მერლინ მონრო

Marilyn Monroe

მერლინ მონრო(ნამდვ სახ. –  ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი) დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს,ლოს–ანჟელესში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე.

მონროს დედა გლედის ბეიკერი იყო.როცა გოგონას 7 წელი შეუსრულდა,დედა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ამიტომ სულიერად სნეულთა საავადმყოფოში წაიყვანეს.
მამა–უცნობია. დაბადების მოწმობაში მამა ედვარდ მორტონსონია. მერლინს ის არასდროს უნახავს.სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისათვის არ ეცალა. ორი კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს.

1932წელს დედას შვილი თავისთან მიჰყავს. 1935წელს ნორმა ჯინი ობლების თავშესაფარში გადადის და იქ ორი წელი ცხოვრობს

არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა,რეჟისორებისათვის დაემტკიცებინა ,,ლამაზმან მერლინს“ საკუთარი ,,ღირსების“ დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო– აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარკზე გათამაშდა.1962წ 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა.

ვინ იცის,როგორი ბედისწერა ელოდა მერლინ მონროს, ბუნებას რომ არ დეჯილდოვებინა მშვენიერი სხეულით, საოცარი კანითა და საყვარელი სახით.
რეჟისორებისათვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა. მალე მისი სუართები ქალთა ჟურნალებში გამოჩნდა,საცურაო კოსტიუმში.თუმცა ყველა ფოტო დასაშვებ ზღვარს არ სცდებოდა.

1946 წლის აგვისტოში ,, XX საუკუნე–ფოქსმა“ კონტრაქტით სტატისტად აიყვანა. ამ სტუდიაში დაერქვა ნორმა ჯინს–მერლინ მონრო პირველი ფილმი, რომელშიც ნორმას ლაპარაკი, სიმღერა და ცეკვა შეეძლო, იყო ,,ქორისტები“, ფილმი არ ვარგოდა, მაგრამ მერლინის ხმა მოიწონეს. შემდეგ იყო ფილმი ,,სიყვარულზე გადარეული“

ზუსტი ცნობები მერლინის მხოლოდ 3 ქმარზე არსებობს:
1. ჯიმ დაგერტი,20 წლის.მათი ურთიერთობა მხოლოდ ოთხ წელიწადს გაგრძელდა.

2. ჯო დი მაჯო. მიუხედავად იმისა, რომ მერლინისა და ბეისბოლის ვარსკვლავის– ჯო დი მაჯოს რომანზე ჭორი დიდხანს დადიოდა, 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა საერთო გეგმების არსებობას,იანვარში კი დაქორწინდნენ. დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმე,განსაკუთრებით ყველას დასანახად სხეულის დემონსტრირება,საოცრად ეჭვიანი იყო, ხანდახან ხელიც აღუმართავს ცოლზე. ცხრა თვეში დაშორდნენ, მაგრამ დი მაჯო მთელი ცხოვრება ეხმარებოდა მერლინს. არტურ მილერთან გაყრის გამო თავდატეხილი დეპრესიის დროსაც მივიდა მერლინთან დასახმარებლად, ,,პეინ–უაიტნის“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდანაც გამოიყვანა, სწორედ მან მოაწყო დაკრძალვა.

3. არტურ მილერი– ,,ჩემი სიცოცხლე“. დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 1950 წელს, ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო და ორი შვილი ჰყავდა: ,,იმით გამიტაცა,რომ ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია“. ერთად ოთხი წელი იცხოვრეს, 1961 წლის 20 იანვარს კი ერთმანეთს დაშორდნენ,მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა იყო.

მერლინ მონრო 1962წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s