Paul Cézanne Still Life
პოლ სეზანი დაიბადა 1839 წლის 19 იანვარს,ექს-ან-პროვანსში.XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი იყო.მამის წინააღმდეგობის მიუხედავად(იურესპრუდენციაზე ჩაბარებისა) ის პროფესიად ხელოვნებას ირჩევს და ახლო მეგობარ ემილ ზოლასთან ერთად 1861 წელს პარიზში მიემგზავრება.პარიზში ის ხვდება კამილ პისაროსა და სხვა იმპრესიონისტებს. ისინი ხშირად ხატავდნენ ხოლმე ერთად და სეზანის მომდევნო წლების ნამუშევრებში პისაროს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფის.ის ასევე თავის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს,ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.
Advertisements