მერლინ მონროს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

მერლინ მონრო 1962 წლის 3 აგვისტოს,36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარადიცვალა.40 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ნამდვილი მიზეზის გარკვევას თუმცა ამაოდ,გადაჭრით ვერაფერი თქვეს,მხოლოდ ოთხი ვერსიის დასახელება შეძლეს.მისი სიკვდილი დღემდე საიდუმლოებით მოცული და ამოუხსნელი რჩება.

1. პირველი ვერსია შემდეგნაირი იყო – კენედების შეკვეთილი მკვლელობა.

1954 წელს მერლინ მორნომ ტყავისყდიანი დღიური შეიძინა,რომელშიც ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა.მეგობრებთან საუბარში ჯონი პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავდა.გაჩნდა დღიური – რომელიც სავსე იყო ვიღაცებისთვის საჭირო ინფორმაციით.ამიტომ საჭირო გახდა მერლინის თავიდან მოშორება.ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ,1960 წელს მერლინს უკვე სერიოზული პრობლემები ჰკონდა ალკოჰოლთან,სიმთვრალეში ხანდახან ჯონთან ინტრიგაც წამოსცდენია,არადა ამ ურთიერთობის გახმაურება კენედის კარიერას, რა თქმა უნდა არ წაადგებოდა.როცა მერლინი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ჯონი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა, ყურადღება ძმაზე– რობერტზე გადაიტანა.ეს ის მიზეზებია რომლის მიხედვითაც გამოითქვა ვარაუდი – კენედების შეკვეთილი მკვლელობა.

2. მეორე ვერსიას რაც შეეხება შემდეგნაირია – სიკვდილი,რომელიც მაფიამ მოაწყო.

მერლინ მონროს რომანი რობერტ კენედისთანაც ჰქონდა.მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად
ცნობილი იყო,რომ კენედების შანტაჟისა და კომპრომენტებისათვის იდეალურ
ვარიანტად გამოდგებოდა.

3. მესამე ვერსია იყო – უბედური შემთხვევა

ნარკოტიკების ჭარბი დოზა.მისი მიღება მერლინმა 1953 წელს დაიწყო.

4. მეოთხე ვერსია – თვითმკვლელობა.

მერლინ მონრომ თავის მოკვლა ორჯერ სცადა.ერთხელ თავის გაზით მოწამვლა გადაწყვიტა
მეორედ–საძილე აბების დიდი დოზა მიიღო,ამიტომ გაჩნდა ვარაუდი რომ მესამე მცდელობისას მან თვითმკვლელობის მიზნით ნარკოტიკების დიდი დოზა მიიღო.

მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ამერიკაშიც და ევროპაშიც უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის
ამოსახსნელად, ხოლო ეკრანებზე მისი შემოქმედებისათვის მიძღვნილირამდენიმე ფილმი გამოვიდა: ,,მერლინი“, ,,ნახვამდის ნორმა ჯინ!“ ,,მერლინ მონროს უკანასნელი დღეები“ თითოეული ავტორი თავისებურად ცდილობს შეაღწიოს იმ ქალის სულში,რომელიც ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ ვერ გაუგეს…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s