომ მიენიჭებინა განსაკუთრებული ბზინვარება, ის პასტელს მდუღარე წყალში ადნობდა, ანიჭებდა მათ ზეთის საღებავების კონსტიტენციას და ფუნჯით მუშაობდა ტილოზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s