ვლადიმირ კუში

Vladimir Kush

ვლადიმირ კუში დაიბადა 1965 წლის 29 მარტს მოსკოვში.შვიდი წლის ასაკში ესწრებოდა ხელოვნების გაკვეთილებს,რის შემდეგაც დაინტერესდა რენესანსით,იმპრესიონიზმით და თანამედროვე მხატვრობით.ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩაირიცხა მოსკოვის უმაღლესი ხელოვნების სკოლაში.ჯარში ერთწლიანი მსახურობის შემდეგ დაამთავრა სახვითი ხელოვნების ინსტიტუტი.1987 წელს ვლადიმირმა გამოფენებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.1990 წელს მოწყობილ გამოფენაზე,გერმანიაში მისი ყველა ნახატი გაიყიდა.გამოფენის შემდეგ ორ რუს მხატვართან ერთად ლოს-ანჯელესში გადაფრინდა,სადაც მისი ოცი ნახატი გაიყიდა და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი ამერიკული ოდისეაც.ლოს-ანჯელესიდან მოგვიანებით კუში ჰავაის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად.საფრანგეთის ერთ-ერთი ბანკირი მოხიბლული დარჩა ვლადიმირ კუშის ნამუშევრებით და 1993 წელს ჰონკონგში გამოფენა მოაწყო.საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა.2001 წელს კუშმა საკუთარი გალერეა გახსნა ჰავაის კუნძულებზე.ვლადიმირ კუში ახლაც ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობს და აგრძელებს ხატვას.ექსპერტების აზრით დღესდღეობით ვლადიმირ კუში ერთ-ერთი ყველაზე ტალანტური მხატვარია სიურეალისტ მხატვრებს შორის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s