რომენ ბრუქსი

Romaine Brooks

რომენ ბრუქსი იყო ამერიკელი მხატვარი რომელიც უმეტესად პარიზსა და კაპრიში მუშაობდა.დაიბადა 1874 წლის 1 მაისს.ბრუქსი თავის ნახატებში ხშირად ნაცრისფერ ფერს იყენებდა.რომენმა მხატვრულ ტენდენციებს,როგორებიც იყო კუბიზმი და ფოვინიზმი ყურადღება არ მიაქცია და იდუმალებით მოცული ნამუშევრების შექმნას მიჰყო ხელი.ბრუქსი თავისი ნახატებისთვის ანონიმურ მოდელებს იყენებდა.ის ასევე ცნობილია როგორც,მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ქალების შემსრულებელი.მათ შორის არის ავტოპორტრეტიც,რომელიც ბრუქსმა 1923 წელს დახატა და რომელიც მისი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნამუშევარია.1903 წელს რომენი ცოლად გაჰყვა თავის მეგობარ ჯონ ელინგჰამ ბრუქსს.ჯონი  ბისექსუალი იყო.მან ვერასდროს გაიგო რატომ გაჰყვა რომენი ცოლად.ჯონის ბიოგრაფი წერს რომ რომენს უბრალოდ პარტნიორი სჭირდებოდა.ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ.ერთ-ერთი კამათის საბაბი რომენის უცნაური ქცევა იყო.მან თმები ბიჭურად შეიჭრა და მამაკაცის ტანსაცმელი შეუკვეთა.ჯონმა განაცხადა რომ არ სურდა საჯაროდ მასთან ერთად სადმე წასვლა,მისი ასეთი საქციელის გამო,უბრალოდ არ სურდა გვერდზე ასეთი ჩაცმული რომენი ჰყოლოდა.ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ და რომენი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.1909 წელს რომენი ხვდება იტალიელ მწერალს  Gabriele D’Annunzio-ს.გაბრიელი იწყებს პოემების წერა ბრუქსის შესახებ.მათი ურთიერთობა ცოტახანს გრძელდება.1911 წელს ბრუქსი რომანტიულ ურთიერთობას აბამს მსახიობ და მოცეკვავე იდა რუბინშტეინთან.პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას რომენი ხვდება ნატალი კლიფორდ ბარნის.ნატალი ამერიკელი დრამატურგი იყო.ამ ურთიერთობამ 50 წელზე მეტ ხანს გასტანა. ბრუქსი სიცოცხლის ბოლომდე უარყოფდა ფოვიზმსა და კუბიზმს: “Act as if the Fauvists, the Cubists, and the Abstract Expressionists did not exist.”კრიტიკოსების აზრით რომენ ბრუქსზე დიდი გავლენა იქონია სიმბოლისტმა ობრი ბერდსლიმ,განსაკუთრებით ნახატებში სადაც იდა რუბინშტეინი ჰყავს დახატული ბრუქსს.რომენ ბროოქსი გარდაიცვალა 1970 წელს ნიცაში,96 წლის ასაკში.

ავტოპორტრეტი

ახალგაზრდა ინგლისელი გოგონა პიტერი

Gabriele D’Annunzio-ს პორტრეტი

ნატალი ბარნი

 იდა რუბინშტეინი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s