კაზიმირ მალევიჩი

Kazimir Malevich

კაზიმირ მალევიჩი დაიბადა 1878 წლის 23 თებერვალს კიევში.1904 წელს მამის სიკვდილის შემდეგ კაზიმირი მოსკოვში გადადის. 1904-1910 წლებში მოსკოვის ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სკოლაში სწავლობდა ფიოდორ რერბერგის სტუდიაში.1914 წელს მალევიჩს საკუთარი ნამუშევრები გამოაქვს პარიზში “დამოუკიდებელთა სალონში” (Salon des Independants) ალექსანდრ არხიპენკოს, სონია დელონს, ალეკსანდრა ეკსტერსა და ვადიმ მელერთან ერთად. 1915 წელს გამოაქვეყნა მანიფესტი “კუბიზმიდან სუპრემატიზმამდე”.1916-1917 წლებში მონაწილეობს ჯგუფ “ბუბნოვი ვალეტის” გამოფენაში მოსკოვში ნათან ალტმანთან, დავიდ ბურლიუკთან და ა. ეკსტერთან ერთად.ახორციელებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა სტილში.საბოლოოდ ჩამოაყალიბა სუპრემატიზმი,აბსტრაქტული გეომეტრიული სტილი,რომელმაც სახელი გაუთქვა.იყო ოპერის კოსტიუმებისა და დეკორაციების დიზაინერი,ხელოვნების მასწავლებელი და თეორეტიკოსი.მისი სუპრემატისტული ნამუშევრებიდან ყველაზე განთქმულია “შავი კვადრატი”  და “თეთრი თეთზე”.მას შემდეგ რაც სტალინისტურმა რეჟიმმა მოდერნისტული ხელოვნება ბურჟუაზიულად გამოაცხადა, მალევიჩის დევნა დაიწყო. მრავალი მისი ნამუშევარი კონფისკირებული და განადგურებულ იქნა. საბოლოოდ ის სიღარიბეში მივიწყებული გარდაიცვალა ლენინგრადში1935 წლის 15 მაისს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s